ცხოვრება მეტად რთულია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში გული არ უნდა გავიტეხოთ. ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ და ასე აღვასრულოთ სჯული იგი ქრისტესი". ერთ-ერთი რეალური საშუალება, რითიც შეგვიძლია ურთიერთს დავეხმაროთ, არის დალოცვა.
იხილეთ სრულად
ცხოვრება მეტად რთულია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში გული არ უნდა გავიტეხოთ. ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ და ასე აღვასრულოთ სჯული იგი ქრისტესი". ერთ-ერთი რეალური საშუალება, რითიც შეგვიძლია ურთიერთს დავეხმაროთ, არის დალოცვა.წერილობითი ან სიტყვიერი დალოცვა შეიძლება როგორც ოჯახის წევრის, შვილის, ახლობლისა, ისე ნაცნობის თუ უცნობისა. მორწმუნე ადამიანი უნდა ლოცავდეს თავის მტრებსაც: და ხდება საოცრება, ჩვენი მოძულე ნელ-ნელა მოყვარედ იქცევა.
სახელმწიფოებრივად ის საზოგადოება აზროვნებს, რომელსაც გააზრებული აქვს "ჩვენის" საჭიროების უპირატესობა "მეს" და "ჩემის" საჭიროებაზე. ეგოისტური ინტერესების მქონე ადამიანი ზურგშექცევით დგას საზოგადოებისა და სახელმწიფოს პრობლემებისადმი...
იხილეთ სრულად
სახელმწიფოებრივად ის საზოგადოება აზროვნებს, რომელსაც გააზრებული აქვს "ჩვენის" საჭიროების უპირატესობა "მეს" და "ჩემის" საჭიროებაზე. ეგოისტური ინტერესების მქონე ადამიანი ზურგშექცევით დგას საზოგადოებისა და სახელმწიფოს პრობლემებისადმი. მას მხოლოდ საკუთარი სახლი აქვს დალაგებული, ზღურბლს მიღმა კი ყურადღებას არაფერს აქცევს.
სახელმწიფოებრივი აზროვნება, უპირველეს ყოვლისა, ღირსების, თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა. შეუძლებელია, საზოგადოებას შინაგანად არ სურდეს თავისუფლება და სხვაზე დამოკიდებულებას ამჯობინებდეს; შეუძლებელია, საზოგად...
იხილეთ სრულად
სახელმწიფოებრივი აზროვნება, უპირველეს ყოვლისა, ღირსების, თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა. შეუძლებელია, საზოგადოებას შინაგანად არ სურდეს თავისუფლება და სხვაზე დამოკიდებულებას ამჯობინებდეს; შეუძლებელია, საზოგადოებას არ ჰქონდეს პასუხისმგებლობა წინაპრებისა და მომავალი თაობების წინაშე და მან შექმნას რაიმე ღირებული; შეუძლებელია, ერს არ ჰქონდეს საკუთარი ღირსების გრძნობა და სრულფასოვანი სახელმწიფო ააშენოს.
მამულის მსახურება ჭეშმარიტი რწმენით ერთ-ერთი უმთავრესი ღვაწლია; ეკლესიისაგან სწორედ ამ ნიშნით არიან წმინდანებად შერაცხილნი: ცოტნე დადიანი, დემეტრე თავდადებული, ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვანი.
ეკლესიური ცხოვრების გარეშე ქრისტიანობა იგივეა, რაც ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე, ხოლო ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, მათთვისაა, ვინც ცოდვილია და დაღუპვისაკენ მიექანება; ეკლესიის განკითხვა ამგვარი ადამიანების თავის წიაღში მიღებისათვის ფ...
იხილეთ სრულად
ეკლესიური ცხოვრების გარეშე ქრისტიანობა იგივეა, რაც ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე, ხოლო ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, მათთვისაა, ვინც ცოდვილია და დაღუპვისაკენ მიექანება; ეკლესიის განკითხვა ამგვარი ადამიანების თავის წიაღში მიღებისათვის ფარისეველთა ქრისტიანობაა, რადგან ქრისტეს, რომელიც ხშირად იყო მეზვერეებთან და ცოდვილებთან, ამის გამო სწორედ ფარისეველნი განიკითხავდნენ; უფლის პასუხი კი ასეთი იყო: " არ უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა".
ჩვენს საზოგადოებაში არის კიდევ ერთი კატეგორია ადამიანებისა, რომელნიც თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ, მაგრამ არ სწამთ ეკლესიისა და მის გარეშე ცხოვრობენ. მაგალითად, მათი ნაწილი თავს ვერ აღწევს გარკვეულ ფსიქოლოგიურ ბარიერს. ზოგიერთს არ ...
იხილეთ სრულად
ჩვენს საზოგადოებაში არის კიდევ ერთი კატეგორია ადამიანებისა, რომელნიც თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ, მაგრამ არ სწამთ ეკლესიისა და მის გარეშე ცხოვრობენ. მაგალითად, მათი ნაწილი თავს ვერ აღწევს გარკვეულ ფსიქოლოგიურ ბარიერს. ზოგიერთს არ უყვარს ხალხთან ერთად ლოცვაზე დგომა და ამას თავის გამოჩენად მიიჩნევს, ზოგს არ მოსწონს ერთი კოვზიდან ზიარების მიღება, ანდა ვერ ხვდება, რატომ უნდა აღიაროს თავისი ცოდვები მოძღვრის წინაშე და არა ხატის წინაშე და ა. შ. ისეთებიც...
რწმენის გარეშე სიცოცხლე ძალიან ძნელი, შიშისმომგვრელი და გაუმართლებელია. სიკვდილი უაზროს ხდის მას და აუხსნელ, მტანჯველ გამოცანად აქცევს. ხშირად მხოლოდ ახლობლის გარდაცვალება, მძიმე ავადმყოფობა, ან სხვა რაიმე დიდი ტკივილი იხსნის ხოლმ...
იხილეთ სრულად
რწმენის გარეშე სიცოცხლე ძალიან ძნელი, შიშისმომგვრელი და გაუმართლებელია. სიკვდილი უაზროს ხდის მას და აუხსნელ, მტანჯველ გამოცანად აქცევს. ხშირად მხოლოდ ახლობლის გარდაცვალება, მძიმე ავადმყოფობა, ან სხვა რაიმე დიდი ტკივილი იხსნის ხოლმე თავდაჯერებულ ურწმუნოებს სულიერი სიბრმავისაგან.
რწმენა არ გამორიცხავს მეცნიერებას: პირიქით, მის მიღწევებსა და მტკიცებულებებს იყენებს და ახალი აღმოჩენებისათვის თვითონაც იღწვის (XIX-XX საუკუნეებში არაერთი გამოგონება უკავშირდება მორწმუნე მეცნიერთა და მკვლევარ სასულიერო პირთა სახელ...
იხილეთ სრულად
რწმენა არ გამორიცხავს მეცნიერებას: პირიქით, მის მიღწევებსა და მტკიცებულებებს იყენებს და ახალი აღმოჩენებისათვის თვითონაც იღწვის (XIX-XX საუკუნეებში არაერთი გამოგონება უკავშირდება მორწმუნე მეცნიერთა და მკვლევარ სასულიერო პირთა სახელებს). მისთვის გასაგებია, რომ ესა თუ ის თეორია ან ჰიპოთეზა შეიძლება ხვალ საერთოდ მიუღებელი აღმოჩნდეს, ან უკეთესით შეიცვალოს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ადამიანის გონება და მისი შესაძლებლობები შეზღუდულია და სრულყოფილებისაგან ...
ბევრს ეჩვენება, რომ მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევები დადასტურებაა ადამიანური გონების სრულყოფილებისა და ჰგონიათ, რომ მეცნიერებას დროთა ვითარებაში მთელი სამყაროს საიდუმლოებათა ახსნა შეუძლია. ამიტომაც შემოქმედის რწმენა ან ნაკლებად განცო...
იხილეთ სრულად
ბევრს ეჩვენება, რომ მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევები დადასტურებაა ადამიანური გონების სრულყოფილებისა და ჰგონიათ, რომ მეცნიერებას დროთა ვითარებაში მთელი სამყაროს საიდუმლოებათა ახსნა შეუძლია. ამიტომაც შემოქმედის რწმენა ან ნაკლებად განცობიერებული ადამიანების დამახასიათებლად და დღეისათვის სრულიად ზედმეტად მიაჩნიათ, ანდა იმდენად მისაღებად, რამდენადაც შეიძლება იგი გამოადგეთ მოსახლეობის დაბალი ფენების მართვის საშუალებად. ისინი უარყოფენ სასწაულს, რადგან ნები...
თავისთავად სიმდიდრე ცოდვა არ არის, თუ იგი გონივრულად იქნება გამოყენებული და თანაც არა მხოლოდ პირადი კეთილდღეობისათვის. ერთ მდიდარს იმდენად უყვარდა ოქრო, რომ დასახარჯადაც ვერ იმეტებდა; შინ იკეტებოდა, ოქროს ფულს იატაკზე ფენდა, ...
იხილეთ სრულად
თავისთავად სიმდიდრე ცოდვა არ არის, თუ იგი გონივრულად იქნება გამოყენებული და თანაც არა მხოლოდ პირადი კეთილდღეობისათვის.ერთ მდიდარს იმდენად უყვარდა ოქრო, რომ დასახარჯადაც ვერ იმეტებდა; შინ იკეტებოდა, ოქროს ფულს იატაკზე ფენდა, ტანზე იხდიდა და მასზე წვებოდა, რადგან ამით დიდ სიამოვნებას იღებდა.ამის საპირისპირო მაგალითია ალექსანდრე მაკედონელი. მან მრავალი ქვეყანა დაიპყრო და მისმა ჯარმა დიდი ალაფი იგდო ხელთ. როცა მხედართმთავრებს მასთან ეს სიმდიდრე მიჰქო...