თუ გსურს ლოცვისას რაიმე სთხოვო უფალს, მტკიცე, შეუვალი სარწმუნოებით აღუჭურვე, დროით დაიჭირე თადარიგი, რომ შეძლო ეჭვისა და ურწმუნოების დაძლევა. ცუდია, თუკი ლოცულობ და სიმტკიცეს ვერ ინარჩუნებ: არც იფიქრო, დაეჭვებულის ისმინოს ღმერთმა...
იხილეთ სრულად
თუ გსურს ლოცვისას რაიმე სთხოვო უფალს, მტკიცე, შეუვალი სარწმუნოებით აღუჭურვე, დროით დაიჭირე თადარიგი, რომ შეძლო ეჭვისა და ურწმუნოების დაძლევა. ცუდია, თუკი ლოცულობ და სიმტკიცეს ვერ ინარჩუნებ: არც იფიქრო, დაეჭვებულის ისმინოს ღმერთმა, იმიტომ, რომ შენ შეურაცხყავი ღმერთი, მაგინებელს კი ღმერთი არ აძლევს თავის ნიჭებს - "და ყოველსა, რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოთ თქუენ" (მათ. 21,22.) - ესეიგი, თუ ეჭვითა და ურწმუნოებით ითხოვ, ვერ მიიღე...
ქრისტეს სახელი გულზე დაიდე და გაფრთხილდი, არ დაგეკარგოს, რადგან მასთან ერთად გულის სიმშვიდეც დაგეკარგება. დაცემის შემდეგ მწარეა თავიდან დაწყება, გაჭირდება ისევ მის სახელთან დაყუდება და ბევრს მდუღარე ცრემლის ღვრაც მოუწევს. მთელი ძა...
იხილეთ სრულად
ქრისტეს სახელი გულზე დაიდე და გაფრთხილდი, არ დაგეკარგოს, რადგან მასთან ერთად გულის სიმშვიდეც დაგეკარგება. დაცემის შემდეგ მწარეა თავიდან დაწყება, გაჭირდება ისევ მის სახელთან დაყუდება და ბევრს მდუღარე ცრემლის ღვრაც მოუწევს. მთელი ძალით მოეჭიდე ქრისტეს, შეიძინე და არ დაკარგო კურთხეული კადნიერება მის წინაშე.
ყველა სიკეთე სულისა, ანუ ყველაფერი, რისგანაც ჭეშმარიტი სიცოცხლე შედგება, გულის მშვიდობასა და სიხარულს ვამბობ, ღვთისაგანაა! - გამოცდილებიდან გეუბნები. შენ ხარ საუნჯე სიკეთეთა, სულო წმინდავ, - ამას გული მკარნახობს.
ყველაზე დახვეწილი და ყველაზე რთული ბრძოლა აზრებთან ყოველწამს იმას აქვს, ვინც რელიგიურად ცდილობს ცხოვრებას. დიდი სიფრთხილე გმართებს, ბოროტისაგან მოგზავნილი აზრების შემჩნევა, უკუგდება და მოგერიება რომ შეძლო. ასეთ ადამიანებს გულითადი...
იხილეთ სრულად
ყველაზე დახვეწილი და ყველაზე რთული ბრძოლა აზრებთან ყოველწამს იმას აქვს, ვინც რელიგიურად ცდილობს ცხოვრებას. დიდი სიფრთხილე გმართებს, ბოროტისაგან მოგზავნილი აზრების შემჩნევა, უკუგდება და მოგერიება რომ შეძლო. ასეთ ადამიანებს გულითადი, მხურვალე რწმენა, სიმდაბლე და სიყვარული უნდა გააჩნდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გულში ადვილად მოიკალათებს ეშმაკის მზაკვრობა, მზაკვრობასთან ერთად მცირედმორწმუნეობა, ანუ ურწმუნოება და მერე ყველა სახის ბოროტებაც, რომელთაგან ...
ძმებო, რაა მიზანი ჩვენი ცხოვრებისა და ყოფისა? ის, რომ განსაცდელსა და იწროებაში გამოწვრთნილმა სულმა თანდათანობით, ღვთის მადლის შეწევნით, რომელიც ქრისტიანებს საღვთო საიდუმლოებებსი ეძლევათ, ნელ-ნელა შეძლოს სათნოებების სრულყოფა და სი...
იხილეთ სრულად
ძმებო, რაა მიზანი ჩვენი ცხოვრებისა და ყოფისა? ის, რომ განსაცდელსა და იწროებაში გამოწვრთნილმა სულმა თანდათანობით, ღვთის მადლის შეწევნით, რომელიც ქრისტიანებს საღვთო საიდუმლოებებსი ეძლევათ, ნელ-ნელა შეძლოს სათნოებების სრულყოფა და სიკვდილის შემდეგ სიმშვიდე იპოვოს ღმერთში, რაც გახლავთ განსვენება ჩვენი სულისა, ამიტომ ვგალობთ გარდაცვლილთათვის: "განუსვენე, უფალო, სულსა მონისა შენისასა" - მიცვალებულის სულისათვის სიმშვიდეს ვევედრებით ღმერთს, რადგან ესაა ს...
დაფიქრდი ხოლმე: ვისი სიბრძნის წყალობა-გამოვლინებაა, რომ ჩვენი არსებობა კვლავ გრძელდება და მიედინება ყოფიერებაში? ვინ დაუწერა კანონი აზრებს, რომელიც დღემდე ძალაშია მთელი კაცობრიობისათვის? ვინ ამოკვეთა ადამიანის გულს სვინდისი, რომლი...
იხილეთ სრულად
დაფიქრდი ხოლმე: ვისი სიბრძნის წყალობა-გამოვლინებაა, რომ ჩვენი არსებობა კვლავ გრძელდება და მიედინება ყოფიერებაში? ვინ დაუწერა კანონი აზრებს, რომელიც დღემდე ძალაშია მთელი კაცობრიობისათვის? ვინ ამოკვეთა ადამიანის გულს სვინდისი, რომლის მიდევნების თანახმადაც ბოროტს სასჯელი ელის, კეთილს - ჯილდო? უფალო, ყოვლისშემძლევ, ყოვლადბრძენო და ყოვლადმოწყალეო! შენს ხელს მუდმივად ვგრძნობ მე ცოდვილი, შენი სიკეთე წამითაც არ მტოვებს და მაშ, შემაძლებინე, უფალო, ყოველთვ...
link
ძალიან მაღალს გინდა მისწვდე, მაგრამ, ძალგიძს კი ახსნა, როგორაა და რატომაა, რომ შიგნით სულს გიჭამს წუხილი, შეგიძლია კი იპოვო ღვთის გარდა სხვა გზა, რომელიც ამ მდგომარეობიდან გამოგიყვანს? შეიმეცნე გულით, როგორ განთავისუფლდე წუხილისაგ...
იხილეთ სრულად
ძალიან მაღალს გინდა მისწვდე, მაგრამ, ძალგიძს კი ახსნა, როგორაა და რატომაა, რომ შიგნით სულს გიჭამს წუხილი, შეგიძლია კი იპოვო ღვთის გარდა სხვა გზა, რომელიც ამ მდგომარეობიდან გამოგიყვანს? შეიმეცნე გულით, როგორ განთავისუფლდე წუხილისაგან, როგორ შეიძინო გულის სიმშვიდე და მერე, თუ საჭირო გახდა, მიუწვდომელზეც იფიქრე, მაგრამ არ დაგავიწყდეს: "უკეთუ არცა უმცირესსა შემძლებელ ხართ, რაისაღა სხუასა მას ჰზრუნავთ? (ლუკ.12,26).
link
მღვდელნო ღვთისანო! შეძელით და რწმენის ნუგეში ეცით, გაჭირვებულ ქრისტიანს, ცხედარი მწუხარებისა სიხარულის ცხედრად უქციეთ, შეძელით და იგი ვისაც უბედური ჰგონია თავი, ამსოფლად ყველაზე ბედნიერ კაცად აქციეთ და დაარწმუნეთ - "და მცირედღა თუ...
იხილეთ სრულად
მღვდელნო ღვთისანო! შეძელით და რწმენის ნუგეში ეცით, გაჭირვებულ ქრისტიანს, ცხედარი მწუხარებისა სიხარულის ცხედრად უქციეთ, შეძელით და იგი ვისაც უბედური ჰგონია თავი, ამსოფლად ყველაზე ბედნიერ კაცად აქციეთ და დაარწმუნეთ - "და მცირედღა თუ ისწავნენ, დიდძალ ქველყოფილ იყვნენ" (სიბრძნე,3,5.) ასე გაუხდებით ხალხს მეგობრად, მოევლინებით ნუგეშისმცემელ ანგელოზად, სული წმიდის საყვირად.
link
არ იფიქროთ, რომ რწმენა, ჩვენთვის, მღვდელთათვის, არაა განმაცხოველებელი, არ გეგონოთ, ფარისევლურად ვემსახურებოდეთ ღმერთს, არა. ჩვენ სწორედ ის ხალხი ვართ, ვინაც პირველი შეიგრძნობს წყალობას ღვთისას და გამოცდილებით, ვიცით, ვინაა და რას ...
იხილეთ სრულად
არ იფიქროთ, რომ რწმენა, ჩვენთვის, მღვდელთათვის, არაა განმაცხოველებელი, არ გეგონოთ, ფარისევლურად ვემსახურებოდეთ ღმერთს, არა. ჩვენ სწორედ ის ხალხი ვართ, ვინაც პირველი შეიგრძნობს წყალობას ღვთისას და გამოცდილებით, ვიცით, ვინაა და რას ნიშნავს ჩვენთვის ღმერთი, მისი საიდუმლოებები, ყოვლადწმინდა დედა და წმინდანები. მაგალითად, ცხოველსმყოფელი საიდუმლოს, მაცხოვრის სისხლისა და ხორცის ზიარებისას ძალიან ხშირად შემიგვრძნია ამ საიდუმლოს ცხოველსმყოფელი ძალა, მყუდრ...
კაცი გულს სარწმუნოების ალით თუ არ შეითბობს, უზრუნველობამ იქნებ რწმენაც ჩაუქროს და ქრისტიანობა მთელი თავისი საიდუმლოებებით, იქნება კიდეც მოკვდეს ჩვენში. მტერსაც სწორედ ეგ უნდა და ამიტომაა, ცდილობს, ჩააქროს გულში რწმენა და დაავიწყოს...
იხილეთ სრულად
კაცი გულს სარწმუნოების ალით თუ არ შეითბობს, უზრუნველობამ იქნებ რწმენაც ჩაუქროს და ქრისტიანობა მთელი თავისი საიდუმლოებებით, იქნება კიდეც მოკვდეს ჩვენში. მტერსაც სწორედ ეგ უნდა და ამიტომაა, ცდილობს, ჩააქროს გულში რწმენა და დაავიწყოს გულს ჭეშმარიტებები ქრისტიანობისა. ესაა მიზეზი, რომ ჩვენს გარშემოც ვხედავთ ისეთებს, ქრისტიანები ჰქვიათ და საქმით სრული წარმართები არიან.