შვილო, შენი ორივე წერილი მივიღე. ეძიებ მოიპოვო ღვთაებრივი სიყვარული და განუწყვეტელი ლოცვა. ორივე ზესრულყოფილი ნიჭია და გულისხმობს მწუხარებას, განსაცდელებს, დროს და ა. შ. მაშასადამე, შენი განსაცდელები, შვილო, ზუსტად შესაბამისია და ...
იხილეთ სრულად
შვილო, შენი ორივე წერილი მივიღე. ეძიებ მოიპოვო ღვთაებრივი სიყვარული და განუწყვეტელი ლოცვა. ორივე ზესრულყოფილი ნიჭია და გულისხმობს მწუხარებას, განსაცდელებს, დროს და ა. შ. მაშასადამე, შენი განსაცდელები, შვილო, ზუსტად შესაბამისია და არ უნდა გვიკვირდეს, თუ რატომ განვიცდებით.
ამაო სოფელში ვცხოვრობთ, მაგრამ მან არ უნდა მიიზიდოს და მოიცვას ჩვენი გული, რომ არ მოაკვდინოს სულიერი სიცოცხლისუნარიანობა და არ განაშოროს მის შემოქმედსა და ღმერთს.
მუდმივი ლოცვა გვმართებს, რომ უწყვეტი კავშირი გვქონდეს ქრისტესთან და მისგან მივიღოთ სულიერი ძალა, რათა ყოველ დემონურ თავდასხმას ძლევაშემოსილი აღვუდგეთ წინ.
დაფიქრდი, როგორ გვჭირდება სულიერი, განსაკუთრებით კი ღვთაებრივი სიხარული. ამიტომ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ვეცადოთ, ჩვენს განკარგულებაში არსებული დრო ლოცვისთვის გამოვიყენოთ.
დღედაღამ გამუდმებით შენთვის ვევედრები ღმერთს და ღვთისმშობელს – ყველა ქრისტიანის და განსაკუთრებით მონაზონთა მოსიყვარულე დედას, „ქალწულთათვის უძლეველ ზღუდეს“.