წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
სულიერი სიმდიდრე ემსგავსება ხორციელს სიმდიდრესა: თუ ვაჭარი კაცი არ ცდილობს, რომ ყოველთვის ცოტ–ცოტა მაინც დაუმატოს თვისსა სიმდიდრესა, ბოლოს იგი სრულიად გაღარიბდება. ეგრეთვე, თუ ქრისტიანე არ ცდილობს, რომ თანდათან უმჯობესი შეიქმნეს, ... იხილეთ სრულად
მაცხოვარმან სთქვა ერთხელ: „ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი მტერია, ვინც ჩემთან არ შეჰკრებს იგი განაბნევს“; ესე იგი, ვინც არ ცდილობს, რომ თანდათან უმჯობესი შეიქმნეს სულიერად, იგი უეჭველად თანდათან უარესი გახდება და მტერი შეიქმნება ქრი... იხილეთ სრულად
მაცხოვარი გვეტყვის: "სასუფეველი ღვთისა იიძულების და რომელნი აიძულებენ მათ მიიტაციან". ესე იგი, სასუფეველსა ცათასა კაცი მხოლოდ იძულებით, შრომით, ძალადობით მიიტაცებს და არა მოსვენებით და შვებით. თუ ხორციელს სარგებელს ვერ მოიგებს კა... იხილეთ სრულად
მაშა, რისთვის სცხოვრობს კაცი ქვეყანაზედ, თუ არ ეცადა და უმჯობესი არ შეიქმნა სულიერად და ხორციელადაც?
მართალია, ადვილი არ არის, რომ მოიშალოს კაცმან თვისი ცოდვა და ჩვეულება, გარნა ძალა უნდა დაატანოს თავის თავსა. ღირს კიდეც, რომ კაცმან ძალა იხმაროს თავის თავზედ, მისთვის რომელ დიდი სარგებლობა მიეცემა აქაც, ამ ქვეყანაზედ და იქაც, უკეთ... იხილეთ სრულად
თუ არ შეგიძლიან რომ სრულიად გამოსცვალო შენი ცხოვრება, სრულიდ უარჰყო პირველნი შენნი ცოდვანი, ვნებანი და ნაკლულევანებანი და ცუდნი ჩვეულებანი, ერთი რომელიმე შენი ცოდვა მაინც უარჰყავ და მით დასდევ დასაწყისი შენისა მოქცევისა და უმჯობეს... იხილეთ სრულად
ქრისტიანე იმ განზრახვით უნდა ეზიაროს, რომ უმჯობესი შეიქმნეს სულიერად ზიარებითა; ცხოვრება გამოიცვალოს, უარჰყოს ცოდვანი თვისნი და იწყოს კეთილი სულიერი ცხოვრება.
რა სარგებლობა გექნებათ თქვენ, ძმანო, უკეთუ დღეს მოინანეთ ცოდვანი თქვენნი, ეღირსეთ შეერთებასა ქრისტესთანა და მერმეთ ისრეთნივე დაშთეთ სულიერად, როგორც უწინ იყავით?
უფალმან არათუ ათორმეტთა დაჰბანა ფერხნი, არამედ მათ შორის და მათ მიერ ჩვენცა ყოველთა დაგვბანს იგი ფერხთა. ჩვენცა გვეტყვის იგი დღეს: „ესე თუ ჰსცანთ, ნეტარ ხართ, უკეთუ ჰყოფდეთ ამას“ (იოანე 13.17). ესრეთითა სიმდაბლითა და სიყვარულითა გ... იხილეთ სრულად