თუ შენს გულში არა ჰგრძნობ სიყვარულსა ღვთისა და მოყვასისადმი, ეცადე და შეიძინე იგი. რა სახით? პირველად მით, რომელ თუ შენს გულში არის სხვა ვითარმე ხორციელი, სოფლიური, არა კეთილი სიყვარული და სურვილი, რომელიცა არ უშვებს შენს გულში ღვ...
იხილეთ სრულად
თუ შენს გულში არა ჰგრძნობ სიყვარულსა ღვთისა და მოყვასისადმი, ეცადე და შეიძინე იგი. რა სახით? პირველად მით, რომელ თუ შენს გულში არის სხვა ვითარმე ხორციელი, სოფლიური, არა კეთილი სიყვარული და სურვილი, რომელიცა არ უშვებს შენს გულში ღვთისა და მოყვასის სიყვარულსა, განაძე გულისაგან ცუდი იგი სიყვარული და მერმე ლოცვითა, სიმდაბლითა და კეთილი ყოფაქცევითა შეიძინე სიყვარული ღვთისა და მოყვასისა.
უკეთუ ჭეშმარიტი სიყვარული გაქვს ღვთისა, მაშინ შენ გიხარიან, როდესაც გესმის მისი დიდება და ქება; გიხარიან, როდესაც ხედავ მორწმუნესა მისსა აღმსარებელსა მისის სჯულისასა; ხოლო თუ ვინმე შენს წინაშე სთქვა რაიმე ცუდი ღმერთზედ და მის სჯულ...
იხილეთ სრულად
უკეთუ ჭეშმარიტი სიყვარული გაქვს ღვთისა, მაშინ შენ გიხარიან, როდესაც გესმის მისი დიდება და ქება; გიხარიან, როდესაც ხედავ მორწმუნესა მისსა აღმსარებელსა მისის სჯულისასა; ხოლო თუ ვინმე შენს წინაშე სთქვა რაიმე ცუდი ღმერთზედ და მის სჯულზედ, მაშინ მწუხარებას გრძნობ, გეწყინება. მაშინ შენ მზადა ხარ დაიცვა დიდება ღვთისა და თავი შენი შესწირო მის დიდებასა და მისი ამაღლებისათვის.
სიყვარული ღვთისა თვით ჩვენთვის არის სასარგებლო. ღმერთს არ მიემატება არა რაიმე ჩვენი სიყვარულისაგან, გარნა ჩვენ განვიწმიდებით, განვნათლდებით ღვთის სიყვარულითა.
უმეტეს ყოვლისა მაშინ გამოჩნდება, რომ გიყვარს ღმერთი, ოდეს გიყვარს მოყვასი შენი, ღმერთს შენ ვერ იხილავ, ხოლო მოყვასი შენი ყოველთვის შენს წინაშე არს, ვითარცა ხატი და მსგავსება ღვთისა. ესოდენი კავშირი არს ღვთისა და მოყვასის სიყვარულს...
იხილეთ სრულად
უმეტეს ყოვლისა მაშინ გამოჩნდება, რომ გიყვარს ღმერთი, ოდეს გიყვარს მოყვასი შენი, ღმერთს შენ ვერ იხილავ, ხოლო მოყვასი შენი ყოველთვის შენს წინაშე არს, ვითარცა ხატი და მსგავსება ღვთისა. ესოდენი კავშირი არს ღვთისა და მოყვასის სიყვარულს შორის, რომელ ერთი მეორესგან არ განიყოფება.
უკეთუ შენ მარადის ებრძვი ცოდვასა და ვნებასა, უკეთუ გრძნობ, რომ ცოდვა ხშირად წარგიტაცებს, გარნა ცდილობ, რომ მოიქცე და მადლი აღასრულო, ერთი სიტყვით ცდილობ, რომ შენს გულში მადლმან და ჭეშმარიტებამან სძლიოს სიცრუესა და უწმიდურებასა, მა...
იხილეთ სრულად
უკეთუ შენ მარადის ებრძვი ცოდვასა და ვნებასა, უკეთუ გრძნობ, რომ ცოდვა ხშირად წარგიტაცებს, გარნა ცდილობ, რომ მოიქცე და მადლი აღასრულო, ერთი სიტყვით ცდილობ, რომ შენს გულში მადლმან და ჭეშმარიტებამან სძლიოს სიცრუესა და უწმიდურებასა, მაშინ შეიძლება კაცმან სთქვას, რომ შენ გიყვარს ღმერთი.
ღმერთი არს უმაღლესი სიკეთე, უმაღლესი სიწმიდე და უმაღლესი ჭეშმარიტება; მაშასდამე, როდესაც კაცსა აქვს გულში სურვილი ად მისწრაფება ამ სამთა თვისებათადმი, მას აქვს სიყვარული ღვთისა.
სიყვარული ღვთისა, ძმაო ჩემო, არის სიყვარული ყოვლისა მის, რაიცა არს ანუ კაცში, ანუ კაცის გარეშე კეთილი, წმიდა, ჭეშმარიტი. ღმერთი უყვარს მას, რომელსაცა უყვარს ყოველი, რაიცა არს კეთილი, რაიცა არს ჭეშმარიტი, რაიცა არს წმიდა; მაშასადამ...
იხილეთ სრულად
სიყვარული ღვთისა, ძმაო ჩემო, არის სიყვარული ყოვლისა მის, რაიცა არს ანუ კაცში, ანუ კაცის გარეშე კეთილი, წმიდა, ჭეშმარიტი. ღმერთი უყვარს მას, რომელსაცა უყვარს ყოველი, რაიცა არს კეთილი, რაიცა არს ჭეშმარიტი, რაიცა არს წმიდა; მაშასადამე, სძულს და უკუნექცევა ყოველსავე, რაიცა არს ბოროტი, ცრუ და არა წმიდა.
მართალი, ჭეშმარიტი, წმიდა ბუნებითი სიხარული მხოლოდ იმ კაცს აქვს სულში, რომელიც არს ქრისტიანე. სოფლის მოყვარეობის, ცოდვის მოურიდებელის კაცის სიხარული ყოველთვის არის ყალბი, ხელოვნებითი და ძალადი. ჭეშმარიტი, წმიდა და გამოცოცხლებული ს...
იხილეთ სრულად
მართალი, ჭეშმარიტი, წმიდა ბუნებითი სიხარული მხოლოდ იმ კაცს აქვს სულში, რომელიც არს ქრისტიანე. სოფლის მოყვარეობის, ცოდვის მოურიდებელის კაცის სიხარული ყოველთვის არის ყალბი, ხელოვნებითი და ძალადი. ჭეშმარიტი, წმიდა და გამოცოცხლებული სიხარული და მხიარულება არის ნაყოფი შრომისა და მოღვაწეობისა; ხოლო სიხარული ცოდვის მოყვარისა არის ყალბი და წუთიერი. პირველი წარმომდინარეობს კეთილისა სინდისისაგან, განწმედილი აზრისაგან. ენა კაცისა ვერ გამოსთქვამს იმ სიხარულს...
ნუ იფიქრებ, ძმაო ჩემო, რომელ ჭეშმარიტი, მოღვაწე ქრისტიანე კაცი უნდა იყოს ყოველთვის მოწყენილი და გამწარებული; ანუ უნდა იყოს უცხო ნუგეშისა, არც უნდა იცნობდეს სიხარულსა და მხიარულებასა. წმიდა პავლე მოციქული მისწერს კოლასელთა: „გიხარო...
იხილეთ სრულად
ნუ იფიქრებ, ძმაო ჩემო, რომელ ჭეშმარიტი, მოღვაწე ქრისტიანე კაცი უნდა იყოს ყოველთვის მოწყენილი და გამწარებული; ანუ უნდა იყოს უცხო ნუგეშისა, არც უნდა იცნობდეს სიხარულსა და მხიარულებასა. წმიდა პავლე მოციქული მისწერს კოლასელთა: „გიხაროდენ და კვალად გეტყვი გიხაროდენ“; ესე იგი, ქრისტიანე კაცს ყოველთვის უნდა უხაროდეს.