სიბრძნე - ციტატები, გამონათქვამები
სიბრძნე - ციტატები, გამონათქვამები სიბრძნე, გამონათქვამები, ციტატები
ქრისტიანობის წიაღში ჩვილებმა მეტი იციან ღმერთისა და მარადიული ცხოვრების შესახებ, ვიდრე - ძველი სამყაროს უდიდესმა ბრძენმა ადამიანებმა.
უბრალო ქრისტიანი (რომელსაც არანაირი განათლება არ მიუღია), რომელიც წმიდა სარწმუნოებრივ დოგმატებში განისწავლა, სიბრძნით ბევრად აღემატება პლატონსა და არისტოტელეს და სხვა წარმართ ბრძნებსაც კი.
გახდი ჩვილი იესოსთან ერთად (სიმდაბლისა და უბრალოების თვალსაზრისით) და მასთან ერთად განდიდდები სიბრძნეში (ლკ. 2, 40).
სწავლება და მხილება სხვებისაგან მრისხანებით კი არა, სიყვარულით მიიღე, თუნდაც ძალიან ჭკვიანი იყო. ყოვლდაბრძენი უფლის სიტყვით, ეს სიბრძნის ერთ-ერთი გამოხატულებაა.
იესო ქრისტეს სიბრძნე ისე ჩანს მისი სწავლებიდან, რომ მისი დამტკიცება იგივეა, რაც ვინმე ამტკიცებდეს, რომ მზე ანათებს.
ღვთის სიბრძნე პოულობს საშუალებებსა და გზებს იქაც კი, სადაც ჩვენ თავად ვერაფერს ვხედავთ, გარდა საფრთხისა და სატანჯველისა.
საბაის დედოფალს, იუდეის დედაქალაქში ჩასვლისას ძვირფასი იშვიათობების დათვალიერებისას ყურადღება რომ არ მიექცია სოლომონ მეფისათვის, რომელიც სიბრძნით იყო დამშვენებული, რაოდენ შეუნდობელი იქნებოდა მისი გულგრილობა! მით უფრო არ იმსახურებს... იხილეთ სრულად