შალვა ამონაშვილი - ციტატები, გამონათქვამები
შალვა ამონაშვილი - ციტატები, გამონათქვამები შალვა ამონაშვილი | გამონათქვამები, ციტატები
რატომღაც, როცა აღზრდაზე ვსაუბრობთ, სულ დედაზე გადაგვაქვს მთელი სიმძიმე. ეს ასეც არის, მაგრამ მამას დიდი როლი აქვს ბავშვის აღზრდაში და საერთოდ, ოჯახის ცხოვრებაში
ვისაც ადამიანი სძულს, ღმერთი არ უყვარს. თუ ადამიანს პატივს არ სცემ, ე.ი. იმ წამს პატივს არ სცემ ღმერთსაც
დედისა და მამის ქცევა უკვე აღზრდაა ბავშვისა.
დედა როგორ ხვდება შინ დაბრუნებულ ქმარს, ან როგორ გააცილებს, ან როგორ ზრუნავს, ან შვილს რას ეუბნება მამაზე...
თუ მამა საკუთარ სახელს არ გაუფრთხილდება, შვილის ცხოვრებაში ეს იქნება ფეხწამოსაკრავი ქვა. მამის სახელზე შვილმა არ უნდა იბორძიკოს
დარიგება ცოტას აკეთებს, დარიგება მერე გააკეთებს საქმეს, რომ გაიზრდება და გაიხსენებს, დედამ დამარიგაო, მამამ ასე მითხრაო, როცა გაიხსენებს... ამ წუთას დარიგება ცოტას აკეთებს, მაგრამ ბევრს აკეთებს მაგალითი, ჩვენი ქცევა, თუ როგორ ვიქც... იხილეთ სრულად
ბავშვის ტექნიკისადმი დამოკიდებულებას უნდა ვუშველოთ პირველ რიგში ჩვენი თავით.
მოიქეცი ისე, რომ ბავშვისთვის შენ უფრო საინტერესო იყო