საშინელი კერპი, რომლის ფეხთა ქვეშ უამრავი სული მოქცეულა, რომლის მისადგომებთან დაღუპულა, ვინ იცის, რამდენი ნიჭი და ტალანტი, დაღვრილა მშობლებისა და ახლობლების ცრემლი, არის ლოთობა. არაფერს ვიტყვი იმ აურაცხელი უბედურების შესახებ, რაც ...
იხილეთ სრულად
საშინელი კერპი, რომლის ფეხთა ქვეშ უამრავი სული მოქცეულა, რომლის მისადგომებთან დაღუპულა, ვინ იცის, რამდენი ნიჭი და ტალანტი, დაღვრილა მშობლებისა და ახლობლების ცრემლი, არის ლოთობა. არაფერს ვიტყვი იმ აურაცხელი უბედურების შესახებ, რაც ლოთობას მოსდევს. იქნებ ბევრი არც კი თვრება ღვინითა და არყით, მაგრამ განა სტუმრად ყოფნისას არ შეგისვამთ ზომაზე მეტად ღვინო? მოინანიეთ უფლის წინაშე. ლოთობაზე მეტი დანაშაულია, თუ ვინმე დაგითვრიათ, ან ნათესავებისგან დაფარულა...
„არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი...“ ამ მხრივ ჩვენ, ქრისტიანები, თითქოს არა ვცოდავთ საღვთო სჯულის მეორე მცნების წინაშე, მაგრამ განა მართლა ასეა საქმე? განა ჩვენი ვნებანი იგივე კერპები არ არიან, რომლებსაც მთელი ცხოვრების მანძილზე ვეთ...
იხილეთ სრულად
„არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი...“ ამ მხრივ ჩვენ, ქრისტიანები, თითქოს არა ვცოდავთ საღვთო სჯულის მეორე მცნების წინაშე, მაგრამ განა მართლა ასეა საქმე? განა ჩვენი ვნებანი იგივე კერპები არ არიან, რომლებსაც მთელი ცხოვრების მანძილზე ვეთაყვანებით? „რომელთა ღმერთ მუცელი არს და დიდებაი – სირცხვილსა შინა მათსა, რომელნი ქუეყანისასა ზრახვენ“ – ამბობს პავლე მოციქული (ფილიპ. 3.19). განა ჩვენ არ შეგვეხება მოციქულის სიტყვები? ჩვენ გვეხება, იმიტომ, რომ უფრო მეტად...
კაცთმოიმედეობის ცოდვა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ხშირად ვენდობით საკუთარ თავსა და ძალებს, ლოცვასა და მარხვას; მშვიდად ვართ სხვადასხვა ღვაწლის, ცრუ სიკეთეების გამო და სრულიად გვავიწყდება, რომ მხოლოდ უფლის უსაზღვრო მოწყალებით შეგვი...
იხილეთ სრულად
კაცთმოიმედეობის ცოდვა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ხშირად ვენდობით საკუთარ თავსა და ძალებს, ლოცვასა და მარხვას; მშვიდად ვართ სხვადასხვა ღვაწლის, ცრუ სიკეთეების გამო და სრულიად გვავიწყდება, რომ მხოლოდ უფლის უსაზღვრო მოწყალებით შეგვიძლია გადარჩენა. ან კიდევ, ღმერთზე მეტად ადამიანებზე ვამყარებთ იმედს, რითაც უკანა პლანზე გადაგვყავს უფალი და მხოლოდ მაშინ მივმართავთ დასახმარებლად, როცა ყველა სხვა საშუალება უკვე ვცადეთ. ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს, რა მძი...
ზოგჯერ გაიგონებთ: „ცხოველები ადამიანებზე მეტად მიყვარსო“. რა უგუნურებაა! თუმცა ნათქვამია, რომ ნეტარია, ვინც პირუტყვსაც წყალობს, მაგრამ მთელი სიყვარული რომ ცხოველებს მიუძღვნა, ეს ცოდვაა.
მრავალი ჩვენგანი სცოდავს უფლის პირველი მცნების წინაშე იმით, რომ რომელიღაც ადამიანი ღმერთზე მეტად უყვარს. ხშირად გვსმენია: „ის თუ მოკვდება, ჩემს სიცოცხლეს აზრი აღარ ექნებაო“. ამას ამბობენ ადამიანზე და არა ღმერთზე, რომელმაც ჩვენთვის...
იხილეთ სრულად
მრავალი ჩვენგანი სცოდავს უფლის პირველი მცნების წინაშე იმით, რომ რომელიღაც ადამიანი ღმერთზე მეტად უყვარს. ხშირად გვსმენია: „ის თუ მოკვდება, ჩემს სიცოცხლეს აზრი აღარ ექნებაო“. ამას ამბობენ ადამიანზე და არა ღმერთზე, რომელმაც ჩვენთვის გაწირა სიცოცხლე.
ნუ იფიქრებთ, რომ მხოლოდ სხვები არიან ცოდვილები, ჩვენ კი, მადლობა ღმერთს არ ვჯადოქრობთო. ვისაც ოდესმე მკითხავისთვის მიუმართავს, შელოცვით უმკურნალია, ან თვითონ შეულოცავს ვისმესთვის, ანდა ურჩევია – მიმართე მკითხავსო, არანაკლებ შეუცო...
იხილეთ სრულად
ნუ იფიქრებთ, რომ მხოლოდ სხვები არიან ცოდვილები, ჩვენ კი, მადლობა ღმერთს არ ვჯადოქრობთო. ვისაც ოდესმე მკითხავისთვის მიუმართავს, შელოცვით უმკურნალია, ან თვითონ შეულოცავს ვისმესთვის, ანდა ურჩევია – მიმართე მკითხავსო, არანაკლებ შეუცოდავს, ვიდრე თვით ჯადოქარს, ვინაიდან დაუტოვებია რწმენა უფლის ძალისა და შემწედ დაუსახავს გრძენული. ზოგი იტყვის: „ის ხომ ლოცვას წარმოთქვამდა და პირჯვარსაც ისახავდა?“ ყური უგდეთ, რას ამბობს წმინდა მამა იოანე ოქროპირი: „წმინდ...
სცოდავენ გრძნეულები, მკითხავები, რომელთაც მიატოვეს უფლის ძალის რწმენა და ირწმუნეს ქმნილებათა იდუმალი ძალებისა, განსაკუთრებით კი ბოროტი სულებისა და მათთან კავშირის მეშვეობით ცდილობენ სხვათა საზიანოდ მოქმედებას. თუ თქვენ შორის ასეთი...
იხილეთ სრულად
სცოდავენ გრძნეულები, მკითხავები, რომელთაც მიატოვეს უფლის ძალის რწმენა და ირწმუნეს ქმნილებათა იდუმალი ძალებისა, განსაკუთრებით კი ბოროტი სულებისა და მათთან კავშირის მეშვეობით ცდილობენ სხვათა საზიანოდ მოქმედებას. თუ თქვენ შორის ასეთი ცოდვილები არიან, მწარე ცრემლით უნდა შეინანონ უფლის წინაშე. გრძნეულებაში მონაწილე პირს ეკლესია, მკვლელების თანაბრად, განაყენებს ოცი წლით, ხოლო გულგაქვავებულებსა და მოუნანიებლებს კი სრულიად განაგდებს. იმით ნუ დაიმშვიდებთ ...
არიან ისეთებიც, რომლებსაც არა სჯერათ ზეციურ ანგელოზთა მხედრობისა და ბოროტ სულთა ლეგიონების არსებობისა. ეს ეჭვი განსაკუთრებით გავრცელებულია „განათლებულთა“ შორის. მათი წყალობით სირცხვილად ითვლება ჩვენს დროში ბოროტ სულთა რეალურად არს...
იხილეთ სრულად
არიან ისეთებიც, რომლებსაც არა სჯერათ ზეციურ ანგელოზთა მხედრობისა და ბოროტ სულთა ლეგიონების არსებობისა. ეს ეჭვი განსაკუთრებით გავრცელებულია „განათლებულთა“ შორის. მათი წყალობით სირცხვილად ითვლება ჩვენს დროში ბოროტ სულთა რეალურად არსებობის აღიარება. ჩვენი ცხონების მტერსაც ეს უნდა. თუ არ არსებობს ბოროტ მანქანებათა გავლენა, მაშ ვისგან და რატომ უნდა დავიცვათ თავი ცხოველსმყოფელი ჯვრით, ნაკურთხი წყლითა და იესოს ლოცვით?
ჩვენ არ ვკითხულობთ რელიგიურ–ზნეობრივი შინაარსის წიგნებს. მართალია, ისინი ყველას არა აქვს და მათი შოვნა ძნელია, მაგრამ ჩვენ შორის ხომ არიან ისეთებიც, ეს წიგნები თაროზე რომ შემოუწყვიათ და მათი წაკითხვისთვის დრო ვერ უშოვიათ: „უმჯობეს...
იხილეთ სრულად
ჩვენ არ ვკითხულობთ რელიგიურ–ზნეობრივი შინაარსის წიგნებს. მართალია, ისინი ყველას არა აქვს და მათი შოვნა ძნელია, მაგრამ ჩვენ შორის ხომ არიან ისეთებიც, ეს წიგნები თაროზე რომ შემოუწყვიათ და მათი წაკითხვისთვის დრო ვერ უშოვიათ: „უმჯობესია, ცოტას წავუძინებ“ _ ფიქრობენ ისინი. უფრო განათლებულები მეტი ხალისით კითხულობენ გაზეთს, ვიდრე სერიოზულ სასულიერო ლიტერატურას. ზოგიერთები არც თვითონ კითხულობენ და არც სხვას აძლევენ წასაკითხად: „რომ აღარ დამიბრუნოს?“ ან ...