წმ. ფილარეტი მიტროპოლიტი მოსკოვისა - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ფილარეტი მიტროპოლიტი მოსკოვისა - ციტატები, გამონათქვამები წმ. ფილარეტი მიტროპოლიტი მოსკოვისა |
არაფერი ისე არ სჭირდება ადამიანს, როგორც რწმენა, ამაზეა დამოკიდებული არა მარტო მომავალი ცხოვრების ნეტარება, არამედ ამქვეყნიური კეთილდღეობაც, თანაც არა მარტო თითოეული ჩვენგანის, არამედ მთელი საზოგადოების.
ნუ იტყვით უარს სხვაზე ლოცვაზე იმის მიზეზით, რომ თავზეც კი ვერ შეგითხოვიათ ლოცვა უფლისათვის. გეშინოდეთ იმისა, რომ მართლაც ვერ შეავედრებთ თავს უფალს, თუ სხვაზე არ ილოცებთ.
არსებობს ერთი გარდაუვალი და უეჭველი შეხვედრა – შეხვედრა სიკვდილთან
ისევე, როგორც წყალუხვი წყარო, რომელიც შენდა საბედნიეროდ შენს ეზოში აღმოაჩინე, და რომლითაც სხვებსაც დაარწყულებ, დაე, ასევე მოედინებოდეს და გაედინებოდეს შენგან სიმდიდრე. სიმდიდრე და ქველმოქმედება განუყოფელი უნდა იყოს