წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
პირველი შედეგი ანუ ნაყოფი ცოდვისა ის არის, რომელ იგი ყოველ კაცს მოაკლებს მადლსა ღვთისასა და ესრეთ წარწყმედს მას; ეს არის თვით უსაშინელესი მოქმედება ცოდვისა.
ყოველსა ცოდვასა აქვს დამარღვეველი და გამაფუჭებელი მოქმედება სულსა და ხორცსა ზედა კაცისასა; ყოველი ცოდვა გააჩენს ჩვენში რომელსამე ვნებასა და ზიანსა: დიდი ცოდვა დიდს უბედურებას შეამთხვევს კაცსა, მცირედი ცოდვა მცირესა ვნებასა.
ცოდვა ყოველთვის კაცის ბუნებაში ისრე მოქმედებს, ვითარცა საწამლავი, გააფუჭებს და წაახდენს მას, არა თუ მხოლოდ სულიერად, არამედ ხორციელადაც.
ძმანო ჩემნო საყვარელნო, ნაცვლად ახალთა ამაო ჩვეულებათა მოგონებისა და მიღებისა, ძველი რაც ვიცით ამაო და ურგები, ისიც უნდა დავივიწყოთ.
თქვენ თვითონ იცით, თუ რაოდენ ძვირფასი არის შრომისმოყვარისა კაცისათვის, არა თუ მრთელი დღე, არამედ ერთიცა წამი.
ერთისა, უმეტესად მავნებელისა და არა შესაწყნარებელისა ჩვეულებისათვის მე კიდეც გითხარი თქვენ ძმანო ჩემნო, ესე იგი გრძელისა მის წყობილებისა და ტირილისათვის, დროსა მიცვალებულთა განსვენებისასა. აღსრულება ჩვეულებისა ამის ადვილად ასწავლი... იხილეთ სრულად
ყოველი გარეგანი მოქმედება და სიტყვა მხოლოდ მაშინ არის ჭეშმარიტი და სასარგებლო, ოდესცა იგი გამოვა გულისა და სულისაგან, გარნა ოდეს კაცი სიტყვით და მოძრაობით ერთ საქმეს იქმს და გულში სხვა ჰაზრი აქვს, მაშინ ბუნება კაცისა განიპობა ორად... იხილეთ სრულად
მკითხაობა ისაა, როცა სადმე გამოჩნდება კაცი, ან ქალი, ცბიერი და ცრუ და დაინახავს რა, რომ უმეცარი და გამოუცდელი ადამიანები ცრუსა და უცნაურ ამბებს ადვილად იჯერებენ, გამოაცხადებს, რომ თითქოს მას ყოველი საიდუმლოს გამოცნობა შეუძლია, რომ... იხილეთ სრულად
მიზეზი იმისა, რომ მკითხავები ადვილად ატყუებენ ხალხს, ხალხის უმეცრება და უსწავლელობაა. ადამიანი, რომელმაც არ იცის სარწუნოება, ადვილად ხდება საკბილო მკითხავისა, რომელიც მისგან მხოლოდ სარგებლობას ეძებს. ასე რომ, ეს უწესობა მხოლოდ სწა... იხილეთ სრულად
ახლაც არიან ცრუ მასწავლებელნი, რომელიც სჯულის საწინააღმდეგო ჩვეულებებს ნერგავენ და დედაბრულ ზღაპრებს ავრცელებენ. საოცარი და საზარელია ის გავლენა, რომელიც განსაკუთრებით დაბალ წრეში აქვს მკითხავთა დედაბრულ ზღაპრებს. ისინი ოჯახებს უს... იხილეთ სრულად