როცა დავთრგუნავთ ცოდვით დაცემის გამო ღვთისა და მოყვასისადმი დაპირისპირების მანკიერ ჩვევას, ვიგრძნობთ, რომ "ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე" (გალატ. 2,20) და მოვიპოვებთ ნამდვილ თავისუფლებას, რომელსაც ვერავინ ...
იხილეთ სრულად
როცა დავთრგუნავთ ცოდვით დაცემის გამო ღვთისა და მოყვასისადმი დაპირისპირების მანკიერ ჩვევას, ვიგრძნობთ, რომ "ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე" (გალატ. 2,20) და მოვიპოვებთ ნამდვილ თავისუფლებას, რომელსაც ვერავინ წაგვართმევს.ამ სულიერ ბრძოლაში მეტად დიდია შემწეობა ეკლესიისა, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი მისი ღვთაებრივი მადლისა.
სწორი გზით რომ ვიაროთ, ნამდვილ თავისუფლებას უნდა ვეზიაროთ. "სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ" (იოანე 8,32), - ბრძანებს მაცხოვარი. აბსოლუტური ჭეშმარიტება არის ღმერთი. ე.ი. თავისუფლება მიიღწევა ჭეშმარიტე...
იხილეთ სრულად
სწორი გზით რომ ვიაროთ, ნამდვილ თავისუფლებას უნდა ვეზიაროთ. "სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ" (იოანე 8,32), - ბრძანებს მაცხოვარი.აბსოლუტური ჭეშმარიტება არის ღმერთი. ე.ი. თავისუფლება მიიღწევა ჭეშმარიტების - ღვთის შეცნობით. ღვთის შეცნობა კი უნდა დავიწყოთ საკუთარი თავის შესწავლით, საკუთარი ნაკლის დანახვით და ყოველთა ცოდვათა დედის - ამპარტავნებისა და ეგოიზმის დაძლევით.
რა გზით ვიაროთ? - ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის მომცველი საკითხი. უნდა ვიაროთ ბნელიდან ნათლისკენ, ცოდვიდან - სიწმინდისაკენ, განკითხვიდან - ყოვლის მიტევებისკენ, სიძულვილიდან - სიყვარულისკენ, მიწიდან - ზეცისკენ. ეს გზა ერთადერთია დ...
იხილეთ სრულად
რა გზით ვიაროთ? - ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის მომცველი საკითხი.უნდა ვიაროთ ბნელიდან ნათლისკენ, ცოდვიდან - სიწმინდისაკენ, განკითხვიდან - ყოვლის მიტევებისკენ, სიძულვილიდან - სიყვარულისკენ, მიწიდან - ზეცისკენ. ეს გზა ერთადერთია და გულისხმობს ჭეშმარიტ ქრისტიანულ ცხოვრებას ანუ ეკლესიურობას, რადგანაც აქაა მხოლოდ შესაძლებელი სულიერი სრულყოფის კიბეზე ამაღლება.
გსურს უფალთან შეხვედრა, მასთან ყოფნა? მაშ, შეიყვარე "ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებით შენითა... და შეიყუარე მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი" (მათე 22,37-39), რადგანაც მხოლოდ ასეთ გულში ...
იხილეთ სრულად
გსურს უფალთან შეხვედრა, მასთან ყოფნა? მაშ, შეიყვარე "ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებით შენითა... და შეიყუარე მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი" (მათე 22,37-39), რადგანაც მხოლოდ ასეთ გულში დაივანებს უფალი, ოდენ აქ პოვებს იგი სულს, რომელიც მას სიყვარულით ენათესავება.
ბეთლემს შობილი ყრმის თაყვანისსაცემად მოგვნი ძღვნით მოვიდნენ აღმოსავლეთიდან. ჩვენ კი რით შევხვდეთ ჩვენს მხსნელს, რა მივართვათ ძღვნად? რა გზას დავადგეთ? მას არ სჭირდება მიწიერი სიმდიდრე, პატივი და მაღალი თანამდებობა, სურს მხოლო...
იხილეთ სრულად
ბეთლემს შობილი ყრმის თაყვანისსაცემად მოგვნი ძღვნით მოვიდნენ აღმოსავლეთიდან. ჩვენ კი რით შევხვდეთ ჩვენს მხსნელს, რა მივართვათ ძღვნად? რა გზას დავადგეთ?მას არ სჭირდება მიწიერი სიმდიდრე, პატივი და მაღალი თანამდებობა, სურს მხოლოდ ჩვენი სუფთა, სათნო, მრავალნატანჯი და მოწყალე გული; ესაა მისთვის ყველაზე ძვირფასი ძღვენი.
შობა ქრისტესი არ არის მხოლოდ ისტორიული მოვლენა; დღესაც ღმერთი იგი უჟამო ჟამიერ იქმნება, უხორცო უფალი განხორციელდება. მაგრამ მთავარია, მაცხოვარი იშვას თითოეულ ჩვენგანში, რომ განგვაახლოს, აღგვადგინოს და აღარასოდეს განგვშორდეს ჩვენ.
ძე ღვთისა იქმნა ძე კაცისა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, რათა თვისი მსხვერპლშეწირული სიყვარულითა და თავგანწირვით ცოდვისგან ეხსნა მსოფლიო, განეწმიდა და კვლავ ღვთის მადლით შეემოსა იგი.
ქრისტეს შობა არის მშვიდობის ხარება და სიყვარულის დადასტურება კაცობრიობისათვის. ეს სიყვარული ეფინება ყველას, იმათაც კი, ვინც არ სცნობს მას, ანდა დაივიწყა იგი.
"შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა", - როგორც ადრე, დღესაც ამ სიტყვებით ეგებება წმიდა ეკლესია კაცთათვის განხორციელებულ მზეს სიმართლისას, ნათელს ჭეშმარიტს, "რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა მო...
იხილეთ სრულად
"შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა", - როგორც ადრე, დღესაც ამ სიტყვებით ეგებება წმიდა ეკლესია კაცთათვის განხორციელებულ მზეს სიმართლისას, ნათელს ჭეშმარიტს, "რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად" (იოანე 1,9). ქრისტეს შობა, ისევე როგორც წმიდა პასექი, ყველაზე სასიხარულო და დიდებული ზეიმია მორწმუნე ქრისტიანისთვის.