სამშობლო ადამიანის სიცოცხლის განუყოფელი ნაწილია, უსამშობლო ადამიანი სულით ღატაკია და საცოდავი, სამშობლოს სიყვარულით მწიფდება და ყალიბდება ადამიანის სულიერი სამყარო, მისი მისწრაფებანი და ფილოსოფიური შეხედულებანი, მისი გულწრფელობა დ...
იხილეთ სრულად
სამშობლო ადამიანის სიცოცხლის განუყოფელი ნაწილია, უსამშობლო ადამიანი სულით ღატაკია და საცოდავი, სამშობლოს სიყვარულით მწიფდება და ყალიბდება ადამიანის სულიერი სამყარო, მისი მისწრაფებანი და ფილოსოფიური შეხედულებანი, მისი გულწრფელობა და სიყვარული სხვა ერებისადმი... ვისაც არ უყვარს თავისი თავი, ის ხომ ვერც სხვას შეიყვარებს... და ვისაც არ უყვარს თავისი სამშობლო, ის როგორ იგრძნობს ცარიელ გულში სხვათა სამშობლოს სიყვარულს?! ამიტომ ბრძანა რაფიელ ერისთავმა: ...
სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობას არა მარტო ხელისუფლება, არამედ ყოველი ადამიანი უნდა გრძნობდეს. ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა აკისრია ეკლესიას, მეცნიერებს, ინტელიგენციას, მაგრამ განსაკუთრებული დატვირთვა მაინც ახალგაზრდობაზე მოდის...
იხილეთ სრულად
სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობას არა მარტო ხელისუფლება, არამედ ყოველი ადამიანი უნდა გრძნობდეს. ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა აკისრია ეკლესიას, მეცნიერებს, ინტელიგენციას, მაგრამ განსაკუთრებული დატვირთვა მაინც ახალგაზრდობაზე მოდის, რადგან ახალგაზრდობა ქვეყნის მომავალია. მან უნდა შეიმუშაოს ახალი ეროვნული იდეები, ახალი პროექტები, გამონახოს ახალი გზები განვითარებისა და პრობლემების მოგვარებისათვის.
თუ არ ვცხოვრობთ მცნებებით, არა ვართ სათნოებებით შემოსილნი და სხვისი მსახურება თუ არ არის ჩვენი სურვილი, მეფე-მსახურნი, ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანნი, ვერ ვიქნებით, თუნდაც რომ მაღალი სასულიერო წოდება გვქონდეს;
შენ ხარ მეფე იმდენად, რამდენადაც გაქვს უფლება, რომ შენი ცხოვრება თავისუფალი ნებით წარმართო და ღვთისგანვე შენთვის ბოძებული ყველა სხვა ნიჭი და უნარი ამ არჩევანის მიხედვით გამოიყენო.
ქრისტიანობა არის ერთადერთი რელიგია, სადაც მხოლოდ ადამიანები კი არ ემსახურებიან ღმერთს, არამედ თავად ღმერთი გვიჩვენებს კაცთათვის მსახურების, სიყვარულისა და თავგანწირვის საოცარ მაგალითს და ჩვენს წინაშე წარმოსდგება, როგორც მეფე-მსახუ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანობა არის ერთადერთი რელიგია, სადაც მხოლოდ ადამიანები კი არ ემსახურებიან ღმერთს, არამედ თავად ღმერთი გვიჩვენებს კაცთათვის მსახურების, სიყვარულისა და თავგანწირვის საოცარ მაგალითს და ჩვენს წინაშე წარმოსდგება, როგორც მეფე-მსახური. (შდრ.: „ძე კაცისაი ... მოვიდა ... მსახურებად და მიცემად სული თვისი“ მათე 20,20; და ახლად ნათელღებულთა პასუხი: „მრწამს იგი, - ქრისტე, - ვითარცა მეუფე და ღმერთი“).