შეიმუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი და ჩვენ სიკვდილის დათრგუნვასა და მარადიული ცხოვრების დაწყებას ვდღესასწაულობთ. სააღდგომო საგალობელში ვკითხულობთ: "დღეს მეუფემან წარმოსტყვენა ჯოჯოხეთი და აღადგინა კრულნი, რომელნი საუკუნითგან ბოროტად ...
იხილეთ სრულად
შეიმუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი და ჩვენ სიკვდილის დათრგუნვასა და მარადიული ცხოვრების დაწყებას ვდღესასწაულობთ.სააღდგომო საგალობელში ვკითხულობთ: "დღეს მეუფემან წარმოსტყვენა ჯოჯოხეთი და აღადგინა კრულნი, რომელნი საუკუნითგან ბოროტად პყრობილ იყვნეს მას შინა".
ყოველწლიურად ჩვენ ყველანი ზეიმით ვეგებებით პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელსაც მუდამ ახალი, ადრინდელისგან განსხვავებული სიხარული მოაქვს. ესაა განცდა მარადიული ნეტარებისა. ყოველ წელს ჩვენს გულებში ინთება ახალი კანდელი ცათა სა...
იხილეთ სრულად
ყოველწლიურად ჩვენ ყველანი ზეიმით ვეგებებით პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელსაც მუდამ ახალი, ადრინდელისგან განსხვავებული სიხარული მოაქვს. ესაა განცდა მარადიული ნეტარებისა. ყოველ წელს ჩვენს გულებში ინთება ახალი კანდელი ცათა სასუფევლისკენ ჩვენი მომავალი მსვლელობის გზის გამნათებელი.
ეს გრძნობა მარადიულია და მისი ძალა ულევი. არაფერი ისე არ აახლოებს ადამიანებს, როგორც სიყვარული და წმინდა ცხოვრება. უფალი მოგვიწოდებს: "... იყუარებოდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარეთ თქუენ" (ინ. 15,12).
ცნობილია ანტონი დიდის დიალოგი მის სულიერ შვილთან: წმინდა მამა ეკითხება: "შვილო ჩემო, რატომ ხარ მდუმარედ?" იგი კი პასუხობს: "მამაო ჩემო, ჩემთვის შენი ყურებაც საკმარისია და მრავლის მთქმელი". როგორი სიყვარული და მადლმოსილებაა ამ სიტყ...
იხილეთ სრულად
ცნობილია ანტონი დიდის დიალოგი მის სულიერ შვილთან: წმინდა მამა ეკითხება: "შვილო ჩემო, რატომ ხარ მდუმარედ?" იგი კი პასუხობს: "მამაო ჩემო, ჩემთვის შენი ყურებაც საკმარისია და მრავლის მთქმელი". როგორი სიყვარული და მადლმოსილებაა ამ სიტყვებში!
გახსოვდეთ, თუ ნებისმიერ ადამიანს, განსაკუთრებით ღვთისმსახურს, გაუჩნდება განცდა საკუთარი უპირატესობისა, ეს მისი სულიერი დაცემის დასაწყისია. მინდა, შეგახსენოთ მაგალითი წმინდანთა ცხოვრებიდან: ღირსმა ანტონი დიდმა, ეგვიპტეში ბერ-მ...
იხილეთ სრულად
გახსოვდეთ, თუ ნებისმიერ ადამიანს, განსაკუთრებით ღვთისმსახურს, გაუჩნდება განცდა საკუთარი უპირატესობისა, ეს მისი სულიერი დაცემის დასაწყისია.მინდა, შეგახსენოთ მაგალითი წმინდანთა ცხოვრებიდან: ღირსმა ანტონი დიდმა, ეგვიპტეში ბერ-მონაზვნური ცხოვრების დამაარსებელმა, შეიტყო, რომ თებეს უდაბნოში მოღვაწეობდა წმიდა ბერი პავლე თებაიდელი. მოხუცებულობის მიუხედავად იგი თებეში გაემგზავრა, რათა მისგან კურთხევა და წმიდა ლოცვები გამოეთხოვა. პავლე თებაიდელი დაყუდებული...
მეუფე ანტონი (ბლუმი) ჭეშმარიტი მოძღვრის მსახურებას წმიდა იოანე ნათლისმცემლის მისიას ადარებს. მოძღვარს ადამიანები უფალთან უნდა მიჰყავდეს და არა საკუთარ თავთან; მღვდელი არ უნდა ამაყობდეს იმით, რომ მასთან მრავალი ადამიანი დადის. უმრა...
იხილეთ სრულად
მეუფე ანტონი (ბლუმი) ჭეშმარიტი მოძღვრის მსახურებას წმიდა იოანე ნათლისმცემლის მისიას ადარებს. მოძღვარს ადამიანები უფალთან უნდა მიჰყავდეს და არა საკუთარ თავთან; მღვდელი არ უნდა ამაყობდეს იმით, რომ მასთან მრავალი ადამიანი დადის. უმრავლესობა ამ ადამიანებისა სულიერად გამოუცდელია: ისინი, სხვადასხვა განსაცდელით შეწუხებულნი, ნუგეშსა და თანადგომას ეკლესიაში ეძებენ. მათთან მიმართებაში სასულიერო პირი უფლის მადლის გამტარი უნდა იყოს და არა საკუთარი იდეების მქ...
სამწუხაროდ, ისიც ხდება, რომ მოძღვრები თავიანთ სულიერ შვილებს გამოყოფენ სხვა მრევლისგან და ნებას არ აძლევენ, სულიერ საკითხებზე სხვა მღვდლებსაც მიმართონ, თვითონაც შეკითხვის ან აღსარებისთვის მისულ სხვა მოძღვრის სულიერ შვილებს არ იღებ...
იხილეთ სრულად
სამწუხაროდ, ისიც ხდება, რომ მოძღვრები თავიანთ სულიერ შვილებს გამოყოფენ სხვა მრევლისგან და ნებას არ აძლევენ, სულიერ საკითხებზე სხვა მღვდლებსაც მიმართონ, თვითონაც შეკითხვის ან აღსარებისთვის მისულ სხვა მოძღვრის სულიერ შვილებს არ იღებენ, რითაც მრევლში განყოფა შეაქვთ. ასეთი დამოკიდებულება გაუმართლებელია და აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.