სანამ სოფელი გაჩნდებოდა, მხოლოდ უსაზღვრო, ცოცხალი ღმერთი იყო და როცა ქვეყანა არარსებობიდან არსებობაში დაემტკიცა, ცხადია, ღმერთი, ამით არ შემოიფარგლება: სრული სისავსე, სიცოცხლე, უსაზღვროება მასთან დარჩა. და ეს სისრულე, სიცოცხლე და ...
იხილეთ სრულად
სანამ სოფელი გაჩნდებოდა, მხოლოდ უსაზღვრო, ცოცხალი ღმერთი იყო და როცა ქვეყანა არარსებობიდან არსებობაში დაემტკიცა, ცხადია, ღმერთი, ამით არ შემოიფარგლება: სრული სისავსე, სიცოცხლე, უსაზღვროება მასთან დარჩა. და ეს სისრულე, სიცოცხლე და უსაზღვროება, მის ქმნილებებშიაც აისახა, რომელთა (ქმნილებების) რიცხვიც აურაცხელია, სიცოცხლის ბეჭედი დევს ყველაფერში.
link
ეს ქვეყანა ცოცხალი, ყოვლადბრძენი ღმერთის ქმნილება, სავსეა სიცოცხლით: ყველგან, ყველაფერში სიცოცხლე და სიბრძნეა, მისი აზრის გამოხატულება ჩანს როგორც მთელ სამყაროში, ასევე მის მცირე ნაწილებშიც. ეს გახლავთ ნამდვილი წიგნი, საიდანაც კაც...
იხილეთ სრულად
ეს ქვეყანა ცოცხალი, ყოვლადბრძენი ღმერთის ქმნილება, სავსეა სიცოცხლით: ყველგან, ყველაფერში სიცოცხლე და სიბრძნეა, მისი აზრის გამოხატულება ჩანს როგორც მთელ სამყაროში, ასევე მის მცირე ნაწილებშიც. ეს გახლავთ ნამდვილი წიგნი, საიდანაც კაცმა შეიძლება ღმერთი შეიმეცნოს (იქნებ ისე ნათლად არა, როგორც გამოცხადებით, მაგრამ მაინც).
ღმერთს შეეძლო მთელი ქვეყანა, ცა და მიწა - საკუთარ სხეულად შეექმნა, ან არ დაებადა სოფელი და მის ნაცვლად თავისთვის სხეული აეგო, მაგრამ მხოლოდ შენს გამო. შენ რომ გიხსნა, კეთილი ინება, შენი სხეულის მსგავსი შეიმოსა. გამჩენმა არაფრისაგა...
იხილეთ სრულად
ღმერთს შეეძლო მთელი ქვეყანა, ცა და მიწა - საკუთარ სხეულად შეექმნა, ან არ დაებადა სოფელი და მის ნაცვლად თავისთვის სხეული აეგო, მაგრამ მხოლოდ შენს გამო. შენ რომ გიხსნა, კეთილი ინება, შენი სხეულის მსგავსი შეიმოსა. გამჩენმა არაფრისაგან შექმნა ქვეყანა, თავისი სხეულიც ამ სოფლის მცირედი ნაწილისაგან შეიქმნა, რათა განგაცხოველოს. ამ სოფელს, იმავ დროს, ისევ ისეთ სახეს უნარჩუნებს, როგორადაც დასაწყისში შეიქმნა. ჰოი, უფალო, მოწყალეო და კეთილო - ჩვენ "... ასონი...
თუკი შესცოდე ღმერთს და გაწამებს, ცეცხლს გიკიდებს შენი ცოდვა, არ დააყოვნო, უმალ მოიძიე ერთადერთი, მარადიული, ცოცხალი მსხვერპლი, ჩვენი ცოდვებისათვის დაგებული და მის წინაშე, ამ ტარიგის (ქრისტეს) წინაშე დადე შენი ცოდვები. სხვა ღონე არ...
იხილეთ სრულად
თუკი შესცოდე ღმერთს და გაწამებს, ცეცხლს გიკიდებს შენი ცოდვა, არ დააყოვნო, უმალ მოიძიე ერთადერთი, მარადიული, ცოცხალი მსხვერპლი, ჩვენი ცოდვებისათვის დაგებული და მის წინაშე, ამ ტარიგის (ქრისტეს) წინაშე დადე შენი ცოდვები. სხვა ღონე არაა, არსაიდან. არც იფიქრო, შენით გეშველოს რამე.
არ შეგაშფოთოს შენში აღრიალებულმა მრისხანებამ, რომელიც ძალსაა, მწარე სიტყვებად გამოსკდეს, პირიქით, უბრძანე, ხმა გაიკმინდოს, გაისუსოს. არადა, თუ მიეჩვევი მის "მორჩილებას", შენი ენიდან შხამის ნთხევა, გაჯობებს. კაშხალში დაგუბებულმა წყ...
იხილეთ სრულად
არ შეგაშფოთოს შენში აღრიალებულმა მრისხანებამ, რომელიც ძალსაა, მწარე სიტყვებად გამოსკდეს, პირიქით, უბრძანე, ხმა გაიკმინდოს, გაისუსოს. არადა, თუ მიეჩვევი მის "მორჩილებას", შენი ენიდან შხამის ნთხევა, გაჯობებს. კაშხალში დაგუბებულმა წყალმა, თუ ნახა გასასვლელი, მიწის გადარეცხვას, გაჟონვას იწყებს, თუ დროით არ მივაშველეთ და არ დავაგუბეთ, ჩვენი უნიათობა-უზრუნველობის გამო, იმატებს ხშირ-ხშირი წყლის გარღვევები, უფრო და უფრო მოიკრებს იგი ძალას და ბოლოს ძალიან...
რატომაა, რომ ცოდვილ სულს, მანამ არ ეძლევა შენდობა, სანამ მთელი გულით არ შეიგრძნობს ცოდვის უგუნურებას, მის დამღუპველობასა და სიცრუეს? იმიტომ, რომ გული სულია ჩვენი და რადგანაც სწორედ იგი (გული) ცოდავდა და საამურად, კეთილად ესახებოდა...
იხილეთ სრულად
რატომაა, რომ ცოდვილ სულს, მანამ არ ეძლევა შენდობა, სანამ მთელი გულით არ შეიგრძნობს ცოდვის უგუნურებას, მის დამღუპველობასა და სიცრუეს? იმიტომ, რომ გული სულია ჩვენი და რადგანაც სწორედ იგი (გული) ცოდავდა და საამურად, კეთილად ესახებოდა ცოდვები, ამიტომაც მანვე უნდა შეინანოს, უნდა აღიაროს, რომ ცოდვა დამღუპველი და ცრუა. ეს სინანული სწორედ გულში ხდება და მტკივნეულადაც, რაკიღა სურვილიც ცოდვისა ჩვეულებრივ, გულში ჩნდება.
უფალს სათნოდ უჩნს, ამჩნევდეს კაცი, როგორ მოქმედებს ღმერთი გულზე და დასანახს ხდის მისთვის, რომ გამჩენი ნათელია და ჭეშმარიტება, ბოროტი კი ცრუა და ბნელი, ამიტომაც, ცდას არ აკლებს, შეუმჩნეველი დარჩეს; ბნელი სინათლეს ვერ უჩერდება, გამო...
იხილეთ სრულად
უფალს სათნოდ უჩნს, ამჩნევდეს კაცი, როგორ მოქმედებს ღმერთი გულზე და დასანახს ხდის მისთვის, რომ გამჩენი ნათელია და ჭეშმარიტება, ბოროტი კი ცრუა და ბნელი, ამიტომაც, ცდას არ აკლებს, შეუმჩნეველი დარჩეს; ბნელი სინათლეს ვერ უჩერდება, გამოააშკარავებისა ეშინია. ეშმაკი მხოლოდ ტყუილითა და სიცრუითაა ძლიერი, ამხილე მისი სიცრუე, სინათლეზე გამოიყვანე, გაქრება ნათელის შუქზე. ტყუილით ითრევს ბოროტი ადამიანებს ვნებებში, ტყუილით აშინებს მათ, არ აძლევს იმის საშველს, ს...
link
გვამის არაბუნებრივი ბატონობა სხეულზე, სხვათაშორის, იმაშიც გამოიხატება, რომ სული თითქოს ჩამარხულივითაა სხეულში, ეს განსაკუთრებით მაშინ ჩანს, როცა საქმე ღვთისმსახურებაზე მიდგება ხოლმე, როცა ადამიანი მხოლოდ ბაგეებით, მოჩვენებითად მიე...
იხილეთ სრულად
გვამის არაბუნებრივი ბატონობა სხეულზე, სხვათაშორის, იმაშიც გამოიხატება, რომ სული თითქოს ჩამარხულივითაა სხეულში, ეს განსაკუთრებით მაშინ ჩანს, როცა საქმე ღვთისმსახურებაზე მიდგება ხოლმე, როცა ადამიანი მხოლოდ ბაგეებით, მოჩვენებითად მიეახლება ღმერთს და არა გულითა და სულით, ანუ მართლა არ იხრის ქედს მის წინაშე და რაა დასამალი, ხშირად ისე ვირჯებით, თითქოს სული არც კი გაგვაჩნდეს. გახრწნის უმაღლეს ხარისხს ადამიანი მაშინ აღწევს, როცა მისგან რჩება მხოლოდ და მ...