ცეცხლი შეშის მოკლებით სუსტდება, საჭმლის სიმწირით კი უჯერო გულისთქმები მოუძლურდება
მთელი შენი ყურადღება მხედველობის დაცვას მიაპყარი, რადგან ეს გრძნობა ქურდივითაა სწრაფად იპყრობს გონებას, ისე რომ თვალის დახამხამებაში ვნებიანი შეხედვით გონებაში კერპის სახე აღიბეჭდება, სული ამ კერპიტ ტკბება და გილი მისი სურვილითაა...
იხილეთ სრულად
მთელი შენი ყურადღება მხედველობის დაცვას მიაპყარი, რადგან ეს გრძნობა ქურდივითაა სწრაფად იპყრობს გონებას, ისე რომ თვალის დახამხამებაში ვნებიანი შეხედვით გონებაში კერპის სახე აღიბეჭდება, სული ამ კერპიტ ტკბება და გილი მისი სურვილითაა შეპყრობილი, და ცოდვაშია კაცი, როგორც უფალმა ბრძანა ამის შესახებ: "... ყოველი, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა" (მათ. 5,28). ამიტომაც გვიანდერძა სოლომონმა თვალების დაცვ...
link
თუკი ღმრთის გზაზე სიარული გსურს, ნუ ეძიებ პატივს შენთვის. გზა ღმრთისა მხოლოდ ისაა, რომ კაცმა ყველაფერში უარყოს საკუთარი ნება და თავი უკანასკნელად, ყველაზე უმცირესად მიიჩნიოს
სიკვდილს დაასწარი და ახლავე შეინანე, დღეს აღასრულე სიკეთე, რომლის აღსრულებასაც ცოტა ხნის შემდეგ ვეღარ შეძლებ. წარსული დღეები გაუწყებენ მომავალ დღეთა შესახებ: როგორც მათ არ დააყოვნეს და წავიდნენ, ისე მომავლის დღეებიც არ დააყოვნებენ...
იხილეთ სრულად
სიკვდილს დაასწარი და ახლავე შეინანე, დღეს აღასრულე სიკეთე, რომლის აღსრულებასაც ცოტა ხნის შემდეგ ვეღარ შეძლებ. წარსული დღეები გაუწყებენ მომავალ დღეთა შესახებ: როგორც მათ არ დააყოვნეს და წავიდნენ, ისე მომავლის დღეებიც არ დააყოვნებენ. გახსოვს, რა შორს იყო და რა შორეულად გეჩვენებოდა დღევანდელი დღე? აი, მოვიდა, მოგეახლა და ესეც სასწრაფოდ მიდის შენგან ისევე, როგორც განვლილმა დღეებმა გაიქროლეს. შენი სულისთვის იბრძოლე და იღვაწე და იბრძოლე დღევანდელი დღის...
link
ნუ გგონია, რომ ღამე განსასვენებლად გაქვს, ვიდრე სული დაბნელებული გაქვს ბოროტი სატკივრისგან. აქამდე ამბობდი, უნდა შევინანოო და არ ინანიებდი. ხოლო ამიერიდან ცოდვის გულისთქმა თუ მოგეძალება თუ მოგეძალება, უთხარი მას: "წადი ჩემგან, დღე...
იხილეთ სრულად
ნუ გგონია, რომ ღამე განსასვენებლად გაქვს, ვიდრე სული დაბნელებული გაქვს ბოროტი სატკივრისგან. აქამდე ამბობდი, უნდა შევინანოო და არ ინანიებდი. ხოლო ამიერიდან ცოდვის გულისთქმა თუ მოგეძალება თუ მოგეძალება, უთხარი მას: "წადი ჩემგან, დღეს შენთვის არ მცალია, დღეს ქველმოწმედებისთვის მოვიცალე, სინანულს შევუდექი, სიმართლის გზას ვადგავარ მტკიცედ და ძველი წყლულების კურნება მნებავს. წადი ჩემგან დღეს და ნუ მაწუხებ, ნუ მომაცდენ იმის აღსრულებას, რა დავიწყე. როცა ...
link
სათნოება მოიტაცე დასული ცოდვისგან გამოიხსენი, როგორც ჯერ-არს. ცოცხალი იყავი ღმერთისთვის ისევე, როგორც წინათ გაცხოველებული სოფლისაგანი იყავი. შენი სულიერი სიგლახაკე გაამდიდრე ისევე, როგორც წინათ სულიერი სიმდიდრე დააგლახაკე. უპოვარე...
იხილეთ სრულად
სათნოება მოიტაცე დასული ცოდვისგან გამოიხსენი, როგორც ჯერ-არს. ცოცხალი იყავი ღმერთისთვის ისევე, როგორც წინათ გაცხოველებული სოფლისაგანი იყავი. შენი სულიერი სიგლახაკე გაამდიდრე ისევე, როგორც წინათ სულიერი სიმდიდრე დააგლახაკე. უპოვარება ითხოვე ღვთისგან, როგორც ადრე ნივთიერ ქონებას ითხოვდი. თავი მოისულელე ღვთისთვის ისევე, როგორც ღვთისგან განიშორე თავი - წუთისოფლის მეძიებელმა - და დღემდე არ ემსახურებოდი სულს, არამედ სოფელს ემონებოდი; ამიერიდან კი სულზ...
link
მთელი ქვეყნიერება რომც მოვიპოვოთ, მაინც სამარეში ჩავალთ, სადაც მეფეს გლახაკისგან ვერ განარჩევ. ადამიანი როცა კვდება, ყველაფერს აქ ტოვებს და თვით მისი სხეულიც მიწას მიებარება. თქვენ ფლობთ ველ-მინდვრებს, ბაღებს, ტბებს, კორ...
იხილეთ სრულად
მთელი ქვეყნიერება რომც მოვიპოვოთ, მაინც სამარეში ჩავალთ, სადაც მეფეს გლახაკისგან ვერ განარჩევ.ადამიანი როცა კვდება, ყველაფერს აქ ტოვებს და თვით მისი სხეულიც მიწას მიებარება.თქვენ ფლობთ ველ-მინდვრებს, ბაღებს, ტბებს, კორომებს და კიდევ რაღას არ?ხოლო მიწის მცირედი ნაკუწი, რომელიც სიგანით ორი ნაბიჯია, სიგრძით კი - ექრვი, იქნება თქვენი საცხოვრისი და ერთი ქვა იკმარებს თქვენს სადარაჯოდ
link
ამქვეყნიურ სიმდიდრეს გულით მიჯაჭვულნი ზეციურ სიმდიდრეს არ ეძიებენ. ჰოი, მოკვდავო, მხოლოდ განქარვებად საუნჯეს თუკი აგროვებ, თვით განქარდები. თუ მთელ იმედს სიმდიდრეზე ამყარებ, რისი იმედი გექნება სიცოცხლის ბოლო წუთს? უ...
იხილეთ სრულად
ამქვეყნიურ სიმდიდრეს გულით მიჯაჭვულნი ზეციურ სიმდიდრეს არ ეძიებენ.ჰოი, მოკვდავო, მხოლოდ განქარვებად საუნჯეს თუკი აგროვებ, თვით განქარდები.თუ მთელ იმედს სიმდიდრეზე ამყარებ, რისი იმედი გექნება სიცოცხლის ბოლო წუთს?უპირველეს მდიდარს, ისევე როგორც უკანასკნელ გლახაკს, მარადისობაში მხოლოდ მისი საქმეები გაჰყვება, კეთილი ანდა ბოროტი
link
ვისაც უყვარს სიმდიდრე, მას არ ძალუძს მოყვასის შეყვარება. "მე რომ მდიდარი ვყოფილიყავი, - ამბობს მავანი, - მთელ ქვეყანას გავამდიდრებდი!.." სისულელეა. ხშირად ჩვენ, სიმდიდრეში მყოფნი, კაპიკს უფრო ვუფრთხილდებით, ვიდრე მანეთს - სიღ...
იხილეთ სრულად
ვისაც უყვარს სიმდიდრე, მას არ ძალუძს მოყვასის შეყვარება."მე რომ მდიდარი ვყოფილიყავი, - ამბობს მავანი, - მთელ ქვეყანას გავამდიდრებდი!.." სისულელეა. ხშირად ჩვენ, სიმდიდრეში მყოფნი, კაპიკს უფრო ვუფრთხილდებით, ვიდრე მანეთს - სიღარიბეში
link
მომხვეჭელობის გამოვლინებანია ვერცხლისმოყვარეობა და სიძუნწე. სიმდიდრე კი არაა ცუდი, არამედ ვერცხლისმოყვარეობა. შენ მდიდარი ხარ; მე არა ვარ ამის წინააღმდეგი; შენ ძუნწი ხარ, აი, რის გამო გკიცხავ