წმ. ისიდორე პელუზიელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ისიდორე პელუზიელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ისიდორე პელუზიელი | გამონათქვამები
თუ გაურბიხარ ხალხის ჭორაობას შენი საქციელის შესახებ, მაშინ ეს საქციელი შეწყვიტე და ჭორიც აღარ იქნება.
როგორც იქედნეს ქვეყნად მოვლინებას მისი დედის სიკვდილი სჭირდება, ასევე ცოდვაც მისი წარმომშობის სიკვდილს იწვევს
ჭეშმარიტი (ქრისტიანული) მოთმინება ისაა, რომ არა მხოლოდ შური არ იძიო, არამედ არც გსურდეს შურისძიება, თუნდაც გული ამისაკენ გაქეზებდეს.
მტრობა წყალზე უნდა დაიწეროს, რათა სწრაფად გაქრეს, მეგობრობა კი - სპილენძზე, რათა მუდამ მტკიცედ იყოს დაცული
ვერცერთი სიტყვა, რომელიც საქმეს არ ეყრდნობა, ყურს ვერ გასცდება, მაგრამ როდესაც სიტყვა საქმესთან ერთიანდება, ცოცხლდება და გულამდე აღწევს.