ველური, ეკლიანი მცენარეები თავისთავად ამოდის, ადამიანის შრომის გარეშე, შინაურს კი ძალიან ბევრი ზრუნვა სჭირდება და მიუხედავად ამისა, თუ მას ღმერთი არ შეეწია და მზე არ გამოაბრწყინა სასწაულთმოქმედი სხივებით, შეუძლებელია რაიმე აღმოცენ...
იხილეთ სრულად
ველური, ეკლიანი მცენარეები თავისთავად ამოდის, ადამიანის შრომის გარეშე, შინაურს კი ძალიან ბევრი ზრუნვა სჭირდება და მიუხედავად ამისა, თუ მას ღმერთი არ შეეწია და მზე არ გამოაბრწყინა სასწაულთმოქმედი სხივებით, შეუძლებელია რაიმე აღმოცენდეს, გაიზარდოს და აყვავდეს.სულიერი თვალსაზრისითაც ასეა. ადამიანი ცდილობს ლოცვის სხვადასხვა მეთოდით ღმერთთან ერთობას მიაღწიოს, მაგრამ თუ უფალმა არ აკურთხა და არ შეეწია, ლოცვის ყველა ხერხი და დიდი მონდომება სულიერად უნაყოფ...
ლოცვის დაწყებამდე საჭიროა სულიერი განსჯა – თავმდაბალი აზრები, თავისბრალობა, სიკვდილის ხსენება და ა. შ., რომ ადამიანმა ლოცვის დროს ღვთისგან შეწევნა მიიღოს.
თუ ადამიანი ლოცვის დროს მზვაობარ, თავმომწონე გულისსიტყვებს მიიღებს, ლოცვა წყდება, ანუ ღვთის მადლის მოქმედება მეყსეულად ფერხდება. მაშინ ადამიანი აღშფოთდება ამ გულისსიტყვების გამო და ფიქრობს: „როგორც კი ლოცვამ მოქმედება დაიწყო და ღვ...
იხილეთ სრულად
თუ ადამიანი ლოცვის დროს მზვაობარ, თავმომწონე გულისსიტყვებს მიიღებს, ლოცვა წყდება, ანუ ღვთის მადლის მოქმედება მეყსეულად ფერხდება. მაშინ ადამიანი აღშფოთდება ამ გულისსიტყვების გამო და ფიქრობს: „როგორც კი ლოცვამ მოქმედება დაიწყო და ღვთის მადლი ვიგრძენი, გულისსიტყვები შემოიჭრა და მადლი განმეშორა“.
ხშირად ლოცვა სხვადასხვა ბოროტი გულისსიტყვის მოახლოებისთანავე წყდება და ადამიანი საკუთარ თავს ეკითხება: „კი, მაგრამ მე ხომ ეს ბოროტი გულისსიტყვები არ მიმიღია, ახლა რატომ დავკარგე ლოცვა და მისი მადლი?“ ეს, რა თქმა უნდა, ღვთის გან...
იხილეთ სრულად
ხშირად ლოცვა სხვადასხვა ბოროტი გულისსიტყვის მოახლოებისთანავე წყდება და ადამიანი საკუთარ თავს ეკითხება: „კი, მაგრამ მე ხომ ეს ბოროტი გულისსიტყვები არ მიმიღია, ახლა რატომ დავკარგე ლოცვა და მისი მადლი?“ეს, რა თქმა უნდა, ღვთის განგებით ხდება. უფალი აუწყებს ადამიანს და თითქოს ეუბნება: „ნუ გგონია, რომ ლოცვის მადლი მხოლოდ მაშინ მოგაკლდება, როცა ამპარტავნების გულისსიტყვებს მიიღებ. ეს შეიძლება მოხდეს ქედმაღლური აზრების გარეშეც, როცა მე მოვისურვებ, რომ გაგ...
როცა ადამიანი გულისსიტყვების გამო ლოცვას მრავალჯერ დაკარგავს, წლების შემდეგ მას ბუნებრივად მიეცემა შინაგანი პასუხი, რომ მხოლოდ ღვთის შეწევნით შეიძლება ლოცვის მოპოვება.