ღმერთი და ადამიანები - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი და ადამიანები - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი და ადამიანები, წიგნი, ციტატები
მართლმადიდებლობა ცალკეულ მეცნიერებათა განმარტება არ არის, იგი ჭეშმარიტებაა, რომლითაც მთელი სამყარო სულდგმულობს და რომელიც ხსნას ანიჭებს ყველა ქმნილებას.
ღმერთი არსებით ერთია და მაინც არ არის ერთი - სამპიროვანი ერთარსებაა. იგი ყოველი ადამიანის პირად დრამას თანაუგრძნობს და ამავე დროს მთელი სამყაროს ღმერთად რჩება. მას შეუძლია ტანჯვა განიცადოს და მაინც სრულყოფილი დარჩეს, იგი ყველგანმყ... იხილეთ სრულად
მოციქულები არ მსჯელობდნენ ისე, როგორც ამასოფლის ბრძენნი ან ფილოსოფოსნი, მით უფრო ისე არა, როგორც თეორეტიკოსები, ჰიპოტეზებს რო ქმნიან. მათ გვახარეს ის, რისი მოწმენიც გახდნენ. სიმართლე რო ითქვას, ჭეშმარიტება მათ კი არ პოვეს, ჭე... იხილეთ სრულად
უფლისაგან მადლი მოდის, ჩვენ კი შრომა გვმართებს. ნურავინ იფიქრებს, რომ მოციქულები ოდენ უფლის მადლით განმტკიცდებოდნენ, რომ მათთვის ცხოვრება იოლი იყო, რომ ისინი კაცობრიობისათვის გაწეულ მსახურებას გარჯის გარეშე აღასრულებდნენ.
სახარება მოგვიწოდებს, რომ მცირე დიდისთვის დავუტეოთ, უმნიშვნელო - მნიშვნელოვანისთვის, ნაკლებად ფასეული - ძვირად ღირებულისთვის. სახარება უაღრეს და უძვირფასეს სიკეთეს რო არ აღგვითქვამდეს, ვინ იტყოდა უარს ნაკლებად ფასეულზე? ვინ ი... იხილეთ სრულად
უზაკველობა, რწმენა და მორჩილება ბავშვური სულის თვისებაა, ამასთანავე უვნებლობა და სიხარული. მისთვის უცხოა ვერცხლისმოყვარეობა, ავხორცობა, მისი თვალები ავხორცობით არ არის ამღვრეული, მის სიხარულს საზრუნავი არ აშფოთებს. ვის შეუძლია ბავ... იხილეთ სრულად