კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 1) - ციტატები, გამონათქვამები
კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 1) - ციტატები, გამონათქვამები კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 1), წიგნი
მე ვაკვირდებოდი ჭეშმარიტი მონანულის ცრემლებს და მათში ბოროტი სიტყვისა და განკითხვის კვალიც კი ვერსად შევნიშნე.
კაცისმკვლელი ეშმაკები აღგვძრავენ, რომ შევცოდოთ, ანდა თუ არ ვცოდავთ, მცოდველი განვიკითხოთ, რათა მეორეთი პირველი შევბილწოთ. იცოდე, რომ ისიც ადამიანის ავმეხსიერებასა და შურიანობაზე მიუთითებს, თუკი ის ადვილად, სიამოვნებით განიკითხავს ... იხილეთ სრულად
განსაჯო - ეს ნიშნავს უსირცხვილოდ მიიტაცო ღმერთის მხოლოდშობილი წოდება და განიკითხო - ნიშნავს დაღუპო საკუთარი სული.
როგორც ქედმაღლობა სხვა ვნებათა გარეშეც დაღუპავს ადამიანს, ასევე მხოლოდ განკითხვას, თავისთავად შეუძლია ჩვენი სრულიად წარწყმედა, რადგან ფარისეველიც სწორედ ამისათვის დაისაჯა.
როგორც კეთილი მევენახე მხოლოდ მწიფე ნაყოფს იგემებს, ხოლო მჟავეს დატოვებს, ასევე კეთილი და განმსჯელი გონება ყველაფერში სათნოებას იპოვის, თუკი მასში რამენაირად შეიძლება მისი დანახვა. უგუნური კაცი კი ცოდვასა და ნაკლს ეძიებს. სწორედ მ... იხილეთ სრულად
მოწყინება ხშირად, მრავლისმეტყველების ერთ-ერთი უპირველესი პირმშოა. ამიტომაც ამ ცოდვას ადფილი სწორედ აქ მივუჩინეთ, როგორც სრულიად შესაფერისი - ვნებათა ბოროტ ჯაჭვში. მოწყინება სულის დასნეულებაა, გონების დაუძლურება, მონაზვნური ღვაწლი... იხილეთ სრულად
მორჩილმა ადამიანმა არ იცის მოწყინება, რადგან გრძნობითი საქმიანობით აზრობრივ და სულიერ ღვაწლსაც მოიპოვებს.
ძმათა თანაცხოვრება მოწყინებისთვის მეტად საძულველია, ხოლო დაყუდებაში მყოფს იგი არასოდეს შორდება, სიკვდილამდე თავს არ ანებებს და აღსასრულამდე ყოველდღიურად ებრძვის. როცა განდეგილის სენაკს დაინახავს, მოწყინება ხარობს, მიუახლოვდება და ... იხილეთ სრულად
მოწყინება უცხოთშემწყნარებლობის სურვილს აღძრავს. ჩააგონებს, რომ ხელსაქმისაგან მოწყალება გაიღოს. სურვილს უნერგავს, რომ ავადმყოფი მოინახულოს, ახსენებს მას, რომელმაც თქვა: უძლურ ვიყავ და მოხვედით ჩემდა (მთ.25.36). სულმოკლეთა და უძლურე... იხილეთ სრულად
მოწყინების ეშმაკი მესამე ჟამზე ამოქმედდება თავის ტკივილით, სიცხით, მუცლის ტკივილით. მეცხრე ჟამზე მცირედ დაგვეხსნება, ხოლო ტრაპეზის მოახლოებისთანავე საწოლიდან წამოდგომას გვაიძულებს. მაგრამ შემდეგ, ლოცვის ჟამს, კვლავ ამძიმებს სხეულს... იხილეთ სრულად