მართალია ეკლესიამ კი გამცნო მარხვა, ესე იგი დატევება დროებით ხორცისა, გარნა რისთვის? მისთვის, რათა მოუძლურდეს დაძველებული ცოდვა, სხეულსა შინა შენსა მყოფი. ხოლო შენ, თუმცა ხორცის ჭამას უარყოფ, გარნა უწინდელსა ცოდვასა და ცუდსა ჩვეულ...
იხილეთ სრულად
მართალია ეკლესიამ კი გამცნო მარხვა, ესე იგი დატევება დროებით ხორცისა, გარნა რისთვის? მისთვის, რათა მოუძლურდეს დაძველებული ცოდვა, სხეულსა შინა შენსა მყოფი. ხოლო შენ, თუმცა ხორცის ჭამას უარყოფ, გარნა უწინდელსა ცოდვასა და ცუდსა ჩვეულებასა არ ივიწყებ. არა, ძმანო ჩემნო, საჭმლის გამოცვლით არ სცხოვნდება კაცი, არამედ ცუდი ყოფა– ქცევის გამოცვლით, ცოდვის უარისყოფით. ამას ვეძებდეთ და ამის მსურველნი ვიყვნეთ მარადის, რომელსა შინა ღმერთი იყოს შემწე ჩვენი. ამინ
უკეთუ ადამიანს არა აქვს გულში სარწმუნოება ღვთისა და სასოება მომავლისა ცხოვრებისა, მას აკლია ერთი უპირატესი მიზეზიცა, რომელი გააღვიძებს კაცს შეძენად სათნოებისა და განწმენდად თვისისა ზნეობისა და ყოფაქცევისა.
შემდგომად ქრისტეს სვლა, ანუ წმიდა, მართალი, უბიწო ცხოვრება არის ერთი დიდი, მძიმე და მაღალი საქმე, რომელი მოითხოვს ჩვენგან დიდსა აღუწერელსა მსხვერპლსა, ისრეთსა მსხვერპლსა, რომელსა კაცი ურწმუნო და უსასო არასოდეს არ ინებებს შეწირვად:...
იხილეთ სრულად
შემდგომად ქრისტეს სვლა, ანუ წმიდა, მართალი, უბიწო ცხოვრება არის ერთი დიდი, მძიმე და მაღალი საქმე, რომელი მოითხოვს ჩვენგან დიდსა აღუწერელსა მსხვერპლსა, ისრეთსა მსხვერპლსა, რომელსა კაცი ურწმუნო და უსასო არასოდეს არ ინებებს შეწირვად: „რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი, და შემომიდეგინ მე“ (მარკ. 8.34).
ქრისტეს მოწაფე იგი არის, რომელსა აქვს წმინდა და პატიოსანი ზნეობა. მან თავი თვისი უნდა დაივიწყოს, ყოველი ხორციელი ზრახვა, სურვილი, კმაყოფილება დასთრგუნოს, ყოველ წამს უნდა მზათ იყოს შეწირვად ქრისტესადმი თვისისა ხორციელისა სიხარულისა...
იხილეთ სრულად
ქრისტეს მოწაფე იგი არის, რომელსა აქვს წმინდა და პატიოსანი ზნეობა. მან თავი თვისი უნდა დაივიწყოს, ყოველი ხორციელი ზრახვა, სურვილი, კმაყოფილება დასთრგუნოს, ყოველ წამს უნდა მზათ იყოს შეწირვად ქრისტესადმი თვისისა ხორციელისა სიხარულისა და კმაყოფილებისა. მან უნდა აღიღოს ჯვარი ქრისტესი, ესე იგი მიიღოს თავის თავზე ყოველი ჭირი, განსაცდელი, სიმძიმე და შრომა, თითქმის წარიწყმიდოს ხორციელი ცხოვრება,
“რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, გინა სახარებისათვის, მან აცხოვნოს იგი“ (მარ. 8.35). ამას ყოველსა ადვილად აღასრულებს კაცი, რომელსა სწამს ღმერთი, რომელი მოელის მომავალსა ცხოვრებასა კვალად გებასა, გარნა უკეთუ კაცსა არა აქვ...
იხილეთ სრულად
“რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, გინა სახარებისათვის, მან აცხოვნოს იგი“ (მარ. 8.35). ამას ყოველსა ადვილად აღასრულებს კაცი, რომელსა სწამს ღმერთი, რომელი მოელის მომავალსა ცხოვრებასა კვალად გებასა, გარნა უკეთუ კაცსა არა აქვს სარწმუნოება და სასოება, რისთვის გაიჭირვებს იგი ესრეთ თავის თავსა?
მორწმუნე კაცმა იცის, რომ ამ სოფლის ცხოვრება არის მოკლე; იგი ესრეთ ფიქრობს: უმჯობესი არის ამ წუთისოფელში დავითმინო ყოველი ჭირი და განსაცდელი; მას კარგად ესმის ხმა სახარებისა: „რა მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა?“ (მარკ. 8.37)....
იხილეთ სრულად
მორწმუნე კაცმა იცის, რომ ამ სოფლის ცხოვრება არის მოკლე; იგი ესრეთ ფიქრობს: უმჯობესი არის ამ წუთისოფელში დავითმინო ყოველი ჭირი და განსაცდელი; მას კარგად ესმის ხმა სახარებისა: „რა მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა?“ (მარკ. 8.37). სულის ცხოვნება ყველას მირჩევნია, ფიქრობს იგი (ჭეშმარიტი მორწმუნე), საუკუნო ცხოვრებას არ დავკარგავ მე ერთი წამის ნუგეშისათვის. გარნა თუ კაცს არ სწამს ღმერთი და მომავალი ცხოვრება, მაშინ იგი სხვაფერ განიზრახავს; ეს წუთისოფ...
ძმანო ქრისტიანენო, თვინიერ ცხოველისა სარწმუნოებისა შეუძლებელი არის კაცმა შეიძინოს წმიდა, მართალი ზნეობა და ვინაიდგან ურწმუნოთაცა კაცთა არ შეუძლიათ ის სთქვან, რომ წმინდა ზნეობა საჭირო არ იყოს კაცისათვის, მაშასადამე, თვინიერ იგინიცა...
იხილეთ სრულად
ძმანო ქრისტიანენო, თვინიერ ცხოველისა სარწმუნოებისა შეუძლებელი არის კაცმა შეიძინოს წმიდა, მართალი ზნეობა და ვინაიდგან ურწმუნოთაცა კაცთა არ შეუძლიათ ის სთქვან, რომ წმინდა ზნეობა საჭირო არ იყოს კაცისათვის, მაშასადამე, თვინიერ იგინიცა უნებრივად აღიარებენ ამით, რომ სარწმუნოებაცა და ანუ ღვთაებრივი სჯული მიუცილებლად საჭირო არის კაცისათვის.
მშვენივრად იტყვის, ძმანო, მაზედ წმიდა მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ ეპისტოლესა შინა თვისსა. ერთხელ მას ესმა, რომ ახალ გაქრისტიანებულთა შორის კორინთელთა გამოჩნდენ რომელნიმე უგუნურნი პირნი და ამტკიცებდენ, რომ არ იქნება აღდგომა მკ...
იხილეთ სრულად
მშვენივრად იტყვის, ძმანო, მაზედ წმიდა მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ ეპისტოლესა შინა თვისსა. ერთხელ მას ესმა, რომ ახალ გაქრისტიანებულთა შორის კორინთელთა გამოჩნდენ რომელნიმე უგუნურნი პირნი და ამტკიცებდენ, რომ არ იქნება აღდგომა მკვდართაო. ეწყინა ეს ხმა წმიდასა მოციქულსა და ჰკითხავს მათ ეპისტოლესა შინა: როგორ იტყვიან ზოგიერნთი თქვენთაგანნი, რომ აღდგომა მკვდართა არ იქნება? რაღა არის ჩვენი შრომა, თუ აღდგომა არ იქნება; რაღა არის მაშინ მოთმინება და ყო...
შენ, ძმაო მორწმუნეო, სცან რა დიდი საუნჯე არის სარწმუნოება ღვთისა. გარნა სარწმუნოებასა ვიტყვი არა უქმსა და მკვდარსა, არამედ ცხოველსა, არა იმ სარწმუნოებასა, რომელი გულსა შინა უმრავლესთა აწინდელთა ქრისტიანეთასა სამწუხაროდ არის უნაყოფ...
იხილეთ სრულად
შენ, ძმაო მორწმუნეო, სცან რა დიდი საუნჯე არის სარწმუნოება ღვთისა. გარნა სარწმუნოებასა ვიტყვი არა უქმსა და მკვდარსა, არამედ ცხოველსა, არა იმ სარწმუნოებასა, რომელი გულსა შინა უმრავლესთა აწინდელთა ქრისტიანეთასა სამწუხაროდ არის უნაყოფო და უძრავი, არამედ იმ სარწმუნოებისა, რომელი მარადის მოქმედებს და მუშაობს კაცის გულში, რომელი არ დააძინებს კაცს, არ მოუსვენებს, მარადის აფრთხილებს მას, ხან შეაწუხებს სინიდისის მხილებითა, ხან გაახარებს; მარადის ებრძვის, ა...
რა დიდსა და სასარგებლო მცნებასა გვაძლევს ჩვენ უფალი იესო ქრისტე ამ სიტყვებში: „რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარჰყავნ თავი თვისი, და აღიღენ ჯვარი თვისი, და შემომიდეგინ მე“ (მარკ. 8. 34). ესე იგი, რომელსა სურს ქრისტიანობა, ...
იხილეთ სრულად
რა დიდსა და სასარგებლო მცნებასა გვაძლევს ჩვენ უფალი იესო ქრისტე ამ სიტყვებში: „რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარჰყავნ თავი თვისი, და აღიღენ ჯვარი თვისი, და შემომიდეგინ მე“ (მარკ. 8. 34). ესე იგი, რომელსა სურს ქრისტიანობა, ანუ ქრისტეს მოწაფედ ყოფნა, მას არ უნდა ჰქონდეს თავის მოყვარება, მან თავი თვისი უნდა გამოიმეტოს და ვიდოდეს შემდგომად ქრისტესა, ქრისტეს ნებას აღასრულებდეს და არა თავის ნებასა.