წმიდა გრიგოლ ნოსელი ქრისტიანებს ფერმწერებს ადარებს. "ყოველი ჩვენთაგანი საკუთარი ცხოვრების მხატვარია. ჩვენი სული მხატვრის ტილოს ჰგავს, სათნოებები - საღებავებს; იესო ქრისტე არის ნატურა, საიდანაც უნდა გადავიხატოთ". შესანიშნავი შედარე...
იხილეთ სრულად
წმიდა გრიგოლ ნოსელი ქრისტიანებს ფერმწერებს ადარებს. "ყოველი ჩვენთაგანი საკუთარი ცხოვრების მხატვარია. ჩვენი სული მხატვრის ტილოს ჰგავს, სათნოებები - საღებავებს; იესო ქრისტე არის ნატურა, საიდანაც უნდა გადავიხატოთ". შესანიშნავი შედარებაა! როგორც მხატვარს აქვს გონებაში, წარმოსახვაში და თვალწინ ის საგანი, რომლის ტილოზე გამოსახვაც სურს, ასევე ქრისტიანი მზერას უნდა უსწორებდეს იესო ქრისტეს. ისევე, როგორც ფუნჯი, რომელსაც ფერმწერი იყენებს, ტილოზე ისეთ ფერებ...
ქრისტიანებს, მოგზაურთა მსგავსად, შეუძლიათ, სინდისის ქენჯნის გარეშე ისარგებლონ თავიანთი მიწიერი მონაპოვარით, როგორც - სამგზავრო მარაგით ზეციური სამშობლოსაკენ მოგზაურობის ჟამს; ოღონდ მეტისმეტად არ უნდა უფრთხილდებოდნენ და გულით არ უნ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანებს, მოგზაურთა მსგავსად, შეუძლიათ, სინდისის ქენჯნის გარეშე ისარგებლონ თავიანთი მიწიერი მონაპოვარით, როგორც - სამგზავრო მარაგით ზეციური სამშობლოსაკენ მოგზაურობის ჟამს; ოღონდ მეტისმეტად არ უნდა უფრთხილდებოდნენ და გულით არ უნდა მიეჯაჭვონ.
ქრისტიანი განუწყვეტლივ წინ უნდა მიიწევდეს; მაგრამ მეტად სასარგებლოა ყურადღება უკან - წარსულსაც მივაპყროთ, რათა ცუდი არ გავიმეოროთ, დანაშაული სინანულის ცრემლით გამოვისყიდოთ, დაწყებული სიკეთე დავასრულოთ.