უკეთუ შენ, ძმაო ჩემო, გიცნობია უფალი იესო ქრისტე; უკეთუ შენ დარწმუნებული ხარ, რომ იგი არს ჭეშმარიტი ღმერთი, მხსნელი და მაცხოვარი, მაშასადამე, მას მხოლოდ ემსახურე და მისი მხოლოდ ისმინე. რისთვისღა ემონები სოფელსა? რისთვისღა ჰფიქრობ,...
იხილეთ სრულად
უკეთუ შენ, ძმაო ჩემო, გიცნობია უფალი იესო ქრისტე; უკეთუ შენ დარწმუნებული ხარ, რომ იგი არს ჭეშმარიტი ღმერთი, მხსნელი და მაცხოვარი, მაშასადამე, მას მხოლოდ ემსახურე და მისი მხოლოდ ისმინე. რისთვისღა ემონები სოფელსა? რისთვისღა ჰფიქრობ, რომ შეგიძლიან მონება ღვთისა და მამონისა?
მაგალითსა და საქმესა კაცისასა უმეტესი მოქმედება აქვს სულსა ზედა ჩვენსა, ვიდრე სიტყვიერსა დარიგებასა და შეგონებასა. სიტყვა კაცისა ესოდენ ვერ მიიზიდავს და ვერ განაღვიძებს სულსა ჩვენსა, რაოდენ წარმოდგენა ცხოვრებისა წმიდათა კაცთასა. მ...
იხილეთ სრულად
მაგალითსა და საქმესა კაცისასა უმეტესი მოქმედება აქვს სულსა ზედა ჩვენსა, ვიდრე სიტყვიერსა დარიგებასა და შეგონებასა. სიტყვა კაცისა ესოდენ ვერ მიიზიდავს და ვერ განაღვიძებს სულსა ჩვენსა, რაოდენ წარმოდგენა ცხოვრებისა წმიდათა კაცთასა. მათ თვით საქმით აღასრულეს მცნება ღვთისა, ამათ მოიყვანეს არსებაში სჯული ქრისტესი, ამათ მოგვცეს ჩვენ ცხოველი ხატი სათნოებისა და გვაჩვენეს, თუ ვითარ ჯერ არს დაწყობა ცხოვრებისა მსგავსად სახარებისა. აჰა მიზეზი, რომლისთვისცა წმ...
„ყოველსა, რასაცა იქმოდეთ, – გვასწავებს მოციქული პავლე – სიტყვით, გინა საქმით, ყოველსავე სახელითა უფლისა იესო ქრისტესითა, მადლობდით ღმერთსა და მამასა მის მიერ“. ანუ კვალად იგივე მოციქული სწერს: „ყოველსავე, რასაცა იქმოდეთ, გულითად ი...
იხილეთ სრულად
„ყოველსა, რასაცა იქმოდეთ, – გვასწავებს მოციქული პავლე – სიტყვით, გინა საქმით, ყოველსავე სახელითა უფლისა იესო ქრისტესითა, მადლობდით ღმერთსა და მამასა მის მიერ“. ანუ კვალად იგივე მოციქული სწერს: „ყოველსავე, რასაცა იქმოდეთ, გულითად იქმოდეთ, ვითარცა უფლისასა და ნუ ვითარცა კაცთასა“ (კოლ. 3. 14, 20). ერთი სიტყვით, ვინც იქცევა სიმართლით, გულწრფელად, ვისაც ღმერთი ახსოვს და აქვს სინიდისი, იგი არის ღვთისმსახური და ღვთის მონა, გარნა ვინც არის უმართლო, ცუდის...
შეიძლება, ძმანო ჩემნო საყვარელნო, კაცმა ამ სოფელში ყოველი თვისი სოფლიური საქმე ისრედ დააწყოს, რომ ყოველი მისი შრომა და მოქმედება გადაიქცეს ღვთისმსახურებად; ისიც შეიძლება, რომ ყოველი მისი ცხოვრება იყოს მსახურება და მონება მამონისა
როდესაც შენ, ძმაო ჩემო, მოგებისათვის სიცრუეს იტყვი, მოატყუებ ვისმე, მიითვისებ, რაც შენ არ გეკუთვნოდა, ცხად არს, რომელ შენ დაარღვიე მცნება ღვთისა, უღალატე ღმერთსა და დაემონე მამონასა.
უფალი არ მოითხოვს შენგან, რომ დაუტევო ყოველი ზრუნვა და ფიქრი სოფლიური; სხვა არს ზრუნვა და ფიქრი ხორციელისა ცხოვრებისათვის და სხვა არს მონება სოფლისა. უფალი მოითხოვს შენგან არ დაემონო სოფელსა ანუ მამონასა ისრეთ, ვითარცა ღმერთსა. უფ...
იხილეთ სრულად
უფალი არ მოითხოვს შენგან, რომ დაუტევო ყოველი ზრუნვა და ფიქრი სოფლიური; სხვა არს ზრუნვა და ფიქრი ხორციელისა ცხოვრებისათვის და სხვა არს მონება სოფლისა. უფალი მოითხოვს შენგან არ დაემონო სოფელსა ანუ მამონასა ისრეთ, ვითარცა ღმერთსა. უფალი და ბატონი შენი იყოს მხოლოდ ღმერთი, თაყვანისცემა შენი და პატივისცემა ეკუთვნოდეს მხოლოდ ღმერთსა.
ვინც არის მეძიებელი ღვთის სასუფევლისა, ის აღარ იქმნება სულმოკლე მსასოებელი ღვთის შეწევნისა. იგი მუშაობს, ჰსცდილობს და რასაც ღმერთი მისცემს, მით არის კმაყოფილი და ჰმადლობს ღმერთსა. სიღარიბე, ნაკლულევანება, მწუხარება მას არ შთააგდებ...
იხილეთ სრულად
ვინც არის მეძიებელი ღვთის სასუფევლისა, ის აღარ იქმნება სულმოკლე მსასოებელი ღვთის შეწევნისა. იგი მუშაობს, ჰსცდილობს და რასაც ღმერთი მისცემს, მით არის კმაყოფილი და ჰმადლობს ღმერთსა. სიღარიბე, ნაკლულევანება, მწუხარება მას არ შთააგდებს სასოწარკვეთილებასა შინა, მისთვის, რომელ მის გულში მარადის მომდინარეობს წყარო მშვიდობისა და ნუგეშისა, ესე იგი, სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი.
კიდევ ერთი მიზეზი ამ სოფლის მწუხარებისა და უბედურებისა არის ნამეტანი სიხარბე კაცის გულისა, ვინაითგან იგი არ არის კმაყოფილი მით, რასაც ღმერთი მისცემს მას, არამედ მარადის მწუხარებით ეძიებს სიმდიდრესა. ესრეთი სიხარბე არის მიზეზი დამ...
იხილეთ სრულად
კიდევ ერთი მიზეზი ამ სოფლის მწუხარებისა და უბედურებისა არის ნამეტანი სიხარბე კაცის გულისა, ვინაითგან იგი არ არის კმაყოფილი მით, რასაც ღმერთი მისცემს მას, არამედ მარადის მწუხარებით ეძიებს სიმდიდრესა. ესრეთი სიხარბე არის მიზეზი დამაბრკოლებელი ჩვენის სულიერის მშვიდობისა და მოსვენებისა.
რისთვის სთქვა უფალმან: „ ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ“? ანუ რა სახით შეიძლება, რომელ ოდესცა კაცი გულსმოდგინედ ეძებს სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისა, მა...
იხილეთ სრულად
რისთვის სთქვა უფალმან: „ ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ“? ანუ რა სახით შეიძლება, რომელ ოდესცა კაცი გულსმოდგინედ ეძებს სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისა, მაშინ ამ სოფლის ცხოვრებაც გაუადვილდება მას და შეიქმნება უჯობესი? დიდი და მიუცილებელი კავშირი არის, ძმანო, ორთა ამა საგანთა შორის: პირველად, ეს უეჭველია, და ყოველმან კაცმან იცის, რომელ კაცის ამ ქვეყანაზედ კმაყოფილება და კეთ...
სასუფეველსა ღვთისასა უნდა ვეძებდეთ აგრეთვე გარეშე ჩვენსა, საქმეთა შინა ჩვენსა და მოყვასთა ჩვენთასა. ცოდვა და მადლი, სიმართლე და სიცრუე არიან თითქმის არეულნი და გადაბმულნი ურთიერთა შორის; ცხოვრება ადამიანისა ბრუნავს, ვითარცა ურმის...
იხილეთ სრულად
სასუფეველსა ღვთისასა უნდა ვეძებდეთ აგრეთვე გარეშე ჩვენსა, საქმეთა შინა ჩვენსა და მოყვასთა ჩვენთასა. ცოდვა და მადლი, სიმართლე და სიცრუე არიან თითქმის არეულნი და გადაბმულნი ურთიერთა შორის; ცხოვრება ადამიანისა ბრუნავს, ვითარცა ურმის თვალი, და მასთანავე ბრუნავენ და იძვრიან ქვეყანაზედ ცოდვა და მადლი. შენზედ არის დამოკიდებული, ძმაო, რომელ კერძოს აღირჩევ და ვის ემსახურები. უკეთუ გსურს შეძიენება ღვთის სასუფეველისა, ყოველ საქმეში აღმოირჩიე მართალი კერძო....