რაშია ქრისტიანობის ძალა? - მის ღვთაებრიობაში და ზნეობრივი პრინციპების სიმაღლეში. იესო ქრისტე არა გენიალური ადამიანია, როგორც ზოგიერთს მიაჩნია, არამედ იგი არის ღმერთკაცი, მეორე ჰიპოსტასი წმიდა სამებისა, სიტყვა, შობილი მამისაგან უწი...
იხილეთ სრულად
რაშია ქრისტიანობის ძალა? - მის ღვთაებრიობაში და ზნეობრივი პრინციპების სიმაღლეში. იესო ქრისტე არა გენიალური ადამიანია, როგორც ზოგიერთს მიაჩნია, არამედ იგი არის ღმერთკაცი, მეორე ჰიპოსტასი წმიდა სამებისა, სიტყვა, შობილი მამისაგან უწინარეს საუკუნეთა, ღვთის კრავი, ამღებელი ცოდვათა სოფლისათა, ადამიანის მიერ დაკარგული საუფლო დიდების აღსადგენად შეწირული გაუგონარი მსხვერპლი, ქვეყნად გარდამოსული ღვთაებრივი სიყვარული.
და იგი მოვიდა, მოვიდა სულ სხვა. ბაგასა შინა იშვა ძე მაღლისა, მეზვერეთა და ცოდვილთა თანა იქცეოდა უფალი ჩვენი, გლახაკთ და ტვირთმძიმეთ შეეწეოდა, თვით კი თავის მისადრეკი ადგილიც არ ჰქონდა ქვეყნად. სოფელმან ვერა სცნა იგი, მაგრამ მის მი...
იხილეთ სრულად
და იგი მოვიდა, მოვიდა სულ სხვა. ბაგასა შინა იშვა ძე მაღლისა, მეზვერეთა და ცოდვილთა თანა იქცეოდა უფალი ჩვენი, გლახაკთ და ტვირთმძიმეთ შეეწეოდა, თვით კი თავის მისადრეკი ადგილიც არ ჰქონდა ქვეყნად. სოფელმან ვერა სცნა იგი, მაგრამ მის მიერ ნაქადაგებმა ჭეშმარიტებამ, მიუხედავად ყოველგვარი ადამიანური ძალის გამოყენებისა, რომის იმპერიის სიძლიერისა, და წარმართული რელიგიისა და ფილოსოფიის გავლენისა, ერთიანად დაარღვია მანამდე არსებული მსოფლმხედველობა. მან ძველი ...
ქრისტიანობა არ არის შემთხვევითი მოვლენა. მესიას დიდი ხნის მანძილზე ელოდებოდნენ, როგორც "აღსრულებას ჟამისას". ბიბლიაში არაერთგზის ვხვდებით წინასწარმეტყველებას კაცთა მოდგმის მომავალ მხსნელზე. ეს მოლოდინი იყო არსი ძველი აღთქმის რელიგ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანობა არ არის შემთხვევითი მოვლენა. მესიას დიდი ხნის მანძილზე ელოდებოდნენ, როგორც "აღსრულებას ჟამისას". ბიბლიაში არაერთგზის ვხვდებით წინასწარმეტყველებას კაცთა მოდგმის მომავალ მხსნელზე. ეს მოლოდინი იყო არსი ძველი აღთქმის რელიგიისა. ამგვარი გრძნობა ჰქონდათ წარმართებსაც. ისინი მსოფლიო ისტორიას რამდენიმე ნაწილად ჰყოფდნენ და მიაჩნდათ, რომ ქრისტეს შობის წინა პერიოდში დამთავრდა განსაზღვრული ციკლი და რომ შემდეგ სულ სხვა ეპოქა დაიწყო.
ქრისტიანობამ უდიდესი გავლენა იქონია ცივილიზებულ სამყაროზე. ისეთი მეცნიერებიც კი, რომელნიც უარყოფენ ქრისტიანობის ღვთაებრივ წარმოშობას და მიაჩნიათ იგი უბრალოდ ისტორიულ მოვლენად, აღიარებენ მის უსაზღვრო ზემოქმედებას, როგორც საზოგადოებ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანობამ უდიდესი გავლენა იქონია ცივილიზებულ სამყაროზე. ისეთი მეცნიერებიც კი, რომელნიც უარყოფენ ქრისტიანობის ღვთაებრივ წარმოშობას და მიაჩნიათ იგი უბრალოდ ისტორიულ მოვლენად, აღიარებენ მის უსაზღვრო ზემოქმედებას, როგორც საზოგადოებაზე საერთოდ, ისე პიროვნების ხასიათის ჩამოყალიბებაზე.
ღვთის მსგავსების მიღწევა თავისუფალი ნებით ხდება. ჩვენთვის მომადლებული თავისუფალი ნება ფართო შესაძლებლობებს იძლევა არჩევანისთვის. ზოგიერთს მცდარად მიაჩნია, თითქოს ადამიანის ცხოვრების წარმმართველი ბედისწერაა, მაგრამ ეს ასე არ არის. ...
იხილეთ სრულად
ღვთის მსგავსების მიღწევა თავისუფალი ნებით ხდება. ჩვენთვის მომადლებული თავისუფალი ნება ფართო შესაძლებლობებს იძლევა არჩევანისთვის. ზოგიერთს მცდარად მიაჩნია, თითქოს ადამიანის ცხოვრების წარმმართველი ბედისწერაა, მაგრამ ეს ასე არ არის. პიროვნების მომავალი თვით მასზეა დამოკიდებული, იგი თვით ირჩევს ღვთის საუფლოსკენ ან დაღუპვისკენ მიმავალ გზას. ადამიანური ყოფის საიდუმლოებით მოცულ პროცესში, რომლის დროსაც ერთი იქცევა კაენად, მეორე - აბელად, ერთის გული ივსებ...
"უკუეთუ ვინმე თქუას, ვითარმედ მიყუარს ღმერთი და ძმაჲ თჳსი სძულდეს, მტყუარ არს, რამეთუ რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა უხილავს, ვითარ ძალ-უც შეყუარებად?" (I იოანე 4,20), - გვასწავლის იოანე ღვთისმეტყ...
იხილეთ სრულად
"უკუეთუ ვინმე თქუას, ვითარმედ მიყუარს ღმერთი და ძმაჲ თჳსი სძულდეს, მტყუარ არს, რამეთუ რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა უხილავს, ვითარ ძალ-უც შეყუარებად?" (I იოანე 4,20), - გვასწავლის იოანე ღვთისმეტყველი. მოყვასში ანუ საერთოდ ადამიანში, უპირველეს ყოვლისა, ღვთის ხატება უნდა დავინახოთ, როგორც წარუხოცელი ბეჭედი ღვთის ძეობისა, უნდა დავინახოთ უნარი ღვთისადმი მიმსგავსებისა.
ნამდვილი ქრისტიანის მთელი მოღვაწეობა განსახიერებაა ჭეშმარიტი სიყვარულისა და სათნოებისა, რადგანაც იგი გრძნობს, რომ უფალი უსაზღვროდ მოსიყვარულე, მოწყალე და ცოდვათა მიმტევებელია. სწორედ ამგვარი რწმენა აძლევს პიროვნებას ძალას, თვითონა...
იხილეთ სრულად
ნამდვილი ქრისტიანის მთელი მოღვაწეობა განსახიერებაა ჭეშმარიტი სიყვარულისა და სათნოებისა, რადგანაც იგი გრძნობს, რომ უფალი უსაზღვროდ მოსიყვარულე, მოწყალე და ცოდვათა მიმტევებელია. სწორედ ამგვარი რწმენა აძლევს პიროვნებას ძალას, თვითონაც აპატიოს და დაფაროს მოყვასის შეცოდებანი და განწმედის კიბეზე ამაღლებულმა თქვას: "მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა".
ქრისტიანობამ სულ სხვა სახით დაგვანახა ღვთის არსი: "ღმერთი სიყუარული არს" (1 იოვანე 4,8), - ვკითხულობთ წმ. წერილში. ესაა ყველაზე საუკეთესო განსაზღვრა ღვთის ბუნებისა და ჩვენდამი მისი დამოკიდებულებისა.
იესო ქრისტემ თვისი განხორციელებით მოგვიწოდა შინაგანი ფერისცვალებისა და განახლებისკენ. მოვიდა ჩვენთან, რათა ღვთის მეგობარნი და მახლობელნი გავმხდარიყავით, ვზიარებოდით ჭეშმარიტებას და აღგვედგინა დაკარგული კავშირი შემოქმედთან, ნამდვილ...
იხილეთ სრულად
იესო ქრისტემ თვისი განხორციელებით მოგვიწოდა შინაგანი ფერისცვალებისა და განახლებისკენ. მოვიდა ჩვენთან, რათა ღვთის მეგობარნი და მახლობელნი გავმხდარიყავით, ვზიარებოდით ჭეშმარიტებას და აღგვედგინა დაკარგული კავშირი შემოქმედთან, ნამდვილი სიხარულისა და თავისუფლების მომნიჭებელთან.
ძე ღვთისა იქმნა ძედ კაცისა და "ჩვენ ვცანთ და გურწმენა სიყუარული, რომელი აქუს ღმერთსა ჩუენდა მომართ" (I იოანე, 4,16). ეს სიყვარული გონებით მიუწვდომელი თავმდაბლობით გამოიხატა; ამით ამცნო უფალმან ყველას, რომ მეუფება მისი არაამსოფლიურ...
იხილეთ სრულად
ძე ღვთისა იქმნა ძედ კაცისა და "ჩვენ ვცანთ და გურწმენა სიყუარული, რომელი აქუს ღმერთსა ჩუენდა მომართ" (I იოანე, 4,16). ეს სიყვარული გონებით მიუწვდომელი თავმდაბლობით გამოიხატა; ამით ამცნო უფალმან ყველას, რომ მეუფება მისი არაამსოფლიურია და რომ იგი ადამიანთა გულის იდუმალ სამყაროში განისვენებს.