მოციქულნი ყოველნი იყვნენ განცვიფრებულ, ოდეს მაცხოვარმან იწყო ხელითა თვისითა ბანვა ფერხთა მათთა. მართლა ერთობ საკვირველი იყო ხილვა ამ მოქმედებისა, რისთვის ჰქმნა ეს უფალმან? რისთვის „შეიყვარნა იგინი“?(იოან. 12.1), ამით მან გამოაჩინა...
იხილეთ სრულად
მოციქულნი ყოველნი იყვნენ განცვიფრებულ, ოდეს მაცხოვარმან იწყო ხელითა თვისითა ბანვა ფერხთა მათთა. მართლა ერთობ საკვირველი იყო ხილვა ამ მოქმედებისა, რისთვის ჰქმნა ეს უფალმან? რისთვის „შეიყვარნა იგინი“?(იოან. 12.1), ამით მან გამოაჩინა განუზომელი თვისი სიყვარული მოწაფეთადმი და თვით საქმით მოგვცა ჩვენ მაგალითი სიმდაბლისა და თავის თავის უარის ყოფისა.
არა საკმაოდ შერაცხა მან სიტყვითა მხოლოდ სწავლა ჩვენი, არამედ მანვე პირველად აღასრულა, რასაც ასწავლიდა,...
ყოველი ცოდვის მოქმედი ქრისტიანე არის ქრისტეს მოღალატე. ნუ იყოფინ ჩვენდა ესრეთ, არამედ ვევედროთ ქრისტესა ღმერთსა რათა მოგვცეს მისი შეურყეველი ერთგულება. ამინ.
ვინაიდგან უმრავლესთა თქვენთაგანთა მიიღეთ ქრისტეს საიდუმლო, გევედრები, არასოდეს არ დაივიწყოთ ის შიში, კრძალვა და მორიდება ცოდვისა, რომელი გქონდათ ზიარების წინათ; ის სასოება და საღმრთო გრძნობა, რომლითაც იყავით აღვსებული, მიმავალნი ქ...
იხილეთ სრულად
ვინაიდგან უმრავლესთა თქვენთაგანთა მიიღეთ ქრისტეს საიდუმლო, გევედრები, არასოდეს არ დაივიწყოთ ის შიში, კრძალვა და მორიდება ცოდვისა, რომელი გქონდათ ზიარების წინათ; ის სასოება და საღმრთო გრძნობა, რომლითაც იყავით აღვსებული, მიმავალნი ქრისტეს ბარძიმისადმი, მარადის დარჩეს თქვენს გულში.
რას ნიშნავს ძმანო ეს საშინელი საქმე? რა არის, რომ დღეს შენ მოინანებ შენთა ცოდვათა, აღუარებ მოძღვარსა: ესა და ეს ცუდი ჩვეულება მაქვსო და მოითხოვ ღვთისაგან მხურვალედ შენდობასა და ხვალე ისრეთვე მიიქცევი იმა ცოდვათადმი და არ დაივიწყებ...
იხილეთ სრულად
რას ნიშნავს ძმანო ეს საშინელი საქმე? რა არის, რომ დღეს შენ მოინანებ შენთა ცოდვათა, აღუარებ მოძღვარსა: ესა და ეს ცუდი ჩვეულება მაქვსო და მოითხოვ ღვთისაგან მხურვალედ შენდობასა და ხვალე ისრეთვე მიიქცევი იმა ცოდვათადმი და არ დაივიწყებ ცუდთა შენთა თვისებათა? მიზეზი ამისა ის არის, ძმანო ჩემნო, რომ ანგარიშს არ აძლევ შენს თავს, არ განიკითხავ და არ გამოიკვლევ შენსა სულიერსა მდგომარეობასა, არ ჰკითხავ შენს თავს: შეგეძინა მადლი თუ დაგაკლდა, უმჯობესი შეიქმნებ...
მართლმადიდებელნი ქრისტიანენი თუმცა ყოველ ქვეყანაში დიდითა კრძალულებითა, მარხვითა და გულსმოდგინებითა ემზადებიან ზიარებას, გარნა ჩვენ ქვეყანაში უმეტესითა მარხვითა და მოთმინებითა; გარნა რას ვხედავთ მერმე, ჩვენდა განსაცვიფრებლად? როდე...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებელნი ქრისტიანენი თუმცა ყოველ ქვეყანაში დიდითა კრძალულებითა, მარხვითა და გულსმოდგინებითა ემზადებიან ზიარებას, გარნა ჩვენ ქვეყანაში უმეტესითა მარხვითა და მოთმინებითა; გარნა რას ვხედავთ მერმე, ჩვენდა განსაცვიფრებლად? როდესაც ამ სახით მოემზადებიან და მიიღებენ წმიდასა ზიარებასა და გავა თვით მოკლე დრო, ვნახავთ რომელ ესრეთ მონანულნი და განწმენდილნი სრულიად ისრეთნივე დაშთნენ, ვითარნიცა იყვნენ უწინ, იგინი სრულიად არ გამოიცვალნენ ყოფაქცევითა, უ...
მოვაჭრე კაცს ყოველთვის წინათვე აქვს დანიშნული ერთი დღე, როდესაც იგი გულსმოდგინედ გააწყობს ანგარიშსა, რათა შეიტყოს, არის იგი მოგებასა შინა, თუ არა. უკეთუ იგი ამას იქმს ამაოსა და წუთის სიმდიდრის მოგებისათვის, შენ, რომელი ეძიებ საუკუ...
იხილეთ სრულად
მოვაჭრე კაცს ყოველთვის წინათვე აქვს დანიშნული ერთი დღე, როდესაც იგი გულსმოდგინედ გააწყობს ანგარიშსა, რათა შეიტყოს, არის იგი მოგებასა შინა, თუ არა. უკეთუ იგი ამას იქმს ამაოსა და წუთის სიმდიდრის მოგებისათვის, შენ, რომელი ეძიებ საუკუნესა ნეტარებასა, უმეტეს არ გმართებსა მარადის გამოიკვლიო და ჰკითხო თავსა შენსა, ხარ შენ სულიერსა წარმატებასა შინა, ანუ არა? გარნა, სამწუხაროდ ჩვენდა, ცხად არს, რომელ არა მრავალნი არიან ესრეთსა ძიებასა შინა და გამოკვლევასა...
link
ჰოი, რა საწყალი და განუნათლებელნი ვართ ჩვენ ყოველი, რაიცა არს ქვეყანაზე ღვთისაგან და წმიდათა მამათაგან განჩინებული ჩვენდა განსანათლებლად და საცხოვნებლად, ჩვენ უსარგებლო ვყავით ცუდისა გამო ჩვენისა ზნეობისა.
საყდარში მიხვიდოდე საღმრთო წერილისა და ლოცვისა მოსმენისათვის. თუ გსურს, რომ საყდარში მისვლა უნაყოფოდ არ დარჩეს შენთვის, ესრეთ მოიქეცი: რა გუნებაზედაც ხარ იმ დღეს, როდესაც მიდიხარ საყდარში, შეგიძლიან იმ გუნებითვე შეხვიდე, ესე იგი, ...
იხილეთ სრულად
საყდარში მიხვიდოდე საღმრთო წერილისა და ლოცვისა მოსმენისათვის. თუ გსურს, რომ საყდარში მისვლა უნაყოფოდ არ დარჩეს შენთვის, ესრეთ მოიქეცი: რა გუნებაზედაც ხარ იმ დღეს, როდესაც მიდიხარ საყდარში, შეგიძლიან იმ გუნებითვე შეხვიდე, ესე იგი, თუ მხიარული ხარ რისგანმე, იმ დღეს შედი საყდარში მხიარულად, მადლობა შესწირე ღმერთსა, რომელმან მოგცა მხიარულება. თუ მწუხარე ხარ რისგანმე, შეიყვანე შენთან შენი მწუხარება საყდარში. ისარგებლე მწუხარის გუნებითა, მწუხარითა და შ...