194. ვინაიდან გულის დაცულობა, – ღვთით და ოდენ ღვთის გამო სულში გახანგრძლივებული, – ცნობიერებას ანიჭებს „მთავარს“ (ე.ი. გონებას) საღვთო შერკინებებში და არამცირე შემძლეობას მიჰმადლებს მასთან ზიარებულს იმისთვის, რომ საუფლოდ სათნო გან...
იხილეთ სრულად
194. ვინაიდან გულის დაცულობა, – ღვთით და ოდენ ღვთის გამო სულში გახანგრძლივებული, – ცნობიერებას ანიჭებს „მთავარს“ (ე.ი. გონებას) საღვთო შერკინებებში და არამცირე შემძლეობას მიჰმადლებს მასთან ზიარებულს იმისთვის, რომ საუფლოდ სათნო განსჯით განაგოს მან საქმეები და სიტყვები.
193. საერთოდ კი, სხვა არაფერია გულის სიწმინდე, რის შედეგადაც იპოვება ჩვენში ზემოდან გადმომავალი სიმდაბლეც და ყოველგვარი სიკეთე, თუ არა ის, რომ არანაირად არ მივცეთ სულში შემოსვლის ნება ჩვენს წინაშე წარმომდგარ გულისზრახვებს.
192. მართლაც, თუ ყოველგვარი სათნოება სულისა და სხეულის მიერ იქმნება, ღვთის ქმნილება კი სწორედ ეს სული და სხეულია, რომლებისგანაც, როგორც ვთქვი, სათნოება შემყარდება, მაშ როგორღა არ უნდა ვიყოთ უკიდურესად გონებაცთომილნი, როდესაც ამპარ...
იხილეთ სრულად
192. მართლაც, თუ ყოველგვარი სათნოება სულისა და სხეულის მიერ იქმნება, ღვთის ქმნილება კი სწორედ ეს სული და სხეულია, რომლებისგანაც, როგორც ვთქვი, სათნოება შემყარდება, მაშ როგორღა არ უნდა ვიყოთ უკიდურესად გონებაცთომილნი, როდესაც ამპარტავნებაზე, როგორც ლერწმის კვერთხზე (არამყარ საფუძველზე), დაყრდნობილნი სულისა და სხეულის სხვა რამ სამკაულებით ვიწონებთ თავს და ცუდმედიდობას ვეძლევით, თან, რაც განსაკუთრებით საშინელია, ჩვენი მეტისმეტი ურჯულოებისა და უგუნურ...
190. თქვა უფალმა: „ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი ვარ და მდაბალი გულით, და ჰპოვებთ მოსვენებას თქვენი სულებისთვის" (მთ. 11.29).
191. თქვა უფალმა: „ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, როგორც ეს ბავშვი, ამაღლდება, ხოლო ვინც აიმაღლებს თავის ...
იხილეთ სრულად
190. თქვა უფალმა: „ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი ვარ და მდაბალი გულით, და ჰპოვებთ მოსვენებას თქვენი სულებისთვის" (მთ. 11.29).
191. თქვა უფალმა: „ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, როგორც ეს ბავშვი, ამაღლდება, ხოლო ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება (შდრ. მათ. 18.4; 23.12). „ისწავლეთ, – ამბობს, – ჩემგან (შდრ. მთ.11.29). ხედავ, სწავლება ეხება თავმდაბლობას, ვინაიდან მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა (ინ. 12.50), თვით ეს მცნება კი არის თავმდაბლობა. მაშ, ვ...
189. შენს სუნთქვასა და ნესტოებს შეუერთე მღვიძარება და იესოს სახელი, ანდა დაუვიწყებელი წვრთნა სიკვდილისთვის და თავმდაბლობა, რადგან დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ორივე მათგანს.
188. ისევე როგორც დამასნეულებელი საჭმელი, სხეულში ახლახანს მოხვედრილი, გვრემს მას, ხოლო ის ადამიანი, ვიცნ ჭამა ამგვარი საჭმელი, მაგრამ მყისვე იგრძნო დასნებოვნება და რაღაც წამლებით უსწრაფესად ამოიღო ნაჭამი, უვნებლად შენარჩუნდა, ამგ...
იხილეთ სრულად
188. ისევე როგორც დამასნეულებელი საჭმელი, სხეულში ახლახანს მოხვედრილი, გვრემს მას, ხოლო ის ადამიანი, ვიცნ ჭამა ამგვარი საჭმელი, მაგრამ მყისვე იგრძნო დასნებოვნება და რაღაც წამლებით უსწრაფესად ამოიღო ნაჭამი, უვნებლად შენარჩუნდა, ამგვარადვე გონებაც, როდესაც იგი შეისრუტავს მისგან მიღებულ გულისზრახვებს, მაგრამ შეიგრძნობს რა ხსენებულ გულისზრახვათა სიმწარეს, გულის სიღრმიდან ამოძახებული იესოს ლოცვით ადვილად უკუამოიღებს მათ და მთილანად ამოტყორცნის, როგორც...
187. „სიბრძნეში გულით განსწავლულნი (შდრ. ფს. 89.12), თანახმად სამღვდელო მეფსალმუნისა, მარადის უნდა ვცხოვრობდეთ როგორც თავად მამაღმერთის ძალია და ღვთის სიბრძნის – ქრისტე იესოს მიწყივ ამომსუნთქველნი, მაგრამ თუ რაღაც ვითარების გამო მ...
იხილეთ სრულად
187. „სიბრძნეში გულით განსწავლულნი (შდრ. ფს. 89.12), თანახმად სამღვდელო მეფსალმუნისა, მარადის უნდა ვცხოვრობდეთ როგორც თავად მამაღმერთის ძალია და ღვთის სიბრძნის – ქრისტე იესოს მიწყივ ამომსუნთქველნი, მაგრამ თუ რაღაც ვითარების გამო მოვუძლურდებით და გონითი ღვწისგან მოვმედგრდებით, მომდევნო განთიადისას კვლავ კეთილად შემოვისარტყლოოთ გონითი წელი და კვლავაც მტკიცედ შევუდგეთ საქმეს, ვუწყით რა, რომ ჩვენ, რომლებსაც შეგვიცვნია მშვენიერება, ვერაფერი გაგვამართლ...
186. მართლაც, გულის სიწმინდის გულმოდგინედ დამცველს მოძღვრად ეყოლება ამისვე (ე.ი. გულის სიწმინდის) რჯულმდებელი ქრისტე, რომელიც თავის ნებას საიდუმლოდ ეტყვის მას. „მოვისმენ, რას იტყვის ჩემში უფალი ღმერთი“ (შდრ. ფს. 84.9), ამბობს დავი...
იხილეთ სრულად
186. მართლაც, გულის სიწმინდის გულმოდგინედ დამცველს მოძღვრად ეყოლება ამისვე (ე.ი. გულის სიწმინდის) რჯულმდებელი ქრისტე, რომელიც თავის ნებას საიდუმლოდ ეტყვის მას. „მოვისმენ, რას იტყვის ჩემში უფალი ღმერთი“ (შდრ. ფს. 84.9), ამბობს დავითი, წარმოაჩენს რა სწორედ ამავეს. თან, როდესაც იგი გვიცხადებდა გონების გამომეძიებლობას საკუთარი თავის მიმართ გონოთი ბრძოლის შესახებ და, აგრეთვე, ღვთის შემწეობასა და დამფარველობას, ამბობდა: „და იკითხავს ადამიანი: თუ იქნება...
185. თანაბრად აბნელებს სულს როგორც გულისზრახვათა აზრისმიერი გაზრახებანი (ე.ი. შინაგანი საუბრები), ასევე გარეგანი შეხვედრები და ფუჭმეტყველებანი, ხოლო ისინი, რომლებიც უკუმიაქცევენ საზიანოს გონებისას, ვალდებულნი არიან მოიძაგონ ფუჭმეტ...
იხილეთ სრულად
185. თანაბრად აბნელებს სულს როგორც გულისზრახვათა აზრისმიერი გაზრახებანი (ე.ი. შინაგანი საუბრები), ასევე გარეგანი შეხვედრები და ფუჭმეტყველებანი, ხოლო ისინი, რომლებიც უკუმიაქცევენ საზიანოს გონებისას, ვალდებულნი არიან მოიძაგონ ფუჭმეტყველების მოყვარული ადამიანებიც და გულისზრახვებიც, ორივენი ერთად, უაღრესად კეთილგონივრული და საღვთო მიზეზის გამო; რათა არ მოხდეს ისე, რომ დაბნელდეს გონება და მოუძლურდეს მღვიძარებაში, ვინაიდან ჩვენ, დავიწყებისგან (ღვთის და...
184. გადაიტანე უფალზე შენი საქმენი (მიანდე მას) და „ჰპოვებ, – ამბობს, – მადლს“, რათა არ მოხდეს ისე, რომ ჩვენს შესახებაც ითქვას წინასწარმეტყველის მიერ: „ახლოს ხარ შენ, უფალო, მათ ბაგეებთან, მაგრამ შორს ხარ მათი თირკმლებისგან (შდრ. ...
იხილეთ სრულად
184. გადაიტანე უფალზე შენი საქმენი (მიანდე მას) და „ჰპოვებ, – ამბობს, – მადლს“, რათა არ მოხდეს ისე, რომ ჩვენს შესახებაც ითქვას წინასწარმეტყველის მიერ: „ახლოს ხარ შენ, უფალო, მათ ბაგეებთან, მაგრამ შორს ხარ მათი თირკმლებისგან (შდრ. იერ. 12.2). ვერავინ სხვა, იესოს გარეშე, ვერ დაამშვიდებს მყარად შენს გულს ვნებებისგან, თუ არა თავად იესო ქრისტე, რომელმაც შეაკავშირა შორს განდომილნი (ე.ი. შეაკავშირა, თავისი განკაცებით, ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება).