ღირსი ზოსიმე პალესტინელი - ციტატები, გამონათქვამები
ღირსი ზოსიმე პალესტინელი - ციტატები, გამონათქვამები ღირსი ზოსიმე პალესტინელი | გამონათქვამები
ეშმაკები ცნობენ ადამიანებს და ეშინიათ იმათი, რომელთა გონება შებოჭილია არა ამქვეყნიური საქმეებით და თუმცა დედამიწაზე დადიან, სული და გონება მათი ზეცაშია.
როცა ქრისტიანის სული თავის ქვეყნიურ ტაძარს (სხეულს) დატოვებს და საჰაერო სივრცეში თავის ზეციურ სამშობლოს მიელტვის, დემონები აჩერებენ და ცდილობენ მასში იპოვონ თავიანთი მსგავსება, თავიანთი ცოდვიანობა, თავიანთი დაცემა და ადამიანის სულ... იხილეთ სრულად
როგორც ოსტატი, რომელიც ცოდნას გადასცემს თავის შეგირდს, ნახავს რა, რომ შეგირდი კეთილად ეუფლება ხელობას, ტოვებს თავის სამუშაოსთან მარტოს და არ საჭიროებს მის გვერდით ჯდომას. მხოლოდ დრო და დრო მიაკითხავს მას, რომ არ შეეშალოს რაიმე, ან... იხილეთ სრულად
გონება ყოვლისშემძლეა. მხურვალე გონებას შეუძლია ღმერთს ერთ საათში მეტი სათნოება შესძინოს, ხოლო დამძიმებულმა გონებამ ორმოცდაათ წელიწადს შრომითაც კი ვერა.
რაც არ უნდა მოაწიონ მდაბალზე, იგი მორჩილად უნდა იდგეს ლოცვად და მასზე მოწეულ ყოველივეს იღებდეს როგორც კეთილის მყოფელთაგან.
მოაცილე ქვეყანას განსაცდელები და აღარავინ იქნება წმიდა, რამეთუ რომელიც გაურბის განსაცდელს, სულთა მარგებელს, იგი გაურბის საუკუნო ცხოვრებას. ვინ მიანიჭა წმ. მოწამეებს გვირგვინი დიდებისა? – იმათმა მკვლელებმა ვინც მიუბოძა წმიდა სტეფან... იხილეთ სრულად
თუ ვინმე იხსენებს თავის შემაწუხებელს, შემასმენელს ან სხვა რაიმე ბოროტის მყოფელს და აძლიერებდეს ბოროტ გულისთქმას მის მიმართ, – ასეთი ეშმაკზე უფრო მეტად ემტერება თავის სულს. თუ არ იქნება მადლიერი ბოროტისმყოფელისა, იგი დიდად ავნებს თ... იხილეთ სრულად
ვისაც სურს განკურნება და სენიდან გათავისუფლება, ევალება ყოველივეს დათმენა, რასაც მკურნალი მოითხოვს მისგან. ხორცით ავადმყოფსაც უმძიმს სხეულის ავადმყოფი ნაწილის მოწვა ან მოკვეთა, ან მწარე წამლის მიღება, მათი ხსენებაც კი გონებას ურევ... იხილეთ სრულად
ვინც ჩვენ მწუხარება მოგვაწია თავს, უნდა ვმადლობდეთ, რადგან მის მიერ ჩვენი უძლურება და სატკივარი ვიცანით. და ყოველივე მის მიერ მოწევნული მივიღოთ, როგორც წამალი ქრისტესგან. მაგრამ თუ არ გვსურს განკურნება, სულიერ სენთაგან გათავისუფლე... იხილეთ სრულად
როგორც უმარილო ხორცს უმალ დაესევა მატლი და სიმყრალის გამო ყველა ერიდება, ხოლო მოეყრება რა მარილი, მაშინვე მოშორდება არაწმიდება, რადგან მარილი თავისი ბუნებით მაშორებელია მატლისა და სიმყრალისა, ასევეა ის მონაზონიც, რომელმაც თავი მიუ... იხილეთ სრულად