სიბრძნე - ციტატები, გამონათქვამები
სიბრძნე - ციტატები, გამონათქვამები სიბრძნე, გამონათქვამები, ციტატები
206. სიბრძნეა არა მხოლოდ ის, რომ ბუნებრივი კანონზომიერების შესაბამისად ვიცოდეთ ჭეშმარიტება, არამედ აგრეთვე ისიც, რომ დავითმენდეთ ჩვენს შეურაცხმყოფელთა უკეთურებას როგორც კუთვნილს, რადგან რომლებიც პირველში დარჩნენ (ე.ი. იმ სიბრძნეში... იხილეთ სრულად
მოდით, სინანულის ძალით გავთავისუფლდეთ ჩვენი ცოდვების ტვირთისგან და არწივებივით ლაღად და მსუბუქად მაღლა, სულ მაღლა ავფრინდეთ, იქ, სადაც მარადიულ ღმერთს სათნოებისა და სიბრძნის ულევი საგანძური აქვს დაუნჯებული. საუკუნო ცხოვრების წყარო... იხილეთ სრულად
ბავშვები ჩვენზე ბრძენები არიან. ხანდახან ისეთ რამეს იტყვის ბავშვი, ჭკუიდან გადაგიყვანს. ვისაც გყავთ 3-4-5 წლის ბავშვები, ჩაიწერეთ, რასაც ამბობენ, ეს თქვენ გაკვეთილებად გამოგადგებათ ყველას
ავივსოთ გული და სული სიბრძნით, იმიტომ, რომ სიბრძნეა ყველა ბედნიერების ერთ-ერთი ოქროს გასაღები
ოჯახში დედის სიბრძნე სიმშვიდეს ამკვიდრებს, იმიტომ, რომ სიმშვიდის დამკვიდრებას სიბრძნე უნდა. ისე სიმშვიდე არ მოდის. ისე მოდის - შეხლა-შემოხლა, გაუგებრობანი, უსიამოვნებანი და წყენა