სიბრძნე - ციტატები, გამონათქვამები
სიბრძნე - ციტატები, გამონათქვამები სიბრძნე, გამონათქვამები, ციტატები
ჭეშმარიტი სიბრძნე გვასწავლის, რომ სიმდიდრე ძალიან ადვილად იქცევა მორალურ სიღატაკედ.
ადამიანები კი უფრო ხშირად მხოლოდ მიწიერი სიბრძნით ცხოვრობენ და ამიტომაც ვერ აღწევენ ჭეშმარიტ ბედნიერებას. ისინი ეძებენ ბედნიერებას მოჩვენებითს, ფუჭს, წარმავალს, ბედნიერებას, რომელსაც მუდამ თან სდევს უბედურება.
ბრძენი ამბობს: „მე მინდა ვიყო ღმრთისაგან შეწყალებული, ვიდრე ეშმაკისაგან გამდიდრებული“.
„ორთაგან ერთი არჩიე - ან თვით სიბრძნისმოყვარე იყავ, ან სხვათა სიბრძნეს ეცი პატივი, რათა არა სრულიად განვარდე კეთილისაგან“ (გრ. ნაზიანზელი).
ღვთის შიშის გარეშე სუფთა სინდისს ვერ მოვიპოვებთ, ვერც გულწრფელ აღსარებას ვიტყვით და ვერც ვერასოდეს შევიძენთ სულიერ სიბრძნეს, ვინაიდან სიბრძნის დასაბამი და დასასრული უფლის შიშია.