მესამე და უკანასკნელი პირობა, რომელსა მოითხოვს მაცხოვარი მისთა მოწაფეთაგან, არის შემდგომად მისსა სვლა. შემდგომად ქრისტეს სვლა იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანე წინ უნდა მიდიოდეს, არ დარჩეს უკან, ყოველთვის იყოს მოძრაობაში; სვლა ანუ მოძრა...
იხილეთ სრულად
მესამე და უკანასკნელი პირობა, რომელსა მოითხოვს მაცხოვარი მისთა მოწაფეთაგან, არის შემდგომად მისსა სვლა. შემდგომად ქრისტეს სვლა იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანე წინ უნდა მიდიოდეს, არ დარჩეს უკან, ყოველთვის იყოს მოძრაობაში; სვლა ანუ მოძრაობა აქ ნიშნავს ქრისტეს მცნებათა აღსრულებასა, ნაყოფის გამოღებასა, ანუ სულიერთა წარმატებათა სათნოებათა შინა.
როგორათაცა რომ კაცი, რაც გინდა მრთელი და მაგარის აგებულობის სხეული ჰქონდეს, უკეთუ იგი უძრავად ატარებს თვისსა ცხოვრებასა, ერთს ადგილს ზის, დაეკარგება მას სიმრთელე და შთავარდება სნეულებასა შინა და ბოლოს სიცოცხლეც მოაკლდება, აგრეთვე ...
იხილეთ სრულად
როგორათაცა რომ კაცი, რაც გინდა მრთელი და მაგარის აგებულობის სხეული ჰქონდეს, უკეთუ იგი უძრავად ატარებს თვისსა ცხოვრებასა, ერთს ადგილს ზის, დაეკარგება მას სიმრთელე და შთავარდება სნეულებასა შინა და ბოლოს სიცოცხლეც მოაკლდება, აგრეთვე სულიცა ჩვენი, უკეთუ იგი მარად დღე არ არის წარმატებული უდიდესისა მადლისა და სიწმიდისადმი, არამედ მოისვენა და დაიძინა, მოაკლდება ძალსაცა მას, რომელიცა აქ აქვს.
მრავალგზის, მრავალთა პირთაგან გამოცდილ არს, რომელ ყოველი ამ სოფლის ჭირი და იწროება ფრიად განსწმენდს გულსა კაცისასა, უკეთუ მან სულგრძელებით მოითმინა იგი.
კაცი მდაბალი და ღვთისმოსავი, ოდესცა მას შეემთხვევა რომელიმე უბედურება, თუმცა სტირის და სწუხს, გარნა ბოლოს შეიკრებს რა გონებასა და გრძნობასა, იწყებს გულში განზრახვად: უთუოდ ჩემდა განსაცდელად და განსაწმენდელად მოავლინა ღმერთმან ეს უ...
იხილეთ სრულად
კაცი მდაბალი და ღვთისმოსავი, ოდესცა მას შეემთხვევა რომელიმე უბედურება, თუმცა სტირის და სწუხს, გარნა ბოლოს შეიკრებს რა გონებასა და გრძნობასა, იწყებს გულში განზრახვად: უთუოდ ჩემდა განსაცდელად და განსაწმენდელად მოავლინა ღმერთმან ეს უბედურება; მე ღირსი ვარ არა თუ ესრეთისა, არამედ ამაზედ უდიდესისა სასჯელისა. და ესრეთ მწუხარება ასწავლის მას სიმდაბლესა და მოთმინებასა.
გარნა ნუ ჰგონებ, ძმაო, რომ მხოლოდ ქრისტეს სჯულის აღსრულება მოითხოვს ჩვენგან შრომასა და მოთმინებასა. არა. თვით იგინიც, რომელნი ღმერთს ივიწყებენ და მხოლოდ ამ სოფლისთვის ზრუნავენ, არ არიან თავისუფალნი ჭირთა და მწუხარებათაგან; მაშასად...
იხილეთ სრულად
გარნა ნუ ჰგონებ, ძმაო, რომ მხოლოდ ქრისტეს სჯულის აღსრულება მოითხოვს ჩვენგან შრომასა და მოთმინებასა. არა. თვით იგინიც, რომელნი ღმერთს ივიწყებენ და მხოლოდ ამ სოფლისთვის ზრუნავენ, არ არიან თავისუფალნი ჭირთა და მწუხარებათაგან; მაშასადამე, უმჯობესი არ არის, ძმაო, ღვთის გულისათვის მოითმინო ჭირი და განსაცდელი, ვიდრეღა უმადურისა ამის სოფლისათვის? ეს სოფელიც არ გიტევებს შენ შეუწუხებლად, ისიც დასდებს მხართა ზედა შენთა თვისსა მძიმესა ჯვარსა; გარნა ზიდვა ჯვა...
მარტო თავის უარისყოფა, ანუ ცოდვისაგან დაშორება და ჯვარის აღება, ანუ მოთმინება განსაცდელისა, არ არის საკმაო ქრისტიანისათვის, უკეთუ იგი ამასთანავე არ არის სვლასა ანუ სულიერსა წარმატებასა შინა, ესე იგი მდაბლის ხარისხის სათნოებისგან ა...
იხილეთ სრულად
მარტო თავის უარისყოფა, ანუ ცოდვისაგან დაშორება და ჯვარის აღება, ანუ მოთმინება განსაცდელისა, არ არის საკმაო ქრისტიანისათვის, უკეთუ იგი ამასთანავე არ არის სვლასა ანუ სულიერსა წარმატებასა შინა, ესე იგი მდაბლის ხარისხის სათნოებისგან არ წარემართება უმაღლესისა ხარისხისადმი.
ვითარცა მონა იგი ხსენებული იგავსა შინა მაცხოვრისასა ტალანტთა ზედა, რომელმან მიიღო მხოლოდ ერთი ტალანტი და არ განამრავლა იგი, არამედ შთაფლა მიწასა და ბოლოს დაჰკარგა იგიცა ერთი და იქმნა დასჯილ. ეგრეთვე სულიცა ჩვენი, უკეთუ არა ცდილობს...
იხილეთ სრულად
ვითარცა მონა იგი ხსენებული იგავსა შინა მაცხოვრისასა ტალანტთა ზედა, რომელმან მიიღო მხოლოდ ერთი ტალანტი და არ განამრავლა იგი, არამედ შთაფლა მიწასა და ბოლოს დაჰკარგა იგიცა ერთი და იქმნა დასჯილ. ეგრეთვე სულიცა ჩვენი, უკეთუ არა ცდილობს წარმატებასა, არა ცდილობს, რომ თანდათან შეიქმნეს უმჯობესი და უმახლობელესი ქრისტესა, ბოლოს მოაკლდება მადლსაცა მისსა და იქმნება დასჯილ.
ადვილი არ არის აღსრულება ესრეთთა პირობათა; გარნა მაცხოვარმან არა თუ სიტყვით გვითხრა იგინი, არამედ საკუთარი მაგალითი და სახე მოგვცა მას შინა. მან თვით დაივიწყა ჩვენთვის თავი თვისი, მან აიღო მძიმე და საშინელი მისი ჯვარი და აღიტანა ი...
იხილეთ სრულად
ადვილი არ არის აღსრულება ესრეთთა პირობათა; გარნა მაცხოვარმან არა თუ სიტყვით გვითხრა იგინი, არამედ საკუთარი მაგალითი და სახე მოგვცა მას შინა. მან თვით დაივიწყა ჩვენთვის თავი თვისი, მან აიღო მძიმე და საშინელი მისი ჯვარი და აღიტანა იგი გოლგოთას მთასა ზედა და მას ზედა დამსჭვალა ყოველი ამ სოფლის ცოდვა; მაშასადამე, სიტყვით აღგვიხსნის იგი მცნებასა, სახით გვაჩვენებს მისსა აღსრულებასა და ბოლოს სულიერითა შემწეობითა მადლისათა აღგვიმსუბუქებს აღსრულებასა მისს...
აჰა, ძმანო, სამი იგი პირობა, რომელსა გამოუცხადებს მაცხოვარი მისთა მოწაფეთა. მცირესა რაიმეს კი არ მოითხოვს იგი ჩვენგან: იგი მოითხოვს პირველად, რათა უარვყოთ თავი ჩვენი, დავთრგუნოთ ჩვენი დახსნილი, დაცემული ბუნება, განვაძოთ ყოველი, რა...
იხილეთ სრულად
აჰა, ძმანო, სამი იგი პირობა, რომელსა გამოუცხადებს მაცხოვარი მისთა მოწაფეთა. მცირესა რაიმეს კი არ მოითხოვს იგი ჩვენგან: იგი მოითხოვს პირველად, რათა უარვყოთ თავი ჩვენი, დავთრგუნოთ ჩვენი დახსნილი, დაცემული ბუნება, განვაძოთ ყოველი, რაიცა არის ჩვენში ბოროტი, ავი, ცოდვილი; მეორედ, მხნედ და მზად ვიყვნეთ მოთმენად ყოვლისა განსაცდელისა და სიმძიმისა სჯულის აღსრულებასა შინა და ბოლოს მარადის, დაუცხრომელად ვიდოდეთ შემდგომად მისსა, ესე იგი ვიყვნეთ წარამატებასა ...