წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
საცოდავი არის ის კაცი, რომელსაც ჰსურს ამ სიცოცხლის გატარება ხუმრობაში, სიცილში და თავის ქცევაში, იგი უსარგებლოდ ამძიმებს დედამიწას.
ცოდვილი კაცის თვისება სწორეთ ის არის, რომ იგი ერთის წუთის კმაყოფილებისათვის თავის საუკუნო ბედნიერებას შესწირავს, თავის სულს აზღვევს სოფლის ერთ უბრალო გემოვნებისათვის.
კაცი, რომელი არა ჰზოგავს აქ თავის თავს, არ ემალება შრომას და მოღვაწეობასა, არ მიეფერება თვისსა დაცემულსა ბუნებასა, არამედ წარწყმედს თავის გულში ხორციელსა ზრახვასა და გემოვნებასა, იგი ამით აცხოვნებს სულსა თვისსა.
არ ვიფიქროთ, რომ ეს ცხოვრება მოგვეცა ჩვენ სალხინოდ და თავის შესაქცევად, არამედ ვიცოდეთ, რომელ ცხოვრება ჩვენი აქა არის შრომა, მოთმინება, ხშირად ჭირი, მრავალგზის განსაცდელი და ესრეთ წინადვე განვამზადოთ სული ჩვენი აღებად მხართა ზედა ... იხილეთ სრულად
ძალად ღმერთი არავის არ აცხოვნებს, არამედ თვით კაცმა უნდა იწყოს ძიება ცხოვნებისა და სიწმიდისა და მაშინ ღმერთიც მისცემს მას შემწეობასა.
ძმაო ჩემო, ოდეს შეხედავ სახესა ჯვარისასა, ოდეს თაყვანისსცემ და ემთხვევი ჯვარსა ხისასა, ანუ ვერცხლისასა და ოქროისა, იცოდე რომ ის მხოლოდ სახე და ნიშანი არის; ნუ გააჩერებ დიდ ხანს გონებასა შენსა სახესა ზედა და ნიშანსა ჯვარისასა, არამ... იხილეთ სრულად
ღმერთს ის სურს და ის იამება, რომ ჩვენ ყოველთვის შრომაში და მოღვაწეობაში ვიყოთ და არა თუ უქმად ვატარებდეთ დროებასა.
დღესასწაულს ქრისტიანე კაცი უნდა ატარებდეს მშვიდად, წყნარათ, წმიდათ, კრძალულათ ლოცვასა და ქველის საქმესა შინა.
ზოგიერთთა ესოდენ უყვარსთ უქმად დროების გატარება, უსარგებლო ლხინი, უზომოდ ჭამა და სმა, რომელ, გარნა ჭეშმარიტთა ეკლესიურთა დღესასწაულთა, იგინი მოიგონებენ თვისთა საკუთართა დღესასწაულთა, რომელი არა დაუწესებია ეკლესიასა.
დღესასწაული არის დაწესებული სულიერისა სწავლისა და ნუგეშისათვის და არა ხორციელისა განცხრომისათვის.