მორჩილება არის საძირკველი, მასზედ აღშენდება სათნოებათა შენობა. ამიტომ, ისევე როგორც საძირკვლის გარეშე შეუძლებელია სახლის შენება, ასევე წარმოუდგენელია სათნოებათა დამკვიდრება იმ ადამიანში, რომელსაც მორჩილება არ გააჩნია. ამის შესახებ...
იხილეთ სრულად
მორჩილება არის საძირკველი, მასზედ აღშენდება სათნოებათა შენობა. ამიტომ, ისევე როგორც საძირკვლის გარეშე შეუძლებელია სახლის შენება, ასევე წარმოუდგენელია სათნოებათა დამკვიდრება იმ ადამიანში, რომელსაც მორჩილება არ გააჩნია. ამის შესახებ ღირსი იოანე კიბისაღმწერელი წერს: "უმჯობესია მორჩილი განდევნო სავანიდან, ვიდრე მას საკუთარი ნება-სურვილების აღსრულების უფლება მისცე". "თუ მეკითხები, შეისმინე კიდეც ჩემი. თუ არ მმორჩილებ ნუ მოხვალ ჩემთან" - ამბობს ბერი ლე...
link
ჩვენს დროში მოკლებული ვართ მადლს ვიცხოვროთ სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი ბერების ხელმძღვანელობით. ხელმძღვანელს მართებს გვიჩვენოს გზა, რომლითაც თვითონ ვიდოდა, მაგრამ თუკი მხოლოდ წიგნების მიხედვით ხელმღვანელობს, ეს სულ სხვა რამეა. მთქ...
იხილეთ სრულად
ჩვენს დროში მოკლებული ვართ მადლს ვიცხოვროთ სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი ბერების ხელმძღვანელობით. ხელმძღვანელს მართებს გვიჩვენოს გზა, რომლითაც თვითონ ვიდოდა, მაგრამ თუკი მხოლოდ წიგნების მიხედვით ხელმღვანელობს, ეს სულ სხვა რამეა. მთქმელსაც და მსმენელსაც ჰგონიათ, რომ აღშენდებიან, მაგრამ როდესაც საღმრთო მადლს შეიგრძნობენ, მაშინ მიხვდებიან თავის შეცდომას. წმ. პეტრე დამასკელი ამბობს თავის თავზე: „მრავლად ვევნე გამოუცდელი მრჩევლებისაგან“. ხელმძღვანელი გა...
link
სულიერი ხელმძვანელობის არსი მოძღვარსა და მორწმუნე ქრისტიანს შორის არის აღთქმა, რომლითაც მოძღვარი უფლის წინაშე იტვირთებს მორწმუნის სულს, რათა წარმართოს ის გადარჩენის გზით. ქრისტიანი კი დაეჭვების გარეშე მიედობა მოძღვარს. „ვითარცა მჭ...
იხილეთ სრულად
სულიერი ხელმძვანელობის არსი მოძღვარსა და მორწმუნე ქრისტიანს შორის არის აღთქმა, რომლითაც მოძღვარი უფლის წინაშე იტვირთებს მორწმუნის სულს, რათა წარმართოს ის გადარჩენის გზით. ქრისტიანი კი დაეჭვების გარეშე მიედობა მოძღვარს. „ვითარცა მჭედელს რკინა, ესრეთ შეგივრდები წმიდაო მამაო, შენდამი მორჩილებით“ - ეუბნებოდა მორჩილი ისიდორე მოძღვარს (კიბე. 4, 23). „თუ დაიცავ საღმრთო მცნებებს, სიტყვას გაძლევ, რომ პასუხს ვაგებ შენთვის განკითხვის დღეს, როდესაც განიკითხა...
link
მოძღვრის დამოკიდებულება სულიერი შვილის მიმართ ყოველთვის უნდა იყოს სიყვარულის გამოვლინება. მხოლოდ ამგვარად შეძლებს ის ზნეობრივი ზემოქმედების მოხდენას სულიერ შვილზე.
მას შემდეგ, რაც სულიერ შვილში უმთავრესი სათნოება მორჩილება განმკიცდება, მოძღვარმა სამი შემდეგი სათნოება უნდა აღზარდოს მასში:
ა) საკუთარი უძლურების შეცნობა;
ბ) საკუთარი თავის მხილება;
გ) მადლობით დაითმინოს განსა...
იხილეთ სრულად
მას შემდეგ, რაც სულიერ შვილში უმთავრესი სათნოება მორჩილება განმკიცდება, მოძღვარმა სამი შემდეგი სათნოება უნდა აღზარდოს მასში:
ა) საკუთარი უძლურების შეცნობა;
ბ) საკუთარი თავის მხილება;
გ) მადლობით დაითმინოს განსაცდელები.
ა) ადამიანისათვის ფრიად სასარგებლოა საკუთარი უძლურების აღიარება. სხვადასხვა განსაცდელების, მწუხარებების, განსაკუთრებით კი, ვნებებთან და გულისთქმათა წინააღმდეგ ბრძოლაში ადამიანი დაინახავს, რომ უკიდურესად უძლურია. ეს კი სულის გაჯან...
link
მონაგებთა სიუხვე, სიმდიდრე, მშობელთა სიყვარული და ქება-დიდება გარშემომყოფთაგან დიდი დაბრკოლებაა სულიერი ცხოვრების გზაზე. წმიდა მამებს ძალიან ეშინოდათ ცოდვის ამ მიზეზების და ყოველმხრივ განერიდებოდნენ მათ. ამიტომ მიდიოდნენ მონასტრებ...
იხილეთ სრულად
მონაგებთა სიუხვე, სიმდიდრე, მშობელთა სიყვარული და ქება-დიდება გარშემომყოფთაგან დიდი დაბრკოლებაა სულიერი ცხოვრების გზაზე. წმიდა მამებს ძალიან ეშინოდათ ცოდვის ამ მიზეზების და ყოველმხრივ განერიდებოდნენ მათ. ამიტომ მიდიოდნენ მონასტრებსა და უდაბნოებში. მაგრამ შენ ნურსად გაიქცევი, არამედ ეცადე იყო ბრძენი, ვითარცა გველი და უმანკო, ვითარცა ტრედი. სხვა ყოველივე წარმავალია, ამაოა, ყალბია, უნდა გვახსოვდეს და გვწამდეს, რომ დღეს თუ არა, ხვალ მაინც მოვკვდებით....
link
თუმცა ძნელი არ არის მივხვდეთ, რომ ჩვენი ბუნებაც, რომელიც წამხდარია დაუმორჩილებლობით, და ეს სოფელიც თავისი სხვადასხვაგვარი ხიბლით ეშმაკს ეხმარება. ღმერთმა კი თავისუფალი ნება მოგვანიჭა. გვმართებს ვისწრაფოთ სათნოებისაკენ ძალისაებრ ჩვ...
იხილეთ სრულად
თუმცა ძნელი არ არის მივხვდეთ, რომ ჩვენი ბუნებაც, რომელიც წამხდარია დაუმორჩილებლობით, და ეს სოფელიც თავისი სხვადასხვაგვარი ხიბლით ეშმაკს ეხმარება. ღმერთმა კი თავისუფალი ნება მოგვანიჭა. გვმართებს ვისწრაფოთ სათნოებისაკენ ძალისაებრ ჩვენისა, მაგრამ მასში განმტკიცება ჩვენს ხელთ არ არის, არამედ უფლის ნებაა, უფალი გვიფარავს არა ღვაწლისათვის, არამედ სიმდაბლისათვის: "სადაც დაცემა აღსრულდა, იქ მანამდე ამპარტავნება უფლობდა" - ამბობს კიბისაღმწერელი.
link
ლოცვა სამგვარი არსებობს: ბაგისმიერი, გონებისმიერი და გულისმიერი. პირველი გამოითქმის ბაგით, მაგრამ გონება მიმოვალს აქეთ–იქით. მეორე შემთხვევაში გონებაც მონაწილეობს ლოცვაში. გულის ყურადღებით შემჭიდროება არ არის საჭირო. თუკი ყურადღებ...
იხილეთ სრულად
ლოცვა სამგვარი არსებობს: ბაგისმიერი, გონებისმიერი და გულისმიერი. პირველი გამოითქმის ბაგით, მაგრამ გონება მიმოვალს აქეთ–იქით. მეორე შემთხვევაში გონებაც მონაწილეობს ლოცვაში. გულის ყურადღებით შემჭიდროება არ არის საჭირო. თუკი ყურადღებით მკერდის არეში იქნები, მაშინ გულიც უთანაგრძნობს ლოცვას. მესამე შემთხვევა, – გულისმიერი ლოცვა, – იშვიათად მოიპოვება და უდიდესი სიმდაბლისთვის ენიჭება ადამიანს. ისეთი ადამიანი, რომელიც ვნებებისგან არ განწმენდილა, არ უნდა ...
link
წმიდა ზიარებას მიეახლე საკუთარი ცოდვილი ბუნების შეგრძნებით, სიწრფელითა და კეთილკრძალულებით, იმის შემეცნებით, რომ იღებ ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცსა და სისხლს. ვინაიდან ჩვენ ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე, არ შეგვიძლია ვჭამოთ ხორცი, ღმერთმა...
იხილეთ სრულად
წმიდა ზიარებას მიეახლე საკუთარი ცოდვილი ბუნების შეგრძნებით, სიწრფელითა და კეთილკრძალულებით, იმის შემეცნებით, რომ იღებ ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცსა და სისხლს. ვინაიდან ჩვენ ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე, არ შეგვიძლია ვჭამოთ ხორცი, ღმერთმა სახიერებითა თვისითა ინება, რომ ჩვენ ცოდვილთ მივიღოთ ის ღვინისა და პურის სახით.
link
ვნებათა მოთხოვნებს ვერასოდეს დააკმაყოფილებ. რაც უფრო მეტ საზრდელს აძლევ მათ, მით მეტს მოგთხოვენ. წმ. მოციქული პავლე ამბობს: „უკუანასა მას დავივწყებ და წინასა მას მივსწუდები“ (ფლპ. 3, 13).