სულიერი მარგალიტი - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი მარგალიტი - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მარგალიტი | გამონათქვამები, ციტატები
თუ საკუთარი თვალით იხილავ ძმის შეცოდებას და ზრახვა მისი განკითხვისკენ გიბიძგებს, განიშორე ეს აზრი და უთხარი: "ანათემა შენ, სატანავ! შენი ბრალია, რაც ჩემმა ძმამ ჩაიდინა!" შენი გული კი დაარწმუნე, რომ ძმა არ განიკითხოს; სხვაგვარად ღვ... იხილეთ სრულად
ნუ იამაყებ, ადამიანო, როდესაც მტვერი და მიწა ხარ!რას მიიღებ შენი დიდებისაგან, როდესაც მცირე ხნის შემდეგ ყველაფერს ხრწნა წარიტაცებს? ღრუბლებზე მეტად ნუ ამაღლდები და იცოდე, რომ მიწა და ფერფლი ხარ; მიწიდან ხარ აღებული და სულ მალე მიწ... იხილეთ სრულად
როგორც ნაყოფი ნესტიან ადგილას მალე ფუჭდება, ასევე კვდება პატივმოყვარეობით აღსრულებული სათნოება.
სრულიად არავისზე და არასოდეს განაწყენება მხოლოდ ანგელოზებს ძალუძთ, ხოლო მცირედ აღშფოთება და მერე სწრაფად დამშვიდება ღვთის მოსიყვარულე ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი.
რისი ჩადენაც ადამიანთა წინაშე საშინელია, მის შესახებ გულში გაფიქრებაც კი საშინელია ღვთის წინაშე.
რატომ დაუშვა უფალმა ეშმაკის გამოცდა ჩვენზე? - იმისათვის, რომ ეშინოდა და ელოდა მის ბრძოლას, რომ მუდმივი სიფხიზლითა და მასზე გამარჯვებით გვირგვინები გაგვემრავლებინა.
როდესაც ადამიანებისაგან რაიმე უპატიობას დაითმენ, იფიქრე იმ სარგებელზე, რომლის მიღებაც შეგიძლია, თუ სულგრძელად გადაიტან მას, - გაიხსენე დიდება, მომზადებული მათთვის, ვინც ყოველივეს მადლიერებით ითმენს, - და უპატიობის გამო უხერხულად დ... იხილეთ სრულად
თუ გლახაკს არაფრად ჩააგდებ, უარგყოფს ის, ვინც მისი გულისთვის დაგლახაკდა; თუ არ გაუღებ მას, ვინც გიკაკუნებდა - არც შენთვის გაიხსნება ღვთის სასუფევლის კარი; არ შეისმინე მწუხარის კვნესა?! - არც უფალი შეისმენს შენი ლოცვის სულთქმას.