ღმრთისმშობელი - ციტატები, გამონათქვამები
ღმრთისმშობელი - ციტატები, გამონათქვამები ღმრთისმშობელი, გამონათქვამები, ციტატები
ილოცეთ, შვილებო, და ნუ გეშინიათ. ზესთამბრძოლი ღვთისმშობელი ძლევას ისევ ჩვენ მოგვანიჭებს. იფიქრეთ დის ძვირფას სულზე, გააცნობიერეთ მისი განუზომელი ღირებულება, რადგან ქრისტე მისთვისაც მოკვდა.
განა ამპარტავნებისა და ჯანყის გამო არ განიდევნენ ღვთისგან ლუციფერი და ადამი? ხოლო ღვთისმშობლის სიმდაბლემ: „აჰა მხევალი უფლისა; მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა!“ (ლუკ. 1, 38) და ქალწულისგან შეურევნელად შობილმა ღვთის ძემ, რომელმაც აღას... იხილეთ სრულად
ზეციერი მამა ქალწულია, მისი ძე – უფალი ჩვენი იესო – ქალწული, ქრისტეს საყვარელი მოწაფე იოანე – ქალწული, მაგრამ რა ადგილი მივუჩინო ქალწულ მარიამს, ჩვენს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომელიც მებრძოლ ქალწულთა მცველი ზღუდეა?!
მთელი გულით გისურვებ, რომ შენში ღვთაებრივი ტრფიალებით ღვთისადმი ლტოლვა დაუცხრომელი გახდეს და ამით ფრთაშესხმულმა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებით, რომელიც აქაურობის" იღუმენიაა, ანგელოზთასწორ მშვენიერებას მიაღწიო. ამინ. იყავნ.