შური სხვა ადამიანის კეთილდღეობით, უპირატესობით ანდა სხვა რაიმე წარმატებით გამოწვეული წყენა და გაღიზიანებაა. იგი ყველას მიერ დაგმობილი, მაგრამ მაინც მრავალთათვის დამახასიათებელი ნაკლია, რომლის დამალვასაც საგულდაგულოდ ცდილობენ.
მძიმე ცოდვა, ტვირთად რომ გვაწევს ჩვენ, არის შური. იაკობ მოციქული წერს: სადა არს შური და ჴდომაჲ, მუნ შფოთი და ყოველი ბოროტისა საქმე (იაკობი 3,16). ბრძენი სოლომონი ამბობს: ნუ ისერებ კაცისა თანა მოშურნისა (იგავნი 23,6).
გულისწყრომისა და გულფიცხელობისაგან მორჩილება, სიმშვიდე, სიმდაბლე გვკურნავს. უფალი გვასწავლის: აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ (მათე 11,29). გულფ...
იხილეთ სრულად
გულისწყრომისა და გულფიცხელობისაგან მორჩილება, სიმშვიდე, სიმდაბლე გვკურნავს. უფალი გვასწავლის: აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ (მათე 11,29). გულფიცხელნი და მრისხანენი საბრალონია; განერიდეთ ამ ცოდვას.
უკეთური, მრისხანე ადამიანი პირველ რიგში საკუთარ თავს ვნებს, შემდეგ კი სხვებს. რისხვა უარყოფითად მოქმედებს გონებაზე, გულზე, ნერვიულ სისტემასა და საერთოდ მთელ ორგანიზმზე. ღირსი მამა იოანე კასიანე მრისხანებას სასიკვდილო შხამს უწოდებს...
იხილეთ სრულად
უკეთური, მრისხანე ადამიანი პირველ რიგში საკუთარ თავს ვნებს, შემდეგ კი სხვებს. რისხვა უარყოფითად მოქმედებს გონებაზე, გულზე, ნერვიულ სისტემასა და საერთოდ მთელ ორგანიზმზე. ღირსი მამა იოანე კასიანე მრისხანებას სასიკვდილო შხამს უწოდებს. მძვინვარე კაცი ვეღარ საზღვრავს; მან შეიძლება შეურაცხყოს სუსტი, დაამციროს, გაანაწყენოს უძლური, შეიძლება ისეთი საქციელი ჩაიდინოს, სულს მოუშუშებელ ჭრილობად რომ დარჩება სიცოცხლის ბოლომდე.
მეორე ცოდვა, რომელიც ხშირად გვხვდება და რომელიც დაკავშირებულია ქედმაღლობასთან, არის მრისხანება. ეკლესიასტეს წიგნში ვკითხულობთ: ნუ მოსწრაფე ხარ სულსა შინა თჳსითა გულისწყრომად, რამეთუ გულისწყრომა წიაღთა შინა უგუნურთასა განისუენებს (...
იხილეთ სრულად
მეორე ცოდვა, რომელიც ხშირად გვხვდება და რომელიც დაკავშირებულია ქედმაღლობასთან, არის მრისხანება. ეკლესიასტეს წიგნში ვკითხულობთ: ნუ მოსწრაფე ხარ სულსა შინა თჳსითა გულისწყრომად, რამეთუ გულისწყრომა წიაღთა შინა უგუნურთასა განისუენებს (ეკლ. 7,10). წმ. პავლე მოციქული გვაფრთხილებს: ყოველი სიმწარე და რისხვაჲ და გულის წყრომაჲ და ღაღადებაჲ და გმობაჲ მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით (ეფესელთა, 4,31).
ამპარტავანს სხვისი უპირატესობა აღიზიანებს. წმ. ეფრემ ასურის თქმით, ამპარტავანი ვერ იტანს მასზე უკეთესს, ასეთისა ან შურს, ან ეჯიბრება მას. იგი ვინმეს შექებას საკუთარ დამცირებად და შეურაცხყოფად იღებს.
რა არის ამპარტავნება? მას ძალიან სხარტად და ლაკონურად განმარტავს ღირსი მამა იოანე კიბისაღმწერელი. ამპარტავნება უკიდურესი სიღატაკეა სულისა. ფილოსოფია და მსოფლიო ლიტერატურა მდიდარია მრავალგვარი განსაზღვრებითა და მაგალითით ამ ნაკლისა...
იხილეთ სრულად
რა არის ამპარტავნება? მას ძალიან სხარტად და ლაკონურად განმარტავს ღირსი მამა იოანე კიბისაღმწერელი. ამპარტავნება უკიდურესი სიღატაკეა სულისა. ფილოსოფია და მსოფლიო ლიტერატურა მდიდარია მრავალგვარი განსაზღვრებითა და მაგალითით ამ ნაკლისა, მაგრამ დასკვნა საერთოა: ქედმაღლობა მანკიერი გრძნობაა, საძრახი და ყოვლად დამამცირებელი. იგი გვიჩვენებს, რომ პიროვნება არ იცნობს თავის თავს.
პირველი და ძნელადგამოსასწორებელი ცოდვა ამპარტავნებაა. ეს ის პირველი ცოდვაა, ანგელოზი ეშმაკად რომ აქცია. ბიბლიაში ბევრგანაა თქმული ამპარტავნების შესახებ. ბრძენი სოლომონი ამბობს: მოდის მედიდურობა და მოჰყვება დამცირება (იგავნი 11,2);...
იხილეთ სრულად
პირველი და ძნელადგამოსასწორებელი ცოდვა ამპარტავნებაა. ეს ის პირველი ცოდვაა, ანგელოზი ეშმაკად რომ აქცია. ბიბლიაში ბევრგანაა თქმული ამპარტავნების შესახებ. ბრძენი სოლომონი ამბობს: მოდის მედიდურობა და მოჰყვება დამცირება (იგავნი 11,2); დამხობას წინ უძღვის ამპარტავნება, დაცემას - ქედმაღლობა (იგავნი 16,18). იაკობ მოციქულთან ვკითხულობთ: ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი (იაკობი 4,6).
ცოდვა შედეგია ნების სისუსტისა ან სნეულებისა, იგი ამბოხია ღვთის წინააღმდეგ, რადგანაც ცოდვით ვარღვევთ მის მცნებებს. ამასთან, ის ერთგვარი სენია, რომელიც ცდილობს დამკვიდრდეს ადამიანში და დააავადოს იგი. პიროვნება თავისი სურვილით უთმობს...
იხილეთ სრულად
ცოდვა შედეგია ნების სისუსტისა ან სნეულებისა, იგი ამბოხია ღვთის წინააღმდეგ, რადგანაც ცოდვით ვარღვევთ მის მცნებებს. ამასთან, ის ერთგვარი სენია, რომელიც ცდილობს დამკვიდრდეს ადამიანში და დააავადოს იგი. პიროვნება თავისი სურვილით უთმობს ადგილს ბოროტებას და შეჰყავს ცოდვა თავის სამყაროში, თანხმდება იყოს მისი მორჩილი.