მე მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ თვითმკვლელთ (სულით ავადმყოფთა გარდა) უკვე ვეღარავინ უშველის, მათთვის ლოცვაც კი აკძალულია, რადგან ისინი ამ ნაბიჯის გადადგმით თავიანთი ნებით სულს მარადიული მონობისათვის ეშმაკს აბა...
იხილეთ სრულად
მე მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ თვითმკვლელთ (სულით ავადმყოფთა გარდა) უკვე ვეღარავინ უშველის, მათთვის ლოცვაც კი აკძალულია, რადგან ისინი ამ ნაბიჯის გადადგმით თავიანთი ნებით სულს მარადიული მონობისათვის ეშმაკს აბარებენ.
ზოგიერთებს ნერვული სისტემა იმდენად გადაეღალათ, რომ გამოსავალს თვითმკვლელობაშიღა ხედავენ. ის კი არ იციან, ან ავიწყდებათ, რომ ამით თავს საშინელი მარადიული სატანჯველისთვის იმეტებენ.
უფალი ბრძანებს: "შეიცნობთ ჭეშმარიტებას, და ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ... ყოველი შემცოდე კი ცოდვის მონაა" (ინ. 8,32). სამწუხაროდ, ჩვენს დროში ადამიანი სწორედ ცოდვის მსხვერპლი და მისი მსახური ხდება, რასაც იგი უგუნურებით...
იხილეთ სრულად
უფალი ბრძანებს: "შეიცნობთ ჭეშმარიტებას, და ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ... ყოველი შემცოდე კი ცოდვის მონაა" (ინ. 8,32).სამწუხაროდ, ჩვენს დროში ადამიანი სწორედ ცოდვის მსხვერპლი და მისი მსახური ხდება, რასაც იგი უგუნურებით თავისუფლებად აღიქვამს. წმ. მამები ასეთ მდგომარეობას "უმეცარ თავისუფლებას" უწოდებენ. "უმეცარი თავისუფლება, - წერს წმ. ეფრემ ასური, - არის სათავე მიწიერ ვნებათა გამრავლებისა, ხოლო მისი შედეგი უსასტიკესი მონობაა".მართლმადიდებელ ...
თავისუფლება მშვენიერია, სასურველი და ახლობელი, მაგრამ იგი ამავე დროს საშიშიცაა, რადგან თითოეულ ჩვენგანს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს; თავისუფლება ადამიანს აძლევს არჩევანის, ინიციატივის გამოჩენის, შეხედულებების შეცვლის საშუალებას....
იხილეთ სრულად
თავისუფლება მშვენიერია, სასურველი და ახლობელი, მაგრამ იგი ამავე დროს საშიშიცაა, რადგან თითოეულ ჩვენგანს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს; თავისუფლება ადამიანს აძლევს არჩევანის, ინიციატივის გამოჩენის, შეხედულებების შეცვლის საშუალებას... მაგრამ, ამავე დროს, პასუხსაც სთხოვს ყველა მის მოქმედებასა და გადაწყვეტილებაზე.
ძველი რომაელები ამბობდნენ: "დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად". ამ მარადცვალებად ყოფაში საზოგადოებისათვის ყველაზე მძიმე გადასატანი ყოველთვის გარდამავალი პერიოდი იყო. ჩვენი თაობა სწორედ ასეთი პერიოდის მომსწრე და მონაწ...
იხილეთ სრულად
ძველი რომაელები ამბობდნენ: "დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად". ამ მარადცვალებად ყოფაში საზოგადოებისათვის ყველაზე მძიმე გადასატანი ყოველთვის გარდამავალი პერიოდი იყო. ჩვენი თაობა სწორედ ასეთი პერიოდის მომსწრე და მონაწილეა: ურწმუნოებისა და მონობის ხანა თავისუფლებამ და ცხოვრების ახალმა წესმა შეცვალა, მაგრამ მას ხალხი მოუმზადებელი შეხვდა. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა დღესაც არ იცის, რა არის სინამდვილეში თა...
ყოველ საუკუნეს, ყოველ ათწლეულს და თვით ყოველ წელიწადსაც კი, მკვეთრად გამოკვეთილი ნიშნები აქვს და თვით დიდი მონდომების შემთხვევაშიც ვერ შევძლებთ მის სრულ სახეცვლილებას. ნათქვამიც არის, დრონი მეფობენ და არა მეფენიო. მაგრამ ეკლე...
იხილეთ სრულად
ყოველ საუკუნეს, ყოველ ათწლეულს და თვით ყოველ წელიწადსაც კი, მკვეთრად გამოკვეთილი ნიშნები აქვს და თვით დიდი მონდომების შემთხვევაშიც ვერ შევძლებთ მის სრულ სახეცვლილებას. ნათქვამიც არის, დრონი მეფობენ და არა მეფენიო.მაგრამ ეკლესიამ როგორმე უნდა მიაღწიოს იმას, რომ დროებითმა განცდებმა მარადიულობა არ დაგვავიწყოს და, ამასთან, მარადიული ყოველთვის განსაზღვრავდეს დროებითს.
წმ. მამა ამასთან გვაფრთხილებს, რომ ცოდვით დაცემა და განდგომა თავშეუკავებლობისაგან მომდინარეობს, რომ ერთი ცოდვა სხვა მრავალსა შობს, რომ ერთი შეხედვით მარტივი ცოდვისაგან, მაგალითად ნაყროვანებისაგან, სხვადასხვა ბიწიერი გრძნობა ღვივდე...
იხილეთ სრულად
წმ. მამა ამასთან გვაფრთხილებს, რომ ცოდვით დაცემა და განდგომა თავშეუკავებლობისაგან მომდინარეობს, რომ ერთი ცოდვა სხვა მრავალსა შობს, რომ ერთი შეხედვით მარტივი ცოდვისაგან, მაგალითად ნაყროვანებისაგან, სხვადასხვა ბიწიერი გრძნობა ღვივდება: იბინდება შინაგანი სამყარო, სულიწმიდისეული მადლი თანდათან ტოვებს ადამიანს და იგი ღრმა მჭვრეტელობისთვის (სულიერი ცხოვრებისათვის) გამოუსადეგარი ხდება.
წმ. ბასილი დიდის აზრით, სულიერი წინსვლის დაწყება შეუძლებელია ლოცვისა და მარხვის გარეშე, რადგან მხოლოდ მათი საშუალებით აღიდგენს ადამიანი დაკარგულ ღვთაებრივ "სამეუფო ხატს" და გაიხსნის გზას უფალთან მიახლებისათვის.
მის დარიგებაში ვკითხულობთ: "ნამდვილ სიყვარულს ბადებს მიწიერ ვნებათაგან განთავისუფლება, უვნებობას შობს სასოება უფლისა, სასოებას – მოთმინება და სულგრძელება, მათ – ცხოვრების თავშეკავებული წესი, თავშეკავებულობას – შიში ღვთისა, შიშს კი...
იხილეთ სრულად
მის დარიგებაში ვკითხულობთ: "ნამდვილ სიყვარულს ბადებს მიწიერ ვნებათაგან განთავისუფლება, უვნებობას შობს სასოება უფლისა, სასოებას – მოთმინება და სულგრძელება, მათ – ცხოვრების თავშეკავებული წესი, თავშეკავებულობას – შიში ღვთისა, შიშს კი – რწმენა შემოქმედისა" ("სიყვარულის შესახებ").