ბერის დიადემა - ციტატები, გამონათქვამები ბერის დიადემა, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ვაი, იმ ბერსა და მონოზონს, ვისაც თავისი ერის სატკივარი არ სტკივა
ყველას უკან თავისი სარკე აქვს და იქ ჩანს მათი ცოდვები
მარხვა ცოდვების სინანულია
უფალი არ ტოვებს ადამიანს, ადამიანი ტოვებს უფალს, ჯოჯოხეთი უფლისგან განშორებაა
ადამიანი დაუღალავად უნდა მიისწრაფოდეს ღმრთისაკენ. უფალი ამას რომ ხედავს, აძლევს ყველაფერს, რაც საჭიროა მისთვის
გული ვისგანაც მოგეცა, იმასვე ეკუთვნის
ვინც ცდილობს მოყვასის სიკეთისთვის, ის არგებს ჯერ საკუთარ თავს და მერე სხვას
იცხოვრე ისე, რომ მარტო ღმერთს კი არა, ადამიანებსაც უყვარდე. ამაზე დიდი არაფერია
შენს გაკეთებულ ჯვარსა და ხატზე რომ სხვა ილოცებს, ნახევარი მადლი შენზე გადმოდის
ღმერთის სახელს როცა ახსენებ, ფეხზე უნდა წამოდგე და პირჯვარი გამოისახო