განა არ შეუძლიან, ძმანო ქრისტიანენო, უფალსა ახლაც გამოცხადდეს და სასწაულებითა თვისითა შეარცხვინოს ურწმუნონი, განამტკიცოს სულმოკლენი და სუსტნი მსგავსად თომა მცირედ მორწმუნისა, დახშოს პირი წინააღმდეგთა? გარნა მას არა სურს, რათა სარწ...
იხილეთ სრულად
განა არ შეუძლიან, ძმანო ქრისტიანენო, უფალსა ახლაც გამოცხადდეს და სასწაულებითა თვისითა შეარცხვინოს ურწმუნონი, განამტკიცოს სულმოკლენი და სუსტნი მსგავსად თომა მცირედ მორწმუნისა, დახშოს პირი წინააღმდეგთა? გარნა მას არა სურს, რათა სარწმუნოება ჩვენი იყოს იძულებითი, მას სურს რათა თვით გული ჩვენი მიგიზიდავდეს სახარებისადმი, რათა თავისუფლად, ჩვენითა განზრახვითა მივიდოდეთ მისადმი. მოკლედ ვსთქვათ, მას სურს, რათა ჩვენ მივიღოთ უმეტესი სასყიდელი და ნეტარება ჩვ...
საღმრთო სჯულის წინააღმდეგნი, წვალებისა და შფოთის აღმაყენებელნი ყოველთვის იყვნენ და ყოველთვის იქნებიან ქვეყანაზე. ეს თვით უფალმა იესო ქრისტემ წინასწარვე გვაუწყა; თვით მან ბრძანა, რომ მის სახარებას არა ყველა, არამედ მხოლოდ ისინი მი...
იხილეთ სრულად
საღმრთო სჯულის წინააღმდეგნი, წვალებისა და შფოთის აღმაყენებელნი ყოველთვის იყვნენ და ყოველთვის იქნებიან ქვეყანაზე. ეს თვით უფალმა იესო ქრისტემ წინასწარვე გვაუწყა; თვით მან ბრძანა, რომ მის სახარებას არა ყველა, არამედ მხოლოდ ისინი მიიღებენ, რომელთაც მისი ზეციური მამა გამოარჩევს და მასთან მიიყვანს.
მეორე ნიშანი ზოგიერთი აწინდელი მაცთურისა იმაში მდგომარეობს, რომ მათი მტკიცებით საღმრთო წერილი იმავეს ასწავლის, რასაც თვითონ ჰქადაგებენ. ამასთანავე, ვითომ სწუხან და ზრუნავენ ქვეყნისათვის, ვითომ ღარიბი და დაცემული ადამიანები ებრალებ...
იხილეთ სრულად
მეორე ნიშანი ზოგიერთი აწინდელი მაცთურისა იმაში მდგომარეობს, რომ მათი მტკიცებით საღმრთო წერილი იმავეს ასწავლის, რასაც თვითონ ჰქადაგებენ. ამასთანავე, ვითომ სწუხან და ზრუნავენ ქვეყნისათვის, ვითომ ღარიბი და დაცემული ადამიანები ებრალებათ და მათი აღდგენა და ბედნიერება სურთ; მაგრამ ეს ყოველივე ცბიერება და სიცრუეა.
მაცთურთა პირველი ნიშანი და თვისება ის არის, რომ ისინი ლაპარაკის დროს სულიერსა და ხორციელს, ქვეყნიურსა და ზეციურს, სამოქალაქო წყობასა და საღმრთო სჯულს ერთმანეთში ურევენ. ამ განყოფილსა და განსხვავებულ საგნებს ერთად განიხილავენ და გმ...
იხილეთ სრულად
მაცთურთა პირველი ნიშანი და თვისება ის არის, რომ ისინი ლაპარაკის დროს სულიერსა და ხორციელს, ქვეყნიურსა და ზეციურს, სამოქალაქო წყობასა და საღმრთო სჯულს ერთმანეთში ურევენ. ამ განყოფილსა და განსხვავებულ საგნებს ერთად განიხილავენ და გმობენ
ხასიათი და თვისება კაცისა გამოჩნდება მისგან, რაც უყვარს, რასაც ეძიებს და რაისადმიცა აქვს მისწრაფება. უკეთუ შენ გრწამს და გიყვარს ლოცვა, ეკლესია, სახარება, მაშასადამე გული შენი კეთილ არს, მაშასადამე მადლი ქრისტესი ახლო არს შენდამი....
იხილეთ სრულად
ხასიათი და თვისება კაცისა გამოჩნდება მისგან, რაც უყვარს, რასაც ეძიებს და რაისადმიცა აქვს მისწრაფება. უკეთუ შენ გრწამს და გიყვარს ლოცვა, ეკლესია, სახარება, მაშასადამე გული შენი კეთილ არს, მაშასადამე მადლი ქრისტესი ახლო არს შენდამი. ხოლო უკეთუ ნაცვალდ ამისა შენ ეძიებ ხორციელსა ნუგეშსა და კმაყოფილებასა, უკეთუ შენ ჰპოებ შენსა ნუგეშსა საჭმელსა, ანუ სასმელსა, ანუ შესამოსელსა ანუ სხვასა რომელსამე მსოფლიოსა კმაყოფილებასა შინა, მაშასადამე გულსა შენსა არ ...
უკეთუ თვით გული შენი მოითხოვს სარწმუნოებასა და ვერ შეგიძლან გასძლო თვინიერ სარწმუნოებისა, უკეთუ სმენა სახარებისა არს ნუგეში გულისა შენისათვის, მაშინ ნეტარ ხარ შენ, ვინაითგან ცხადად ჰსჩანს, რომ გული შენი კეთილია და სახიერი.
მაცთურთა მესამე ნიშანი ის არის, რომ უმანკო და უბრალო ადამიანებს თავს სწავლულებად და განათლებულებად მოაჩვენებენ; თითქოს უცხო ქვეყნებში ფრიად სწავლულთა კაცთაგან დიდი ცოდნა და განათლება შეიძინეს, მაგრამ მათი განათლება დიდად საეჭვოა, ...
იხილეთ სრულად
მაცთურთა მესამე ნიშანი ის არის, რომ უმანკო და უბრალო ადამიანებს თავს სწავლულებად და განათლებულებად მოაჩვენებენ; თითქოს უცხო ქვეყნებში ფრიად სწავლულთა კაცთაგან დიდი ცოდნა და განათლება შეიძინეს, მაგრამ მათი განათლება დიდად საეჭვოა, რადგან მხოლოდ ზედაპირული და უსაფუძვლო ცოდნა აქვთ. საფუძვლიანი სწავლა დიდ შრომასა და მოთმინებას მოითხოვს, ხოლო მათ არც პირველი და არც მეორე არ გააჩნიათ.
თვით მათ, მაცთურთა, კარგად არ იციან, მაგრამ მათი საიდუმლო განზრახვა იმაში მდგომარეობს, რომ მათი სიტყვის მსმენელნი და დამჯერებელნი სამოქალაქო სჯულსა და მთავრობის წინააღმდეგი გაჰხადონ მათ იციან, რომ ვინც სარწუნოებასა და კეთილმსახურე...
იხილეთ სრულად
თვით მათ, მაცთურთა, კარგად არ იციან, მაგრამ მათი საიდუმლო განზრახვა იმაში მდგომარეობს, რომ მათი სიტყვის მსმენელნი და დამჯერებელნი სამოქალაქო სჯულსა და მთავრობის წინააღმდეგი გაჰხადონ მათ იციან, რომ ვინც სარწუნოებასა და კეთილმსახურებაში მტკიცეა, მათ ბოროტ განზრახვას ადვილად არ აჰყვება და სამოქალაქო მთავრობისა და სჯულის წინააღმდეგი ძნელად გახდება; ამისთვის ცდილობენ ისინი, რომ მსმენელის გულში ჯერ ღვთის სასოება შეარყიონ და მერე თვისი ბოროტი აზრი ადვილ...
ჩვენ ყოველთა გვაქვს სარწმუნოება, გარნა ზოგთა სარწმუნოება არის ცივი, უქმი და თითქმის მკვდარი, და ისინიც არიან მსგავსნი ფარისეველთა და მწიგნობართა, რომელნი, ხედვიდენ რა სასწაულთა ქრისტესთა, იცოდნენ, რომ იგი არს ძე ღვთისა, გარნა არ ი...
იხილეთ სრულად
ჩვენ ყოველთა გვაქვს სარწმუნოება, გარნა ზოგთა სარწმუნოება არის ცივი, უქმი და თითქმის მკვდარი, და ისინიც არიან მსგავსნი ფარისეველთა და მწიგნობართა, რომელნი, ხედვიდენ რა სასწაულთა ქრისტესთა, იცოდნენ, რომ იგი არს ძე ღვთისა, გარნა არ იქმოდენ კეთილსა საქმესა; ხოლო ზოგთა ჩვენთაგანთა აქვსთ სარწმუნოება ტფილი და ცხოველი, რომელ იპყრობს ყოველსა გულსა და გამოჩნდება სიტყვათა და საქმეთა შინა. მათთვის მხოლოდ იტყვის მაცხოვარი: „ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ...