ვნებათაგან განთავისუფლება - ციტატები, გამონათქვამები
ვნებათაგან განთავისუფლება - ციტატები, გამონათქვამები ვნებათაგან განთავისუფლება, გამონათქვამები
სარგებელი უდიდესია, რადგან ღვთის უმანკო კრავი იწირება მსხვერპლად, რათა ადამიანები ცოდვებისგან განწმინდოს და ვნებათა ტყვეობის სხვადასხვაგვარი ბორკილებისგან იხსნას.
ზეციურზე ზრუნვა მარადიულ სიკეთეთა მემკვიდრეობის სურვილს ბადებს და ეს კეთილი ზრუნვა ხრწნად წარმავალზე ცოდვიანი მიჯაჭვულობისგან გვიხსნის.
იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ. გონებით ვეამბორები უტკბეს და უნეტარეს ჩვილს, რომ ჩემი პირუტყვებრივი ვნებებისგან გამათავისუფლოს.
თითოეული ჩვენგანი ლოცვაში მიღწეული წარმატებისა და აქედან მიღებული სარგებლის შესაბამისად განიკურნება სულიერი და ხორციელი ვნებებისგან. სწორედ ვნებებისა და უძლურებებისგან განკურნება მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად წარემატება ადამიანი ლ... იხილეთ სრულად
იესოს სახელის გარდა არც ერთ სახელს არ ძალუძს ჩვენში არსებული ვნებების დაძლევა. იესოს სახელის გარდა სხვა სახელით ვერ შევძლებთ ჩვენი გულიდან წყვდიადის გაფანტვას და გონებაში მოელვარე ნათელი შემეცნების გამობრწყინებას. ამ სახელით უნდა ... იხილეთ სრულად
თუ ჩვენ, როგორც მონაზვნებმა, თავი მივუძღვენით მაცხონებელ მიზანს – მივაღწიოთ ქრისტესმიერ შინაგან განწმენდას ვნებებისგან, მღვიძარების უმნიშვნელოვანეს გაკვეთილში ძალიან კარგად განსწავლა გვმართებს, რადგან მისი მეშვეობით გულით შევიგრძნ... იხილეთ სრულად