პირველი საკუთარი და განმასხვავებელი თვისება ღვთისმშობელისა იყო ის, რომელ ყოველი მისი ღვთაებრივი სისრულე და დიდება იყო შინაგან მისსა, სულსა და გულსა შინა მისსა და გარეგან გამოსაჩენათ სისრულე მისი იყო დაფარულ კაცთაგან, ხოლო ცხად ერთ...
იხილეთ სრულად
პირველი საკუთარი და განმასხვავებელი თვისება ღვთისმშობელისა იყო ის, რომელ ყოველი მისი ღვთაებრივი სისრულე და დიდება იყო შინაგან მისსა, სულსა და გულსა შინა მისსა და გარეგან გამოსაჩენათ სისრულე მისი იყო დაფარულ კაცთაგან, ხოლო ცხად ერთისა ღვთისათვის. სული მისი იყო ტაძარი ღვთისა ცხოველისა, უწინარეს ვიდრე სხეული მისი შეიქმნა ტაძრად ცხოველად განხორციელებისა ღვთის სიტყვისა.
პირველი სახე და მაგალითი, რომელსა წინა დაგვიგებს ბაძვად ჩვენ ქრისტიანეთა სახარება, არის თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ხოლო მეორე, უმეტესად დედობრივისა სქესისათვის, დედოფალი ჩვენი, ღვთისმშობელი მარიამი.
ყოველთა შინა ჩვენთა ლოცვათა, მაშინ უზენაესისა და თაყვანის–საცემელისა ღვთის სახელისა, უწოდებთ სახელსა დედოფლისა მარიამისა და ვსთხოვთ მას შუამდგომლობასა ძისა მისისადმი. ერთი მხოლოდ ყოველსა შინა კაცობრივსა ნათესავსა გამოსჩნდა იგი ღირ...
იხილეთ სრულად
ყოველთა შინა ჩვენთა ლოცვათა, მაშინ უზენაესისა და თაყვანის–საცემელისა ღვთის სახელისა, უწოდებთ სახელსა დედოფლისა მარიამისა და ვსთხოვთ მას შუამდგომლობასა ძისა მისისადმი. ერთი მხოლოდ ყოველსა შინა კაცობრივსა ნათესავსა გამოსჩნდა იგი ღირსად, რათა მიეღო სიტყვა ღვთისა და ემსახურა საიდუმლოსა განხორციელებისასა.
„აჰა ესერა ამიერიდგან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი, რამეთუ ჰყო ჩემთანა დიდებული ძლიერმან“ (ლუკ. 1. 48) – ესრედ იწინასწარმეტყველა ყოვლად წმიდამან ქალწულმა მარიამ, ოდეს მიიღო ხარება მთავარანგელოზისაგან. აწ, ჩვენ ვიცით ვითარ აღსრ...
იხილეთ სრულად
„აჰა ესერა ამიერიდგან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი, რამეთუ ჰყო ჩემთანა დიდებული ძლიერმან“ (ლუკ. 1. 48) – ესრედ იწინასწარმეტყველა ყოვლად წმიდამან ქალწულმა მარიამ, ოდეს მიიღო ხარება მთავარანგელოზისაგან. აწ, ჩვენ ვიცით ვითარ აღსრულდა ის წინასწარმეტყველება. ყოველნი ნათესავნი, რომელნი აწ აღიარებენ სჯულსა ქრისტესსა, ნატვრენ სახელსა მისსა ყოველსა ზედა პირსა ქვეყანისასა. უპატიოსნესად ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესად სერაფიმთასა ვგალობთ სახელსა მის...
link
არიან რომელნიმე ჩვეულებანი, თუმცა ძველნი, გარნა ადვილად დასავიწყებელნი, და არიან სხვანი ჩვეულებანი ძველნი, რომელნი არ უნდა დავივიწყოთ არასოდეს. ვსთქვათ: ეს გრძელი და მრავალფერი ტირილი რომ ვიცით მიცვალებულთა ზედა, დავივიწყებთ და გა...
იხილეთ სრულად
არიან რომელნიმე ჩვეულებანი, თუმცა ძველნი, გარნა ადვილად დასავიწყებელნი, და არიან სხვანი ჩვეულებანი ძველნი, რომელნი არ უნდა დავივიწყოთ არასოდეს. ვსთქვათ: ეს გრძელი და მრავალფერი ტირილი რომ ვიცით მიცვალებულთა ზედა, დავივიწყებთ და გარდავეჩვევით, ამით არ მოგვაკლდება არაფერი. და კიდეც მრავალთა ეჭვი შეუვიდა გულსა შინა, კარგი არის თუ ავი ეს ჩვეულება. გარნა არიან ზოგნი ჩვეულებანი, ახლადშემოსრულნი, რომელთა, უკეთუ მივიღებთ, მოგვეცემა დიდი სარგებლობა და არი...
link
ვიცით ჩვენ, რომელ ყოველსა ხალხსა და ქვეყანასა ჰქონან თვისნი ჩვეულებანი და თვისი სახე ცხოვრებისა და ყოფაქცევისა. ესეცა ვიცით, რომელ ჩვეულებათა უმეტესად ძველთა ჰქონან თვისი მნიშვნელობა და ძალი. ჩვნცა ძველთა მცხოვრებთა ამ ქვეყნისათა,...
იხილეთ სრულად
ვიცით ჩვენ, რომელ ყოველსა ხალხსა და ქვეყანასა ჰქონან თვისნი ჩვეულებანი და თვისი სახე ცხოვრებისა და ყოფაქცევისა. ესეცა ვიცით, რომელ ჩვეულებათა უმეტესად ძველთა ჰქონან თვისი მნიშვნელობა და ძალი. ჩვნცა ძველთა მცხოვრებთა ამ ქვეყნისათა, გვქონდა და გვქონან რომელნიმე განსხვავებულნი ჩვეულებანი; გარნა აწ შემოდიან რომელნიმე ახალნი ჩვეულებანი და განსხვავებული სახე ცხოვრებისა. აწ არ უნდა ვიფიქროთ რომელნი ახალნი ჩვეულებანი მივიღოთ და რომელნი ძველ ჩვეულებათაგან...
ღვთისმშობელი ყოველთვის ფიქრობდა, ყოველთვის განავრცელებდა ჰაზრსა და ცნობასა თვისსა. ესეც არის ერთი დიდი მაგალითი ყოველთა კაცთა და განსაკუთრებით ქალთათვის. ესენიცა მარადის უნდა ფიქრობდნენ და განიზრახვიდნენ ყოველთა საქმეთა, მარადის უ...
იხილეთ სრულად
ღვთისმშობელი ყოველთვის ფიქრობდა, ყოველთვის განავრცელებდა ჰაზრსა და ცნობასა თვისსა. ესეც არის ერთი დიდი მაგალითი ყოველთა კაცთა და განსაკუთრებით ქალთათვის. ესენიცა მარადის უნდა ფიქრობდნენ და განიზრახვიდნენ ყოველთა საქმეთა, მარადის უნდა ეძიებდნენ და ჭკუითა თვისითა გამოირჩევნდნენ უმჯობესსა და განეშორებოდნენ ყოველსა ცუდსა.
სახარებასა შინა თქმულ არს ყოვლად წმიდა ღვთისმშობელზედ: "ხოლო დედასა მისსა დაემარხნეს ესე ყოველნი სიტყვანი გულსა თვისსა”. ესე იგი ყოვლად წმიდასა ღვთისმშობელსა ჰქონდა ის ჩვეულება, რომელ მარადის ფიქრობდა და განიზრახვიდა ყოველთა გარემ...
იხილეთ სრულად
სახარებასა შინა თქმულ არს ყოვლად წმიდა ღვთისმშობელზედ: "ხოლო დედასა მისსა დაემარხნეს ესე ყოველნი სიტყვანი გულსა თვისსა”. ესე იგი ყოვლად წმიდასა ღვთისმშობელსა ჰქონდა ის ჩვეულება, რომელ მარადის ფიქრობდა და განიზრახვიდა ყოველთა გარემოებათა და შემთხვევათა ცხოვრებისა თვისისათა; იგი ყოველთვის ფიქრობდა, ყოველთვის განავრცელებდა ჰაზრსა და ცნობასა თვისსა.
გსურსა, ჰოი ქალო, შეიტყო თუ ვითარი მინდობილება და სასოება უნდა ჰქონდეს ყოველსა ქალსა ღვთის განგებულებაზე. წარმოიდგინე ცხადად მთა გოლგოთისა, ჯვარი მას ზედა, იესო გაკრული ჯვარსა ზედა შორის ავაზაკთა და დედა მისი მარიამ მდგომარე წინაშ...
იხილეთ სრულად
გსურსა, ჰოი ქალო, შეიტყო თუ ვითარი მინდობილება და სასოება უნდა ჰქონდეს ყოველსა ქალსა ღვთის განგებულებაზე. წარმოიდგინე ცხადად მთა გოლგოთისა, ჯვარი მას ზედა, იესო გაკრული ჯვარსა ზედა შორის ავაზაკთა და დედა მისი მარიამ მდგომარე წინაშე მისსა. რას ფიქრობდა მაშინ იგი, რას გრძნობდა? მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ ვერც წარმოიდგენ ცხადად მდგომარეობასა მისსა. მე სწორედ ვიცი, რომელ შენ, ანუ სხვა რომელიმე დედა, ვერ მოითმენდით, უკეთუ ძე თქვენი საყვარელი შთავარდ...
არა მხოლოდ ქალწულნი, არამედ დედანიცა თანამდებ არიან ხშირად განიხილონ და იფიქრონ, ვითარი დედა იყო ყოვლად წმიდა ღვთისმშობელი. ყოვლად წმიდასა მარიამს, ოდეს მან ჰშვა იესო მაცხოვარი, სხვა რაიმე აღარ ახსოვდა, მხოლოდ თვისი ძე. იგი აღარა ...
იხილეთ სრულად
არა მხოლოდ ქალწულნი, არამედ დედანიცა თანამდებ არიან ხშირად განიხილონ და იფიქრონ, ვითარი დედა იყო ყოვლად წმიდა ღვთისმშობელი. ყოვლად წმიდასა მარიამს, ოდეს მან ჰშვა იესო მაცხოვარი, სხვა რაიმე აღარ ახსოვდა, მხოლოდ თვისი ძე. იგი აღარა სცხოვრებდა თავისა თვისისათვის, არამედ ყოველი ცხოვრება მისი იყო ძესა შინა მისსა. ესრეთ უნდა იქცეოდნენ ყოველნი კეთილნი დედანი. მათ თავის თავი უნდა დაივიწყონ, და ახსოვდეთ გაზრდა და ბედნირება თვისთა ძეთა.