რისთვის რგავენ ხეხილს? რა თქმა უნდა იმისთვის, რომ მათგან ნაყოფი მოიწიონ. რისთვისაა ფოთლები? მხოლოდ გარეგნული მშვენებაა, მაგრამ თუ მათ მოვწყვეტთ, ხე გახმება და ნაყოფს ვერ გამოიღებს. სწორედ ასევე თუ გავანადგურებთ ღვთისმსახურებაში გა...
იხილეთ სრულად
რისთვის რგავენ ხეხილს? რა თქმა უნდა იმისთვის, რომ მათგან ნაყოფი მოიწიონ. რისთვისაა ფოთლები? მხოლოდ გარეგნული მშვენებაა, მაგრამ თუ მათ მოვწყვეტთ, ხე გახმება და ნაყოფს ვერ გამოიღებს. სწორედ ასევე თუ გავანადგურებთ ღვთისმსახურებაში გარეგნულ მხარეს, რაც ადამიანის წარმოსახვაზე კეთილად მოქმედებს და სულს ძრავს, მაშინ შინაგანიც სწრაფად გაცივდება.
ღვთის გარეგნული თაყვანისცემა, სულში უფლისადმი მიმართული გრძნობების შინაგან გამოხატულებას ემსახურება, რაც, ამასთანავე ამყარებს ამ გრძნობებს, ამტკიცებს და აძლიერებს მათ. იგი ისევე აუცილებელია, როგორც ხისთვის გარეგნული მორთულობა - ქე...
იხილეთ სრულად
ღვთის გარეგნული თაყვანისცემა, სულში უფლისადმი მიმართული გრძნობების შინაგან გამოხატულებას ემსახურება, რაც, ამასთანავე ამყარებს ამ გრძნობებს, ამტკიცებს და აძლიერებს მათ. იგი ისევე აუცილებელია, როგორც ხისთვის გარეგნული მორთულობა - ქერქი და ფოთლები - აუცილებელია თავად ხის სიცოცხლისა და მთლიანობისათვის.
სიყვარული - ეს უპირველესი და მთავარი გრძნობაა, რითაც უნდა აღიბეჭდოს ჩვენი ყოველგვარი დამოკიდებულება უფლისადმი; მაგრამ ცივი, არაფრით გამოხატული სიყვარული, სხვა არაფერია, თუ არა - ცარიელი მოჩვენება, უსიცოცხლო გამოსახულება, ცეცხლის ფ...
იხილეთ სრულად
სიყვარული - ეს უპირველესი და მთავარი გრძნობაა, რითაც უნდა აღიბეჭდოს ჩვენი ყოველგვარი დამოკიდებულება უფლისადმი; მაგრამ ცივი, არაფრით გამოხატული სიყვარული, სხვა არაფერია, თუ არა - ცარიელი მოჩვენება, უსიცოცხლო გამოსახულება, ცეცხლის ფერწერული გამოსახულების მსგავსი, რომელიც ფერთა სიმკვეთრის მიუხედავად, არც ანათებს, არც ათბობს; ვინაიდან თუკი რწმენა, მოციქულის მოწმობით, "საქმეთა გარეშე მკვდარია" (იაკ. 2, 20), მაშ, როგორ შეიძლება, არსებობდეს საქმეთა გარე...
მდიდარ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა მამას, არ სურს უკვე სრულწლოვანმა შვილებმა, საკუთარი ქონებიდან მას აუცილებლად ძღვენი მიართვან, მაგრამ სიამოვნებს, თუკი ისინი ამას აკეთებენ, ვინაიდან ამ ქმედებებში ის ხედავს მისდამი სიყვარულისა და გულმოდ...
იხილეთ სრულად
მდიდარ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა მამას, არ სურს უკვე სრულწლოვანმა შვილებმა, საკუთარი ქონებიდან მას აუცილებლად ძღვენი მიართვან, მაგრამ სიამოვნებს, თუკი ისინი ამას აკეთებენ, ვინაიდან ამ ქმედებებში ის ხედავს მისდამი სიყვარულისა და გულმოდგინების ნიშნებს; სწორედ ასევე მამაზეციერსაც არ სჭირდება ჩვენი მსხვერპლი (გარეგნული ღვთის თაყვანისცემის ერთ-ერთი ნიშანი), მაგრამ მოწონებით უყურებს ამას, თუკი ის - ჩვენი მისდამი ერთგულების, მადლიერებისა და სიყვარულის გამოხ...
განა არსებობს ღარიბი კაცის მიმართ თანაგრძნობით აღსავსე თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც თანაგრძნობას რაიმე გარეგნული ნიშნით მაინც არ გამოხატავდეს? განა არსებობს კი თუნდაც ერთი მორჩილი შვილი, რომელიც თავის მორჩილებას მშობლებისადმი გარ...
იხილეთ სრულად
განა არსებობს ღარიბი კაცის მიმართ თანაგრძნობით აღსავსე თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც თანაგრძნობას რაიმე გარეგნული ნიშნით მაინც არ გამოხატავდეს? განა არსებობს კი თუნდაც ერთი მორჩილი შვილი, რომელიც თავის მორჩილებას მშობლებისადმი გარეგნულად არ გამოხატავდა? რომელი ერი იყო ისეთი, რომელიც მეფეს პატივს სცემდა და ამას გარეგნული ქმედებით არ ამჟღავნებდა?
ვინ არ იცის სულის მოძრაობასა და მის გამოვლინებას შორის არსებული კავშირის შესახებ? ვისთვის არაა ცნობილი, რომ ადამიანს, რომელიც რაიმე ძლიერი გრძნობით არის შეპყრობილი, არ შეუძლია სრულიად დაფაროს თავისი სულის ძლიერი მოძრაობა.
თუკი ხეში არის სიცოცხლე, მაშინ ეს სიცოცხლე აუცილებლად გამომჟღავნდება, ანუ ხე ფოთლებს, ყვავილებს და ნაყოფს გამოიღებს: ასევე ღვთის, შინაგანი, ცოცხალი, ნამდვილი თაყვანისცემა, აუცილებლობისას გარეგნულ თაყვანისცემას გამოამჟღავნებს.
ადამიანი სულისა და სხეულისაგან შედგება. ამიტომ ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან, როგორც ყოვლადსრულყოფილ არსებასთან, ჩვენი ყოფიერების, ცხონებისა და ნეტარების (შემოქმედთან) მიზეზთან, უნდა გამოვხატოთ არა მხოლოდ სულიერად, არამედ - სხეულითაც,...
იხილეთ სრულად
ადამიანი სულისა და სხეულისაგან შედგება. ამიტომ ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან, როგორც ყოვლადსრულყოფილ არსებასთან, ჩვენი ყოფიერების, ცხონებისა და ნეტარების (შემოქმედთან) მიზეზთან, უნდა გამოვხატოთ არა მხოლოდ სულიერად, არამედ - სხეულითაც, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღვთის თაყვანისცემა არა მხოლოდ შინაგანი, არამედ გარეგნულიც უნდა იყოს.