სიყვარულს სიმშვიდე და სილაღე მიაქვს გულში, აცოცხლებს მას; სიძულვილი აშფოთებს და ავიწროებს. ვისაც მავანი ეჯავრება, საკუთარ თავს ტირანად უდგას, შტერზე შტერია.
კარგია ქველმოქმედება, კარგია რომ მოგწონს ეგ საქმე. კეთილი კაცი თვითონაც კარგადაა, ღმერთს აამებს და ხალხსაც უყვარს. მადლიანი კაცი უცებ იმსახურებს ყველას ყურადღებას. რატომ? კეთილსურნელება გაიძულებს გაჩერდე, ყურადღება მიაქციო, დააყოვ...
იხილეთ სრულად
კარგია ქველმოქმედება, კარგია რომ მოგწონს ეგ საქმე. კეთილი კაცი თვითონაც კარგადაა, ღმერთს აამებს და ხალხსაც უყვარს. მადლიანი კაცი უცებ იმსახურებს ყველას ყურადღებას. რატომ? კეთილსურნელება გაიძულებს გაჩერდე, ყურადღება მიაქციო, დააყოვნო ხანი. კეთილი კაცის სახეს შეხედეთ თუნდაც, როგორი სახეა? - ანგელოზის ხატივითაა. სიმდაბლე და შემუსვრილება აფენია სახეზე და უნებურად ყველას ყურადღებას იპყრობს. დააკვირდით საუბარს მისას, რომელიც კიდევ უფრო მეტად სურნელოვან...
ჩვენი სული, თუ შეიძლება ასე ითქვას, ღვთის სულის ანარეკლია: რაც უფრო დიდი და მკაფიოა ეს ანარეკლი, მით უფრო ნათელია და რამდენადაც მცირე, იმდენად ბუნდოვანი და ამღვრეული. და ჩვენ სულსა და გულზე რაღა ვთქვათ? რა და, მასში უსათუოდ, საგრძ...
იხილეთ სრულად
ჩვენი სული, თუ შეიძლება ასე ითქვას, ღვთის სულის ანარეკლია: რაც უფრო დიდი და მკაფიოა ეს ანარეკლი, მით უფრო ნათელია და რამდენადაც მცირე, იმდენად ბუნდოვანი და ამღვრეული. და ჩვენ სულსა და გულზე რაღა ვთქვათ? რა და, მასში უსათუოდ, საგრძნობლად, მადლიერების გრძნობით უნდა ირეკლებოდეს ღვთის ჭეშმარიტება და უმკრთალესი ანარეკლიც კი არ უნდა ჩანდეს სიცრუისა. ღვთის სიყვარულს უნდა გრძნობდე მის წმინდა საიდუმლოებებში, ყველა ლოცვის ჭეშმარიტებებს უნდა სწვდებოდე. სარკ...
მიუწვდომელია კაცისთვის, როგორაა, რომ თავად ქრისტე ერთიანდება ჯვართან და ანიჭებს მას სულიერ ძალას ვნებათა დათმენა-დათრგუნვისას, ამშვიდებს შფოთით ავსებულ გულს. ზუსტად ასევე გაუგებარია, თუ როგორ ხდება, რომ სული უფლისა ჩვენისა იესო ქრ...
იხილეთ სრულად
მიუწვდომელია კაცისთვის, როგორაა, რომ თავად ქრისტე ერთიანდება ჯვართან და ანიჭებს მას სულიერ ძალას ვნებათა დათმენა-დათრგუნვისას, ამშვიდებს შფოთით ავსებულ გულს. ზუსტად ასევე გაუგებარია, თუ როგორ ხდება, რომ სული უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ერთვის პურსა და ღვინოს, გარდააქცევს მას სისხლად და ხორცად და აშკარად წმენდს სულს ცოდვებისაგან, ზეციური მშვიდობა და სიწყნარე შეაქვს მასში, კეთილს, თავმდაბალსა და მორჩილს ხდის, ავსებს მას სიმშვიდითა და გულითადი სარწ...
ლოცვა გულის და გონების აღმართვაა ღვთისაკენ. აქედან გამომდინარე სრულიად ნათელია, რომ ვერ ილოცებს ის, ვისი გულიცა და გონებაც ძლიერადაა გადახლართული ხორციელთან, ფული იქნება ეს, პატივი თუ გულში ჩადებული სხვა რამ ვნება. ადამიანს, ჩვეულ...
იხილეთ სრულად
ლოცვა გულის და გონების აღმართვაა ღვთისაკენ. აქედან გამომდინარე სრულიად ნათელია, რომ ვერ ილოცებს ის, ვისი გულიცა და გონებაც ძლიერადაა გადახლართული ხორციელთან, ფული იქნება ეს, პატივი თუ გულში ჩადებული სხვა რამ ვნება. ადამიანს, ჩვეულებრივ, ვნება კრავს და ავიწროებს, მაშინ როცა ღმერთი სიხალასეს და ჭეშმარიტ თავისუფლებას ანიჭებს მას.
ქრისტიანს განსაკუთრებით მოეთხოვება სუფთა გული, რომ გულის თვალით შეძლოს დანახვა, თუ ვინ არის ღმერთი. უნდა შეძლოს და დაინახოს ამ გულმა ღვთის სიყვარული და მთელიანად მისი სრულყოფილება, მშვენიერება ანგელოზებისა, დიდება ღვთისმშობლისა, ს...
იხილეთ სრულად
ქრისტიანს განსაკუთრებით მოეთხოვება სუფთა გული, რომ გულის თვალით შეძლოს დანახვა, თუ ვინ არის ღმერთი. უნდა შეძლოს და დაინახოს ამ გულმა ღვთის სიყვარული და მთელიანად მისი სრულყოფილება, მშვენიერება ანგელოზებისა, დიდება ღვთისმშობლისა, სილამაზე და დიდებულება მისი სულისა, როგორც ღვთის დედისა, სილამაზე ღვთის წმინდათა სულებისა, მათი სიყვარული ჩვენდამი. გულის თვალით უნდა ჭვრეტდეს ქრისტიანი სარწმუნოების ჭეშმარიტებას საიდუმლოებების ჩათვლით, უნდა გრძნობდეს მა...
ამოცანა ჩვენი ცხოვრებისა ღმერთთან გაერთიანებაა, ცოდვა კი მთლიანად ეწინააღმდეგება ამას. და სწორედ ამიტომ, გაექეცით ცოდვას, როგორც საშიშ მტერს, როგორც მკვლელს სულისას, იმიტომ, რომ ღვთის გარეშე სიკვდილია და არა ცხოვრება; შევიგნოთ ბოლ...
იხილეთ სრულად
ამოცანა ჩვენი ცხოვრებისა ღმერთთან გაერთიანებაა, ცოდვა კი მთლიანად ეწინააღმდეგება ამას. და სწორედ ამიტომ, გაექეცით ცოდვას, როგორც საშიშ მტერს, როგორც მკვლელს სულისას, იმიტომ, რომ ღვთის გარეშე სიკვდილია და არა ცხოვრება; შევიგნოთ ბოლოს და ბოლოს ჩვენი ვალდებულება, თავისთან გვიხმობს ყოველთა მეუფე.
გასაოცარი მტკიცება იმისა, რომ ნამდვილად არსებობს ეშმაკი ამსოფლად ისაა, რომ ადამიანები ვერ გრძნობენ, ან ძალიან ნაკლებად გრძნობენ (თუმცა ზოგნი იქნებ ცდილობენ კიდეც) ღვთის მოწყალებას ქმნილ სამყაროში, განგებაში, გამოსყიდვაში: ეშმაკი ძ...
იხილეთ სრულად
გასაოცარი მტკიცება იმისა, რომ ნამდვილად არსებობს ეშმაკი ამსოფლად ისაა, რომ ადამიანები ვერ გრძნობენ, ან ძალიან ნაკლებად გრძნობენ (თუმცა ზოგნი იქნებ ცდილობენ კიდეც) ღვთის მოწყალებას ქმნილ სამყაროში, განგებაში, გამოსყიდვაში: ეშმაკი ძლიერადაა აღმდგარი მართლისა და კეთილის წინააღმდეგ.
ხედავს და ესმის ჩემი, სამნათლოვან ღმერთს: ესაა ყველაზე მაცოცხლებელი რწმენა, რომელიც გულში მშვიდობითა და სიხარულით ივანებს. მხედავს ყოვლადწმინდა დედა ღვთისა, ესმის ჩემი ლოცვა და ოხვრა, ესაა მეორე მანუგეშებელი რწმენა, რომელიც მუდმივ...
იხილეთ სრულად
ხედავს და ესმის ჩემი, სამნათლოვან ღმერთს: ესაა ყველაზე მაცოცხლებელი რწმენა, რომელიც გულში მშვიდობითა და სიხარულით ივანებს. მხედავს ყოვლადწმინდა დედა ღვთისა, ესმის ჩემი ლოცვა და ოხვრა, ესაა მეორე მანუგეშებელი რწმენა, რომელიც მუდმივად მართლდება საქმით. ჰოდა, მეც ვივლი იმ გრძნობით, რომ ყველგან მხედავს და ყველგანაა უფალი
link
როცა კაცი რაიმე საქმის მოსაგვარებლად კეთილს, მორიდებულსა და თავმდაბალს მიმართავს, თუ სწადს მიზნის მიღწევა, თვითონაც ცდილობს, რომ მას (კეთილს) დაემსგავსოს, ასევე ქრისტიანიც, როცა ღმერთს, მის ყოვლადწმინდა დედას, ანგელოზებსა თუ წმინდ...
იხილეთ სრულად
როცა კაცი რაიმე საქმის მოსაგვარებლად კეთილს, მორიდებულსა და თავმდაბალს მიმართავს, თუ სწადს მიზნის მიღწევა, თვითონაც ცდილობს, რომ მას (კეთილს) დაემსგავსოს, ასევე ქრისტიანიც, როცა ღმერთს, მის ყოვლადწმინდა დედას, ანგელოზებსა თუ წმინდანებს მიმართავს თავისი ლოცვის წარმატებისათვის, შეძლებისდაგვარად უნდა ცდილობდეს, რომ თავად ღმერთს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, წმინდანებსა და ანგელოზებს მიბაძოს. ეს სწორედ რომ საიდუმლოა ღმერთთან მიახლოებისა და ლოცვის წარმა...