მაცხოვარმან, იცოდა რა წინათვე, რომელ მოიწია ჟამი მისი და არღარა მრავალი დღე დაშთებოდა იგი კაცთა შორის, მისცა ერთის მხრით მეგობართა და ერთგულთა მისთა უკანასკნელი შემთხვევა, რათა გამოსთქვან განუზომელი სიყვარული თვისი, ემსახურონ მას ...
იხილეთ სრულად
მაცხოვარმან, იცოდა რა წინათვე, რომელ მოიწია ჟამი მისი და არღარა მრავალი დღე დაშთებოდა იგი კაცთა შორის, მისცა ერთის მხრით მეგობართა და ერთგულთა მისთა უკანასკნელი შემთხვევა, რათა გამოსთქვან განუზომელი სიყვარული თვისი, ემსახურონ მას ძალისამებრ თვისისა, და მეორეს მხრით მტერთა და მოძულეთა მისთა მისცა უკანასკნელი სწავლა, რათა მოიქცენ იგინი და შეინანონ, უკეთუ შესაძლებელ იქმნებოდა მათთვის მოქცევა და შენანება.
სწავლითა და ქადაგებითა და სასწაულებითა თვისითა ქრისტემ მოაქცია თვისდამი გული ყოვლისა კაცისა, ესრეთ, რომელ ყოველი ერი ხედვიდა მას, ვითარცა დიდსა, ღვთისაგან მოვლინებულსა მესიასა და ხშირად სურდათ მეფეთაც დადგინება მისი, გარნა მაცხოვა...
იხილეთ სრულად
სწავლითა და ქადაგებითა და სასწაულებითა თვისითა ქრისტემ მოაქცია თვისდამი გული ყოვლისა კაცისა, ესრეთ, რომელ ყოველი ერი ხედვიდა მას, ვითარცა დიდსა, ღვთისაგან მოვლინებულსა მესიასა და ხშირად სურდათ მეფეთაც დადგინება მისი, გარნა მაცხოვარი ესოდენ იყო თავმდაბალ და მშვიდ, რომელ იფარვიდა თავსა თვისსა ყოვლის სოფლიურის დიდებისაგან. ოდესცა იგი განკურნებდა სნეულსა, ანუ აღადგინებდა მკვდარსა, მაშინვე ამცნებდა, რათა არავის უთხრან, არამედ ფარულად მადლობდნენ ღმერთს...
link
წმინდა სახარება მოგვითხრობს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, რომელ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა არ უყვარდა გამოჩენა თავისა თვისისა საერთოდ და მიღება პატივისა და დიდებისა განცხადებულად შეკრებულებასა შინა ერისასა.
მივაქციოთ გული და გონება ჩვენი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისადმი. როგორ ცხოვრებას ატარებდა იგი? მშვიდსა, დაფარულსა, თავმდაბალსა. სამკაულნი, ძვირფასნი ტანსაცმელნი უყვარდა მას თუ არა? სრულიად არა. წმიდანი მამანი მოგვითხრობენ ჩვენ, რომ...
იხილეთ სრულად
მივაქციოთ გული და გონება ჩვენი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისადმი. როგორ ცხოვრებას ატარებდა იგი? მშვიდსა, დაფარულსა, თავმდაბალსა. სამკაულნი, ძვირფასნი ტანსაცმელნი უყვარდა მას თუ არა? სრულიად არა. წმიდანი მამანი მოგვითხრობენ ჩვენ, რომელ ყოვალდწმიდის ღვთისმშობელისაგან დარჩა ერთი მისი საკუთარი სარტელი, იგი იყო უბრალო, იაფი და მისი ხელით ნაქსოვი. უყვარდა მას თუ არა უქმად ჯდომა, ჭორი და განკიცხვა? სრულიად არა. იგი ანუ ლოცულობდა, ანუ ქსოვდა მატყლსა, ანუ ს...
საზოგადოდ ის კი უნდა ვსთქვათ, რომ დაბალთა ხალხთა შორის ქალი უმჯობესად ასრულებს თვისსა მოვალეობასა. იგი არის ჭეშმარიტი შემწე ქმრისა ყოველ საქმეში და შრომაში. გარნა კეთილშობილთა შორის ხშირად იპოებიან ისრეთნი ქალნი, რომელთა არ უყვართ...
იხილეთ სრულად
საზოგადოდ ის კი უნდა ვსთქვათ, რომ დაბალთა ხალხთა შორის ქალი უმჯობესად ასრულებს თვისსა მოვალეობასა. იგი არის ჭეშმარიტი შემწე ქმრისა ყოველ საქმეში და შრომაში. გარნა კეთილშობილთა შორის ხშირად იპოებიან ისრეთნი ქალნი, რომელთა არ უყვართ შრომა, არამედ მოსვენება, ლხინი და დაფანტული ცხოვრება. გარნა ახლა მოიწია ისრეთი დროება, რომ ისინიც უნდა დაფიქრდნენ და გამოსცვალონ თვისი ჩვეულება.
რაღა უნდა ვსთქვათ ზოგიერთთა უგუნურთა ქალთა ზედა, რომელნი არათუ შეეწევიან ოჯახის რჩენასა და გამოზრდასა, არამედ ზარმაცობით, დაფანტულითა ცხოვრებითა, მორთულობისა და უსარგებლო სამკაულის სიყვარულითა დააღარიბებენ თვისთა მეუღლეთა და ვალში...
იხილეთ სრულად
რაღა უნდა ვსთქვათ ზოგიერთთა უგუნურთა ქალთა ზედა, რომელნი არათუ შეეწევიან ოჯახის რჩენასა და გამოზრდასა, არამედ ზარმაცობით, დაფანტულითა ცხოვრებითა, მორთულობისა და უსარგებლო სამკაულის სიყვარულითა დააღარიბებენ თვისთა მეუღლეთა და ვალში შთააგდებენ მათ. თუ სიტყვისაებრ სოლომონ ბრძნისა, ქალი მხნე არის გვირგვინი ქმრისა, რა სახელი უნდა ეწოდოს ესრეთ ზარმაცთა და დაფანტულთა ქალთა? ისინი დაემსგავსებიან ლოდსა, დამოკიდებულსა ქმრის ყელზე, რომელი ახრჩობს მას. ღმერთ...
დიდად საქები და მადლიანი არის ის ქალი, რომელიც თავის ხელის ნაშრომით არჩენს თავსა თვისსა და შვილთა თვისთა. მაშინ იგი აღასრულებს ჭეშმარიტად თვისსა დანიშნულებასა. და თუ ნაცვლად ამისა მას არ უყვარს შრომა და ყოველსა რჩენასა მოითხოვს ქმ...
იხილეთ სრულად
დიდად საქები და მადლიანი არის ის ქალი, რომელიც თავის ხელის ნაშრომით არჩენს თავსა თვისსა და შვილთა თვისთა. მაშინ იგი აღასრულებს ჭეშმარიტად თვისსა დანიშნულებასა. და თუ ნაცვლად ამისა მას არ უყვარს შრომა და ყოველსა რჩენასა მოითხოვს ქმრისაგან, მაშინ იგი არ იქმნება შემწე, არამედ დამაბრკოლებელი და დამამძიმებელი ქმრისა.
ზოგიერთთა ქალთა აქვსთ დიდად შეცთომილი ჰაზრი, ვითომც ოჯახის რჩენა, ესე იგი ყოველი ამ სოფლის საჭირო ნივთების მოპოვება, საჭმლის, ტანსაცმელისა და სხვათა, არის მოვალეობა ქმრისა, ანუ მამობრივისა სქესისა. გარნა ეს ჰაზრი არის უმართლო; აქა...
იხილეთ სრულად
ზოგიერთთა ქალთა აქვსთ დიდად შეცთომილი ჰაზრი, ვითომც ოჯახის რჩენა, ესე იგი ყოველი ამ სოფლის საჭირო ნივთების მოპოვება, საჭმლის, ტანსაცმელისა და სხვათა, არის მოვალეობა ქმრისა, ანუ მამობრივისა სქესისა. გარნა ეს ჰაზრი არის უმართლო; აქაც მეუღლე უნდა იყოს ჭეშმარიტი მეუღლე, ესე იგი შემწე ქმრისა თვისისა.
კეთილსა და გონიერსა ქალსა ყოველთვის უნდა ჰქონდეს სახეში, რომ მან აქ უნდა შეუმსუბუქოს და გაუადვილოს ცხოვრება მეუღლესა თვისსა. იგი პირველად არის მცველი და განმამტკიცებელი ოჯახის სიწმინდისა, პატიოსნებისა, დიდებისა და სათნოებისა; მეორ...
იხილეთ სრულად
კეთილსა და გონიერსა ქალსა ყოველთვის უნდა ჰქონდეს სახეში, რომ მან აქ უნდა შეუმსუბუქოს და გაუადვილოს ცხოვრება მეუღლესა თვისსა. იგი პირველად არის მცველი და განმამტკიცებელი ოჯახის სიწმინდისა, პატიოსნებისა, დიდებისა და სათნოებისა; მეორედ იგი მართავს ოჯახსა, ზრდის შვილთა მისთა, დაუცხრომელითა შრომითა და მეცადინეობითა შეეწევა ოჯახის რჩენასა და გამოზრდასა.
როდის და რომელთა საქმეთა შინა არის ქალი შემწე კაცისა? პირველი მისი შემწეობა არის ვითარცა მეუღლისა, ანუ ცოლისა. აქ გამოსჩნდება ჭეშმარიტი შემწეობა მისი. თვით სახელი ესე „მეუღლე“ მშვენივრად გამოხატავს, რომ ქალი უნდა შეეწიოს კაცსა მის...
იხილეთ სრულად
როდის და რომელთა საქმეთა შინა არის ქალი შემწე კაცისა? პირველი მისი შემწეობა არის ვითარცა მეუღლისა, ანუ ცოლისა. აქ გამოსჩნდება ჭეშმარიტი შემწეობა მისი. თვით სახელი ესე „მეუღლე“ მშვენივრად გამოხატავს, რომ ქალი უნდა შეეწიოს კაცსა მისის უღელის გაწევაზე, ესე იგი ყოველი ცხოვრების, საქმის და მოვალეობის აღსრულებაზე.