წმ. ევსუქი ხუცესი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ევსუქი ხუცესი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ევსუქი ხუცესი | გამონათქვამები, ციტატები
55. ისევე, როგორც ცუდადმჭამელებს (მადადაკარგულებს) მწარე აბზინდა რგებს, ამგვარადვე რგებთ ცუდი ზნის ადამიანებს ცუდის განცდა.
54. დაემკვიდრე გონებაში და არ გაიტანჯები განსაცდელთა მიერ, ხოლო მისგან განშორებულმა დაითმინე მოსაწევარნი (განსაცდელნი).
53. გონება, რომელიც არ არის უგულისყურო თავისი ფარული მოქმედებისადმი, საკუთარი თავის დამცველობის დღენიადაგ მომუშაკებით, დანარჩენ სიკეთეებთან ერთად ჰპოვებს სხეულის ხუთ გრძნობასაც უმოქმედოს გარეგან ბოროტებათა მიმართ, რადგან თავისი სა... იხილეთ სრულად
52. ამას შევუდგეთ ძმანო ჩემნო, წადიერად და ამის ხილვებში განწმენდილი გონებით ქრისტე იესოს მიერ მფრინვალეებმა ავამოქმედოთ ჩვენი ცოდვებისა და თავდაპირველი ცხოვრების განმჭვრეტელობა, რომ ჩვენ, შემუსვრილებსა და დამდაბლებულებს ჩვენი ცოდ... იხილეთ სრულად
51. მღვიძარება ჰგავს იაკობის კიბეს, რომელზეც ღმერთი არის დავანებული და რომელზეც ანგელოზები დადიან (შდრ. შესაქ. 28.12), რადგან ეს სათნოება აღმოფხვრის ჩვენგან ყოველგვარ უკეთურებას, მოკვეთს რა მრავალსიტყვაობას, ძაგებას, ავმეტყველებას... იხილეთ სრულად
50. რაოდენ კარგი და საამური, ნათლიერი და უტკბილესი, ყოვლადტურფა, გაცისკროვნებული და მშვენიერი სათნოებაა მღვიძარება, შენ მიერ, ქრისტე ღმერთო, კეთილად წარმართული და ფხიზელი ადამიანური გონებისგან დიდი სიმდაბლით სავალი, რადგან განავრც... იხილეთ სრულად
49. ფრთხილად იყავი ყოველჟამს, რომ არანაირი გულისზრახვა არ გქონდეს გულში, არც უგუნური, არც კეთილგონივრული, რომ ამ სახით ადვილად შეიცნო უცხოტომელნი, ესე იგი ეგვიპტელთა პირმშო ძეები (უკეთური გულისზრახვები).
48. გულისმიერი მყუდროების ნიმუშად იყოს შენთვის მავანი, რომელსაც სარკე უჭირავს ხელში და ჩასცქერის მას, რადგან სწორედ ამ სახით დაინახავ შენს გულში გონითად ჩაწერილ უკეთურებებს და სიკეთეებს.
47. გონება გონებას უხილავად შეებმის საბრძოლველად, კერძოდ, ეშმაკეული გონება – ჩვენსას. ამიტომაა საჭირო ყოველწამიერად სიღრმისეული ღაღადისი ქრისტესადმი, რომ მან, როგორც კაცთმოყვარემ, ერთი მხრივ, ეშმაკეული გონება განდევნოს ჩვენგან, მე... იხილეთ სრულად
46. პირველად არის კვეთება, შემდეგ კი თანაშეწყვილება, როდესაც ჩვენი და უკეთურ ეშმაკთა გულისზრახვები ერთიმეორეს შეეზავებიან; მესამეა შეთანხმება, როდესაც ორივე მხარის გულისზრახვები ურთიერთში ბოროტად ბჭობენ, თუ როგორ მოიქცნენ. მეოთხეა... იხილეთ სრულად