ყოველი განსაცდელი დიდი ყურადღებითა და გონიერებით უნდა მოვიხმაროთ. პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგვაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგვაკარგინოს; მეორედ, უნდა ეცადო, განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო, მწუხარებიდან სიხარული გამოიყ...
იხილეთ სრულად
ყოველი განსაცდელი დიდი ყურადღებითა და გონიერებით უნდა მოვიხმაროთ. პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგვაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგვაკარგინოს; მეორედ, უნდა ეცადო, განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო, მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანე, უბედურებიდან – სიკეთე ან წარმატება. მას კი მაშინ შეძლებ, თუ სასოებითა და სარწმუნოებით აღიჭურვები და ყოფაქცევას გამოისწორებ.
პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგაკარგვინოს; მეორედ, უნდა ეცადო, რომ განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო. მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანე, უბედურებიდან – სიკეთე და წარმატება. ამას კი მაშინ შეიძლებ...
იხილეთ სრულად
პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგაკარგვინოს; მეორედ, უნდა ეცადო, რომ განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო. მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანე, უბედურებიდან – სიკეთე და წარმატება. ამას კი მაშინ შეიძლებ, თუ სასოებითა და სარწმუნოებით აღიჭურვები და ყოფაქცევას გამოისწორებ. თუ განსცდელი გეწია, ღმერთს მადლობა შესწირე, მოითმინე და თავი დაიმდაბლე.
მართლმადიდებელი ეკლესია კი გვასწავლის, რომ კაცის განმართლებისათვის საჭიროა როგორც სარწმუნოება იესო ქრისტესი, ისე ცხოვრება, მოქმედება, ანუ კეთილნი საქმენი სარწმუნოებისაებრ; ამასთანავე განგვიმარტავს, რომ ყოველი საქმე კაცისა მაშინ იქ...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებელი ეკლესია კი გვასწავლის, რომ კაცის განმართლებისათვის საჭიროა როგორც სარწმუნოება იესო ქრისტესი, ისე ცხოვრება, მოქმედება, ანუ კეთილნი საქმენი სარწმუნოებისაებრ; ამასთანავე განგვიმარტავს, რომ ყოველი საქმე კაცისა მაშინ იქნება ნამდვილად კეთილი და განმამართლებელი კაცისა, როდესაც იგი იესო ქრისტეს ცხოველი სარწმუნოებისგან, სასოებისა და სიყვარულისგან მომდინარეობს, როდესაც კაცის გულში თვით იესო ქრისტე ცხოვრობს და მოქმედებს.
როცა კაცი დამშვიდებული და დაწყნარებულია, როცა იგი თავისი მდგომარეობით კმაყოფილია და მადლობელია ღმრთისა, თუგინდ ღარიბიც იყოს და მრავალი რამეც აკლდეს, იგი ყველა მდიდარ კაცზე უფრო ბედნიერი იქნება. კაცი მხნე, შრომისმოყვარე და წმინდა ს...
იხილეთ სრულად
როცა კაცი დამშვიდებული და დაწყნარებულია, როცა იგი თავისი მდგომარეობით კმაყოფილია და მადლობელია ღმრთისა, თუგინდ ღარიბიც იყოს და მრავალი რამეც აკლდეს, იგი ყველა მდიდარ კაცზე უფრო ბედნიერი იქნება. კაცი მხნე, შრომისმოყვარე და წმინდა სინდისის მქონე, რომელიც, ამასთანავე, ბევრს კი არ ეძიებს, არამედ მცირედითაც კმაყოფილია – უთუოდ ბედნიერი იქნება.
ამქვეყნიური ბედნიერება – მაცხოვარი გვასწავლის, რომ პირველად ღმრთის სასუფეველი და სიმართლე უნდა ვეძებოთ და ყოველივე ის, რაც ამ ცხოვრებაში გვჭირდება – საჭმელი, სასმელი, შესამოსელი თუ სხვა რამ, ანუ ამსოფლიური ბედნიერება და კეთილდღეობ...
იხილეთ სრულად
ამქვეყნიური ბედნიერება – მაცხოვარი გვასწავლის, რომ პირველად ღმრთის სასუფეველი და სიმართლე უნდა ვეძებოთ და ყოველივე ის, რაც ამ ცხოვრებაში გვჭირდება – საჭმელი, სასმელი, შესამოსელი თუ სხვა რამ, ანუ ამსოფლიური ბედნიერება და კეთილდღეობა თავისით, უადვილესად შეგვეძინება.
ადამიანის გარეგნული ცხოვრება და მოქმედება მის შინაგან თვისებებზეა დამოკიდებული. უკეთუ მის სულში სიმშვიდისა და სინათლის ნაცვლად მშფოთვარე ვნებებია დასადგურებული, მას არც ამ სოფელში შეუძლია ბედნიერად იგრძნოს თავი. მშვიდობისა და ბედნ...
იხილეთ სრულად
ადამიანის გარეგნული ცხოვრება და მოქმედება მის შინაგან თვისებებზეა დამოკიდებული. უკეთუ მის სულში სიმშვიდისა და სინათლის ნაცვლად მშფოთვარე ვნებებია დასადგურებული, მას არც ამ სოფელში შეუძლია ბედნიერად იგრძნოს თავი. მშვიდობისა და ბედნიერების საფუძველი ამ სოფელშიც სიმართლე და მართლმსაჯულებაა.
ყოველ ცოდვას ადამიანისათვის ხორციელი და სულიერი უბედურება მოსდევს. დიდი ცოდვა დიდ უბედურებას შეამთხვევს კაცს, მცირედი - მცირეს. პირველი, ყველაზე საშინელი შედეგი, ანუ ნაყოფი ცოდვისა, ესაა, რომ იგი კაცს ღმერთის მადლს მოაკლებს, და ამ...
იხილეთ სრულად
ყოველ ცოდვას ადამიანისათვის ხორციელი და სულიერი უბედურება მოსდევს. დიდი ცოდვა დიდ უბედურებას შეამთხვევს კაცს, მცირედი - მცირეს. პირველი, ყველაზე საშინელი შედეგი, ანუ ნაყოფი ცოდვისა, ესაა, რომ იგი კაცს ღმერთის მადლს მოაკლებს, და ამგვარად წარწყმედს მას
ყოველი ცოდვა ისეთი თესლია, რომელიც თავის დროზე მწარე ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს. გარდა ამისა, ვინც სცოდავს, ძალიან ცუდ მაგალითს აძლევს ოჯახის წევრებსა და გარშემო მყოფთ. იგი ფრიად მძიმე ტვირთს გადასცემს შთამომავლობას, რომელიც მისი...
იხილეთ სრულად
ყოველი ცოდვა ისეთი თესლია, რომელიც თავის დროზე მწარე ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს. გარდა ამისა, ვინც სცოდავს, ძალიან ცუდ მაგალითს აძლევს ოჯახის წევრებსა და გარშემო მყოფთ. იგი ფრიად მძიმე ტვირთს გადასცემს შთამომავლობას, რომელიც მისი ცოდვის უნებლიე მემკვიდრე ხდება, ღმერთმა ყოველ ცოდვას რომელიმე უბედურება განგებ დაუკავშირა, რათა ადამიანს, რომელსაც ბუნებრივად დიდი მიდრეკილება აქვს ცოდვის ჩადენისაკენ, შეეშინდეს და გაფრთხილდეს. ცოდვის საპირისპირო მადლი ...
ღმერთი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვინდობს, თუ ნახავს, რომ ცოდვის გამო, რაც არ უნდა მცირე იყოს იგი, გულწრფელად ვწუხვართ. თუ ჩვენს თავს ცოდვებს ჩვენვე მივუტევებთ, მაშინ ცხადია, მისგან შენდობას ვერ მივიღებთ