წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
კეთილ, ღვთისმოყვარე და წმიდა ოჯახში კაცი თვითონაც კარგი გაიზრდება და კარგი კაცი გამოვა, ხოლო ცუდს, გაფუჭებულს სახლში კაცი გაფუჭდება.
ყოველთა შევსცოდეთ ღმერთსა და განვამწარეთ მამა ჩვენი ზეციერი; ყოველთა გვმართებს მონანება ცოდვათა და შერიგება ღვთისა თანა ლოცვითა და კეთილითა ყოფა ქცევითა. ნუ დავიძინებთ ცოდვათა შინა, რათა არა უკანასკნელადმდე დაგვივიწყოს ღმერთმა და ... იხილეთ სრულად
ყოველმან კაცმან შეიყვარეთ სიმართლე და განანათლეთ გული და სული თვისი სიტყვითა ღვთისათა; გახსოვდეთ სიტყვა იგი მაცხოვრისა: „ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყვა ღვთისა და დაიმარხონ იგი“.
ძმანო ქრისტიანენო, სიტყვა ღვთისა გვყოფს ნეტარად, უკეთუ ვისმენთ და აღვასრულებთ მას. სიტყვა ღვთსა, ანუ საღმრთო წერილი პირველად განანათლებს გონებასა და გულსა კაცისაას და მეორედ გამართავს და შეამკობს მისსა მოქმედებასა
ფხიზელი კაციც ზოგჯერ თუ ვერ გაუმაგრდება თავის ცუდს ხასიათს და წარტაცებულ იქმნება თვისითა გულფიცხელობითა და ავზნეობითა. კაცი, რომლის ჭკუა და სვინიდისი დაბნელებული არის ღვინითა, როგორღა შეჰძლებს წინააღმდეგობასა განსაცდელისასა.
კაცი, მოკლებული ხასიათისა სიმტკიცესა, ვერ მიიყვანს ბოლომდე ვერცა ერთსა უმცირესსა საქმესა, ხოლო უმეტესად მტკიცე ხასიათი არის საჭირო ქრისტიანისათვის თვისის სჯულის აღსრულებასა შინა. ქრისტეს სჯულის აღსრულება მოითხოვს დიდსა სიმტკიცესა.... იხილეთ სრულად
ძმანო, დიდი უბედურებაა, როდესაც კაცი არის მოკლებული ხასიათის სიმტკიცესა; რა საცოდავი და რა საბრალო არის ის კაცი, რომელსა აქვს ხასიათი დაუდგრომელი, უღონო. ესეთი კაცი, თუ გინდ მას ჰქონდეს დიდი ჭკუა და განათლება, ამასთანავე გულიცა ჰქ... იხილეთ სრულად
ვითარი ხასიათი და ყოფაქცევა ჰქონდა ყოვლადწმიდასა ღვთისმშობელსა? ამას მოკლე სიტყვითა ვერ გამოჰხატავს ენა კაცისა. მრთელი დიდი წიგნი რომ აღავსოს კაცმა წერილითა, მაშინაც სავსებით ვერ გამოჰხატავს მისთა თვისებათა და ცხოვრებასა. მხოლოდ, ... იხილეთ სრულად
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი შეიყვარებს, მოწყალე ექმნება და მეგობარი შეიქმნება მხოლოდ მათ კაცთათვის, რომელსა აქვსთ ანუ რომელნი სცდილობენ, რომ ჰქონდესთ რაოდენიმე მზგავსება, ერთობა და ზიარება მასთან; ესე იგი, იმისი ჰაზრისა, ხასიათისა, დ... იხილეთ სრულად
ვიცით ჩვენ, რომ ამ ქვეყანაზე სიყვარული და მეგობრობა დაფუძვნებულ არს მზგავსებასა, თანხმობასა და ერთობასა ზედა ჭკუისა, ჰაზრისა და ხასიათისასა. ოდეს ჰხედავ მეგობრობასა და სიყვარულსა შორის ორთა კაცთასა, უწყოდე, რომ იმ ორს კაცს აქვს მზ... იხილეთ სრულად