წმ. სილუან ათონელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. სილუან ათონელი | გამონათქვამები, ციტატები
მხურვალეა ღმერთის სიყვარული. მისი გულისათვის წმინდანები იტანდნენ ტანჯვას და აღწევდნენ სასწაულთმქმედების ძალას. ისინი კურნავდნენ ავადმყოფებს, აღადგენდნენ ხოლმე მკვდრებს, ისინი დადიოდნენ წყალზე, ლოცვის დროს მაღლდებოდნენ ჰაერში; ლოცვ...
იხილეთ სრულად
მხურვალეა ღმერთის სიყვარული. მისი გულისათვის წმინდანები იტანდნენ ტანჯვას და აღწევდნენ სასწაულთმქმედების ძალას. ისინი კურნავდნენ ავადმყოფებს, აღადგენდნენ ხოლმე მკვდრებს, ისინი დადიოდნენ წყალზე, ლოცვის დროს მაღლდებოდნენ ჰაერში; ლოცვით გადმოჰყავდათ ციდან წვიმა. მე კი მინდა ვისწავლო მხოლოდ მორჩილება და ქრისტესმიერი სიყვარული, რათა არავის ვაწყენინო, არამედ ვილოცო ყველასათვის, როგორც საკუთარი თავისათვის.
link
გზა წმინდანობისა მდგომარეობს იმაში, რომ მორჩილებით განეწმიდათ გონება ყოველგვარი წარმოსახვებისაგან; წმინდანები ამბობდნენ: „მე დავიტანჯები ჯოჯოხეთში“. თუ სული მიუსჯის თავის თავს ჯოჯოხეთს, მაგრამ ამასთანავე იმედი ექნება ღმერთის გულმო...
იხილეთ სრულად
გზა წმინდანობისა მდგომარეობს იმაში, რომ მორჩილებით განეწმიდათ გონება ყოველგვარი წარმოსახვებისაგან; წმინდანები ამბობდნენ: „მე დავიტანჯები ჯოჯოხეთში“. თუ სული მიუსჯის თავის თავს ჯოჯოხეთს, მაგრამ ამასთანავე იმედი ექნება ღმერთის გულმოწყალებისა, მაშინ ძალა ღვთისა მოდის სულში და სულიწმიდა ნათლად დაამოწმებს ხსნას. თვითგმობით სული მორჩილი ხდება და უკვე არ არის მასში არავითარი ზრახვა. იგი წმიდა გონებით წარსდგება ღმერთის წინაშე. აი, სიბრძნე სულიერი.
link
უფლის სიყვარულისაგან სული თითქოს შეშლილი ხდება; ზის, დუმს, ლაპარაკი არ სურს და როგორც შეშლილი, უცქერის სამყაროს და არ სურს იგი, არ ხედავს მას. და ადამაინებმა არ იციან, რომ იგი ჭვრეტს საყვარელ უფალს და სამყარო დარჩა თითქოს უკან, და...
იხილეთ სრულად
უფლის სიყვარულისაგან სული თითქოს შეშლილი ხდება; ზის, დუმს, ლაპარაკი არ სურს და როგორც შეშლილი, უცქერის სამყაროს და არ სურს იგი, არ ხედავს მას. და ადამაინებმა არ იციან, რომ იგი ჭვრეტს საყვარელ უფალს და სამყარო დარჩა თითქოს უკან, დავიწყებული და სულს არ სურს იფიქროს მასზე, იმიტომ რომ არ არის მასში სიტკბოება.
link
უფალს ჩვენ ვუყვარვართ, ამიტომ ჩვენ არაფრის არ უნდა გვეშინოდეს, გარდა ცოდვებისა, იმიტომ, რომ ცოდვებისაგან იკარგება მადლი, ხოლო მადლის გარეშე მტერი იტაცებს სულს, ისე როგორც ქარი გამხმარ ფოთოლს ან კვამლს. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რო...
იხილეთ სრულად
უფალს ჩვენ ვუყვარვართ, ამიტომ ჩვენ არაფრის არ უნდა გვეშინოდეს, გარდა ცოდვებისა, იმიტომ, რომ ცოდვებისაგან იკარგება მადლი, ხოლო მადლის გარეშე მტერი იტაცებს სულს, ისე როგორც ქარი გამხმარ ფოთოლს ან კვამლს. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ მტრები თვითონ დაეცნენ სიამაყით და ჩვენც აქეთკენ გვიბიძგებენ. ბევრი მოხიბლეს მათ, უფალმა კი თქვა: "ისწავეთ ჩემგან თავმდაბლობა და მორჩილება და მიიღებს თქვენი სული სიმშვიდეს".
link
უფალს სურს ჩვენი გულების საუკეთესო ნაწილში შევუშვათ იგი, რათა დავუკავშირდეთ იმ მადლს, რომლის შესახებაც სწორედ ახლა ვსაუბრობდით. თუკი აქამდე არ გიყვარდა იგი, როგორც საჭიროა, მაშინ მოვინანიოთ ეს საქციელი, აღმოვფხვრათ ჩვენი დაუდევრობ...
იხილეთ სრულად
უფალს სურს ჩვენი გულების საუკეთესო ნაწილში შევუშვათ იგი, რათა დავუკავშირდეთ იმ მადლს, რომლის შესახებაც სწორედ ახლა ვსაუბრობდით. თუკი აქამდე არ გიყვარდა იგი, როგორც საჭიროა, მაშინ მოვინანიოთ ეს საქციელი, აღმოვფხვრათ ჩვენი დაუდევრობა და ყველაზე ღრმად შემოვუშვათ უფალი ჩვენს გულში. მაშინ შევძლებთ, შევიგრძნოთ მისი ღვთაებრივი სიყვარულის სიტკბო. გადავიხადოთ იმ დროის სანაცვლოდ, როცა არ გვიყვარდა უფალი, რადგან უკანმოუხედავად დავკარგეთ იგი და ნეტარ ავგუსტი...
link
უფალს ეცოდება ყველა ცოდვილი, როგორც დედას თავისი შვილები, მაშინაც კი, როცა ისინი მიდიან არაკეთილი გზით, და სადაც არ არის სიყვარული მტრების და ცოდვილთა მიმართ, იქ არ არის სული უფლისა.
უფალი არის სიყვარული. ჩვენც გვიბრძანა გვიყვარდეს ერთმანეთი და გვიყვარდეს მტრები; სულიწმიდა გვასწავლის ჩვენ ამ სიყვარულს. სული, რომელსაც არ შეუმეცნებია სულიწმიდა, ვერ გებულობს როგორ შეიძლება მტრები გიყვარდეს და არ ღებულობს ამას. მა...
იხილეთ სრულად
უფალი არის სიყვარული. ჩვენც გვიბრძანა გვიყვარდეს ერთმანეთი და გვიყვარდეს მტრები; სულიწმიდა გვასწავლის ჩვენ ამ სიყვარულს. სული, რომელსაც არ შეუმეცნებია სულიწმიდა, ვერ გებულობს როგორ შეიძლება მტრები გიყვარდეს და არ ღებულობს ამას. მაგრამ უფალს ყველა ეცოდება და ვისაც სურს იყოს უფალთან, მას უნდა უყვარდეს მტრები. ვინც შეიმეცნა უფალი სულიწმიდით, იგი ხდება უფლის მსგავსი, როგორც იოანე ღვთისმეტყველმა თქვა: "ვიყოთ მსგავსნი მისი, იმიტომ, რომ ვნახავთ მას როგო...
link
სულიწმიდაში შეიმეცნება უფალი და სულიწმიდა არის ყველა ადამიანში: სულშიც, გონებაშიც, სხეულშიც. ასე შეიცნობა ღმერთი ცაში და დედამიწაზეც. უფალმა თავისი გულმოწყალებით მომცა მე ცოდვილს მადლი, რათა ხალხმა შეიმეცნოს ღმერთი და მოიქცეს მისკ...
იხილეთ სრულად
სულიწმიდაში შეიმეცნება უფალი და სულიწმიდა არის ყველა ადამიანში: სულშიც, გონებაშიც, სხეულშიც. ასე შეიცნობა ღმერთი ცაში და დედამიწაზეც. უფალმა თავისი გულმოწყალებით მომცა მე ცოდვილს მადლი, რათა ხალხმა შეიმეცნოს ღმერთი და მოიქცეს მისკენ. ვწერ უფლის სიყვარულით, უფალს ვუყვარვართ ჩვენ, როგორც თავისი შვილები და მისი სიყვარული მეტია, ვიდრე სიყვარული დედისა, იმიტომ, რომ დედამ შეიძლება დაივიწყოს თავისი შვილი, უფალი კი არასდროს არ გვივიწყებს ჩვენ. თვითონ უფა...
link
საოცარია უფლის საქმენი! მიწიდან შექმნა ადამიანი და მისცა შეცნობა თავისი სულიწმიდით, ისე რომ ადამიანი ამბობს: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი". მარამ ამბობს ამას რწმენისა და სიყვარულის სისრულით. მეტი რა უნდა ეძებოს სულმა დედამიწაზე? დიდ...
იხილეთ სრულად
საოცარია უფლის საქმენი! მიწიდან შექმნა ადამიანი და მისცა შეცნობა თავისი სულიწმიდით, ისე რომ ადამიანი ამბობს: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი". მარამ ამბობს ამას რწმენისა და სიყვარულის სისრულით. მეტი რა უნდა ეძებოს სულმა დედამიწაზე? დიდი საოცრებაა! სული უეცრად იმეცნებს თავის შემოქმედს და მის სიყვარულს. როცა სული დაინახავს უფალს, მის თვინიერებას და მორჩილებას, მაშინ თვითონაც მორჩილი ხდება ბოლომდე და არაფერი ისე არ უნდა, როგორც ქრისტესმიერი მორჩილება და ...
link
როგორ გავიგო, ვუყვარვარ თუ არა მე უფალს? აი ნიშნები: თუ შენ მტკიცედ ებრძვი ცოდვებს, მაშინ უყვარხარ უფალს; თუ გიყვარს მტრები, მაშინ კიდევ უფრო მეტად უყვარხარ მას; ხოლო, თუ შენ სულს დასდებ ადამიანებისთვის, მაშინ დიდად საყვარელი ხარ ...
იხილეთ სრულად
როგორ გავიგო, ვუყვარვარ თუ არა მე უფალს? აი ნიშნები: თუ შენ მტკიცედ ებრძვი ცოდვებს, მაშინ უყვარხარ უფალს; თუ გიყვარს მტრები, მაშინ კიდევ უფრო მეტად უყვარხარ მას; ხოლო, თუ შენ სულს დასდებ ადამიანებისთვის, მაშინ დიდად საყვარელი ხარ შენ მისთვის, რამეთუ მანაც დასდო სული ჩვენთვის.
link