წმ. ილია მართალი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ილია მართალი | გამონათქვამები, ციტატები
დიდად საგრძნობელს, თუნდ ერთი და იგივე ძირი ჰქონდეს, ისეთი ბოლო და ზედმოქმედება არა აქვს, როგორც პატარას. დიდი მწუხარება ცრემლს უშრობს კაცს, პატარა კი ცრემლს ადენს; დიდის სიხარულს ხშირად ცრემლი და პატარას კი - ღიმილი; დიდი გულისთქმ...
იხილეთ სრულად
დიდად საგრძნობელს, თუნდ ერთი და იგივე ძირი ჰქონდეს, ისეთი ბოლო და ზედმოქმედება არა აქვს, როგორც პატარას. დიდი მწუხარება ცრემლს უშრობს კაცს, პატარა კი ცრემლს ადენს; დიდის სიხარულს ხშირად ცრემლი და პატარას კი - ღიმილი; დიდი გულისთქმა, ჭეშმარიტი გრძნობა მუნჯია, უტყვია და პატარა კი - ყბედი და ლაქლაქა.
link
ცოდნა ხომ ხერხია, მაგრამ თვითონ, თავის-თავადაც სიმდიდრე არის, მერე იმისთანა, რომ კაცი საცა წავა, თან მისდევს უხარჯოდ და უბარგოდ, ვერცა ვინ მოჰპარავს, ვერცა ვინ წინ გადუდგება. ეხლანდელ დროში ცოდნა ყველაფერია: ფულზედაც უფრო დიდი ბაზ...
იხილეთ სრულად
ცოდნა ხომ ხერხია, მაგრამ თვითონ, თავის-თავადაც სიმდიდრე არის, მერე იმისთანა, რომ კაცი საცა წავა, თან მისდევს უხარჯოდ და უბარგოდ, ვერცა ვინ მოჰპარავს, ვერცა ვინ წინ გადუდგება. ეხლანდელ დროში ცოდნა ყველაფერია: ფულზედაც უფრო დიდი ბაზარი აქვს, ხმალზედაც უფრო მეტადაც სჭრის და ზარბაზანზედაც უფრო ძლიერია.
ღონიერი და ჭირთა-მძლევი ის არის, ვისაც ჭკუა ცოდნით მოურთავს, ცოდნით აუყვავებია, ცოდნის ძუძუთი გაუზრდია. "კაცი უნდა ხერხი იყოს, გაჰქონდეს და გამოჰქონდ...
link
ცოდნა, სწავლა-განათლება დაუშრეტელი წყაროა, როგორც კაცად მყოფობისათვის, ისეც თავის სარჩენად, ქონებისა და სარჩოს მოსაპოვებლად. რასაც მცოდნე კაცი ერთს საათში მოიამაგებს, იმას უცოდინარი მოანდომებს ოთხ-ხუთ საათს. შესაძლოა კაცს სიმდიდრე...
იხილეთ სრულად
ცოდნა, სწავლა-განათლება დაუშრეტელი წყაროა, როგორც კაცად მყოფობისათვის, ისეც თავის სარჩენად, ქონებისა და სარჩოს მოსაპოვებლად. რასაც მცოდნე კაცი ერთს საათში მოიამაგებს, იმას უცოდინარი მოანდომებს ოთხ-ხუთ საათს. შესაძლოა კაცს სიმდიდრე თვალწინ ედოს და ვერა ჰხედავდეს უცოდინრობით და ან ჰხედავდეს და არ იცოდეს, როგორ და რა გზით აიღოს და შინ შეიტანოს, და მცოდნე კაცი-კი ქვასაც წყალს გამოადენს, სიმდიდრის წყაროს იქ ამოახეთქებს, საცა უცოდინარს სიზმარშიაც არ მო...
link
ცოდნა იმითია კიდევ კარგი, რომ იმან უფროს-უმცროსობა არ იცის. როგორც საყდარი, როგორც ეკლესია, როგორც თვითონ ღმერთი, - ერთნაირად შეივედრებს, ერთნაირად შეივედრებს, ერთნაირად შეიკედლებს, ერთნაირად იშვილებს ხოლმე ძონძებში გახვეულ გლეხსა...
იხილეთ სრულად
ცოდნა იმითია კიდევ კარგი, რომ იმან უფროს-უმცროსობა არ იცის. როგორც საყდარი, როგორც ეკლესია, როგორც თვითონ ღმერთი, - ერთნაირად შეივედრებს, ერთნაირად შეივედრებს, ერთნაირად შეიკედლებს, ერთნაირად იშვილებს ხოლმე ძონძებში გახვეულ გლეხსაც და ბუზმენტებით მორთულს თავადსაცა. ყველას ერთნაირად მოუხდება, ყველას ერთნაირად დაამშვიდებს ხოლმე, ოღონდ კი კაცი გულ-მონდომილი და მოწადინებული მივიდეს კარამდისა.
link
ცოდნა თითონ თავის-თავადაც სიმდიდრეა-მეთქი, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრეა, რომ რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუწილადო, შენ არა დაგაკლდება-რა, თუ არ მოგემატება. ამ შემთხვევაში ცოდნა ანთებულ სანთელსა ჰგავს: ერთს სანთელზედ რომ ათა...
იხილეთ სრულად
ცოდნა თითონ თავის-თავადაც სიმდიდრეა-მეთქი, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრეა, რომ რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუწილადო, შენ არა დაგაკლდება-რა, თუ არ მოგემატება. ამ შემთხვევაში ცოდნა ანთებულ სანთელსა ჰგავს: ერთს სანთელზედ რომ ათასს სხვა სანთელს მოუკიდო, სანთელს ამით არც ალი დააკლდება, არც სინათლე, არც სიცხოვლე. პირიქით, იმატებს კიდეც, რადგან ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპსა.
სანთელს კიდევ იმაში ჰგავს ცოდნა, რომ თუნ...
link
საცა ცოდნა არ არის, იქ კაცი არ არის, საცა კაცი არ არის, იქ საზოგადოებაც არ არის, და საცა საზოგადოება არ არის, იქ არც ხალხია. ეს უნდა თითზე დავიჭდიოთ, ეს უნდა დღე-და-ღამ გონებაში ვიქონიოთ, ამას უნდა მივეცნეთ ყველანი ერთად და თვითოე...
იხილეთ სრულად
საცა ცოდნა არ არის, იქ კაცი არ არის, საცა კაცი არ არის, იქ საზოგადოებაც არ არის, და საცა საზოგადოება არ არის, იქ არც ხალხია. ეს უნდა თითზე დავიჭდიოთ, ეს უნდა დღე-და-ღამ გონებაში ვიქონიოთ, ამას უნდა მივეცნეთ ყველანი ერთად და თვითოეულად ცალკე ყოვლის ჩვენის შეძლებითა და ღონითა.
link
გმირობა, რა სახისაც არ უნდა იყოს, სულის ღონეა და არა ხორცისა, და ამიტომაც გმირის სიყვარული მარტო სულითვე ღონიერს შეუძლიან. აქ ხორციელს თვალს ვერას გააჭრევინებთ, სულიერი თვალი უნდა და ამ სულიერის თვალის ახილება მარტო ცოტად თუ ბევრა...
იხილეთ სრულად
გმირობა, რა სახისაც არ უნდა იყოს, სულის ღონეა და არა ხორცისა, და ამიტომაც გმირის სიყვარული მარტო სულითვე ღონიერს შეუძლიან. აქ ხორციელს თვალს ვერას გააჭრევინებთ, სულიერი თვალი უნდა და ამ სულიერის თვალის ახილება მარტო ცოტად თუ ბევრად რიგიანს განათლებას შეუძლიან და სხვას არაფერს.
link
არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდან გამოხედვა. უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა და მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის. უკადრისობად მიგვაჩნია ჭკუა უწიგნო ტყაპუჭქვეშაც ვიგულვოთ. ჩვენ ვთაკილობთ და არა გვჯერა, რომ ყველა გონ...
იხილეთ სრულად
არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდან გამოხედვა. უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა და მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის. უკადრისობად მიგვაჩნია ჭკუა უწიგნო ტყაპუჭქვეშაც ვიგულვოთ. ჩვენ ვთაკილობთ და არა გვჯერა, რომ ყველა გონიერი კაცი, თუნდა უწიგნოც, ზოგჯერ მწიგნობარისათვისაც კი ოსტატია.
link
ვიდრე ქვეყანაზე კაცია, ბოროტიც არის და ბოროტი ხომ იმითია მარტო სულდგმული, რომ თქმა ერთი აქვს და ქმნა სხვა. უამისოდ იგი ერთს დღესაც ვერ გაიჭაჭანებდა კაცთა შორის, ერთს დღესაც ვერ გააბამდა თავის სამაცდურო ბადესა კაცთა საჭერად. თუმცა ...
იხილეთ სრულად
ვიდრე ქვეყანაზე კაცია, ბოროტიც არის და ბოროტი ხომ იმითია მარტო სულდგმული, რომ თქმა ერთი აქვს და ქმნა სხვა. უამისოდ იგი ერთს დღესაც ვერ გაიჭაჭანებდა კაცთა შორის, ერთს დღესაც ვერ გააბამდა თავის სამაცდურო ბადესა კაცთა საჭერად. თუმცა ესეა, მაგრამ ეს ბოროტი, ეს ჭირი ასე თუ ისე ადვილად მ ოსანელებელია, ადვილად სახდელია, როცა შინაობაში, ერთმანერთობაში ცალკე კერძო კაცი მოგვივლენს ხოლმე.
სულ სხვაა და დიდი და მეტისმეტი უბედურობაა, როცა ეს ბოროტი, ეს ჭირი გზ...
link
გებრალებოდეს ნუ ჰრისხავ
კაცს შენზედ შურის მწვდომსაო!..
კეთილი ფარად უფარე
შენთვის ბოროტის მდომსაო,
მადლისა წყაროს ასმევდე
ცოდვის გუბეში მდგომსაო.