სიბრძნე - ციტატები, გამონათქვამები
სიბრძნე - ციტატები, გამონათქვამები სიბრძნე, გამონათქვამები, ციტატები
"ნუ ვინ თავსა თვისსა აცთუნებნ. უკეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქუენ შორის ამას სოფელსა, სულელ იქმნენინ, რათა იყოს იგი ბრძენ. რამეთუ სიბრძნე ამის სოფლისა - სიცოფე არს წინაშე ღმრთისა, რამეთუ წერილ არს: რომელმან შეიპყრნის ბრძენ... იხილეთ სრულად
თუ ერთისა მოშორვება მზისა ზამთრის გაგვამცივნებს,
მე, გლახ, ორნი დამიყრიან, გული ამად რად არ ივნბს?
მაგრა კლდესა არა შესწონს, არაოდეს არ იმტკივნებს;
წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკვეთს, ანუ გაამსივნებს.
თუ გსურს სდევდე ისევ პეპლებს, ჰკრავდე დღეთა თაიგულებს, - ყველას ყველა მიუტევე, ბავშვის გული დაიბრუნე. გალაღდი და გახალისდი ლოცვის მადლის დაგებითა, გაცოცხლდი და აღმსუბუქი სულის განსპეტაკები... იხილეთ სრულად
ამოა, რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს!
მან გაუგონოს, რაცა თქვას, არ ცუდად წაუხდებოდეს,
ცოტად ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს,
დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.
მთავარი სიბრძნე - სიბრძნის მოხვეჭაა; ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა უნდა მოხვეჭო. დააფასე იგი და აგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავ (სიბრძნე სოლომონისა 4, 7-8).
მაშ, დიდი ბრძენი იგი არის, ვინცა მარადის თავის შინაგან ცუდ-თვისებასა და ნაკლულევანებასა იკვლევს და ასწორებს, რომლითგან განთავისყფლებას ეძიებს და ისწრაფის საღმრთო მაღალ ხარისხს აღსავალად. რა ეშველება ზვაობას? მოძღვარო, შენ გეკითხებ... იხილეთ სრულად
ყოველი ნაბიჯის წინ გადადგმისას, მონაზონმა უნდა დაღვაროს ბევრი ცრემლი, სისხლის წვეთები და ასე ხანგრძლივი დროის მანძილზე. და მოდის ეშმაკი, დასაბამიერი ბოროტება და მიადგება მას ძალაყინით ისე, რომ მადლი და სხვათა ლოცვები თუ არ მიუსწრე... იხილეთ სრულად
ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე და ვინც გონიერება შეიძინა! რადგან მისი შეძენა სჯობს ვერცხლის შეძენას და მისი მოსავალი - "ხალას ოქროს" (იგავ. 3, 13,14).
სიბრძნე, სიდინჯე და სიყვარული,
აი, საუნჯე უხვი, ფარული,
კაცი გონებას თუცა მოეგოს,
პირველ სიმდიდრე ესე მოეგოს.