ძმაო, დაივიწყე შენი ცოდვები, ჩვენმა ქრისტემ ცხოვრების წიგნიდან ამოშალა ისინი.
უსიყვარულო ლოცვა ჰგავს კეთილ და ლამაზ ფრინველს, რომელსაც ფრთები არა აქვს და ფრენა არ შეუძლია.
როცა ლოცვის მწვერვალზე ვარ, ჩემამდე ვერავითარი ტალღა ვერ აღწევს, მაგრამ თუ ძირს ჩამოვალ, ტალღები გადამივლიან. გონივრული ლოცვა ეუფლება ადამიანს, ატყვევებს და აცისკროვნებს მას. როცა სულში ლოცვის ცეცხლი ანთია, მაშინ მთელი ბურბუშელა ი...
იხილეთ სრულად
როცა ლოცვის მწვერვალზე ვარ, ჩემამდე ვერავითარი ტალღა ვერ აღწევს, მაგრამ თუ ძირს ჩამოვალ, ტალღები გადამივლიან. გონივრული ლოცვა ეუფლება ადამიანს, ატყვევებს და აცისკროვნებს მას. როცა სულში ლოცვის ცეცხლი ანთია, მაშინ მთელი ბურბუშელა იწვის და ფერფლად იქცევა. ლოცვის დასაწყისში გრძნობ სიხარულს, შემდეგ სიტკბოს, ბოლოს კი, როგორც ნაყოფი, ცრემლად იღვრები, ვინაიდან გრძნობ ქრისტეს შენთან ყოფნას. ლოცვა ადამიანს ბავშვად ხდის, აბრუნებს იმ სისადავესა და უმანკოება...
link
ლოცვა, რომელიც სრულდება გულმოდგინებით, მხნეობით, მოწიწებით, რწმენით, ლმობიერებით და ყურადღებით – კეთილი და სასარგებლოა. ეშმაკი სხვადასხვა საშუალებით ებრძვის მათ, ვინც ლოცულობს, ხოლო ვინც არ ლოცულობს, ისინი უყვარს. ლოცვით ადამიანი ...
იხილეთ სრულად
ლოცვა, რომელიც სრულდება გულმოდგინებით, მხნეობით, მოწიწებით, რწმენით, ლმობიერებით და ყურადღებით – კეთილი და სასარგებლოა. ეშმაკი სხვადასხვა საშუალებით ებრძვის მათ, ვინც ლოცულობს, ხოლო ვინც არ ლოცულობს, ისინი უყვარს. ლოცვით ადამიანი ღმერთს ესაუბრება და თხოვს მას სიკეთეებსა და ცხონებას. მლოცველი თავმდაბალი უნდა იყოს.
link
ვინც ეზიარა იღებს ძალას, ნათლდება, ხედავს ახალ ჰორიზონტებს და განიცდის სიხარულის მოზღვავებას. თითოეული განსხვავებულად, სულიერი ტემპერამენტისა და განწყობილების შესაბამისად. ზოგი გრძნობს სიხარულს და მოსვენებას, ზოგი – მშვიდობას, ზოგ...
იხილეთ სრულად
ვინც ეზიარა იღებს ძალას, ნათლდება, ხედავს ახალ ჰორიზონტებს და განიცდის სიხარულის მოზღვავებას. თითოეული განსხვავებულად, სულიერი ტემპერამენტისა და განწყობილების შესაბამისად. ზოგი გრძნობს სიხარულს და მოსვენებას, ზოგი – მშვიდობას, ზოგი – ერთგულების რწმენას და ზოგი – უსაზღვრო თანაგრძნობას ყოველივესადმი. პირადად ბევრჯერ ვყოფილვარ დაცლილ–დაქანცული, მაგრამ უფალთან ზიარების შემდეგ, დაღლილობა მთლიანად მომხსნია.
link
ბერ–მონაზვნობის და სულიერი ცხოვრების სიხარული რომ განიცადო, მთელი სულით და გულით უნდა ილოცო, ითმინო და დუმდე. ლოცვის გარეშე ძნელია მოთმენაც და დუმილიც. ღვთის წყალობით, ყოველივე ეს განვახორციელე ცხოვრებაში. ასე მკვიდრდება ქრისტე ჩვ...
იხილეთ სრულად
ბერ–მონაზვნობის და სულიერი ცხოვრების სიხარული რომ განიცადო, მთელი სულით და გულით უნდა ილოცო, ითმინო და დუმდე. ლოცვის გარეშე ძნელია მოთმენაც და დუმილიც. ღვთის წყალობით, ყოველივე ეს განვახორციელე ცხოვრებაში. ასე მკვიდრდება ქრისტე ჩვენს გულებში.
link
ეგოისტი ადამიანი არავის აინტერესებს. თუ ვინმე დაინტერესდება, ისიც მალე გაეცლება. სულიერი კავშირი მხოლოდ მაშინ არის მტკიცე და ურღვევი, როცა ურთიერთობას ამყარებ ბავშვურ სულთან, უმანკოებასთან და სიწმინდესთან.