რელიგიური საიდუმლოებებისადმი შიში ნიშნავს, გეშინოდეს საკუთარი ჩრდილისა; ვინაიდან საიდუმლოებები ყოველ ფეხის ნაბიჟზე დაგვყვებიან, როგორც საკუთარი ჩრდილები.
ფიზიკურ სამყაროშიც, რომელიც ღმერთმა თვალწინ გადაგვიშალა, ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით საიდუმლოებებს. ხშირად არ გვესმის, რასაც ვხედავთ, არც ის, რასაც ვეხებით. ეჭვი არ გვეპარება ბუნებრივი საგნების არსებობაში, მაგრამ არ ვიცით, როგორ არსებო...
იხილეთ სრულად
ფიზიკურ სამყაროშიც, რომელიც ღმერთმა თვალწინ გადაგვიშალა, ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით საიდუმლოებებს. ხშირად არ გვესმის, რასაც ვხედავთ, არც ის, რასაც ვეხებით. ეჭვი არ გვეპარება ბუნებრივი საგნების არსებობაში, მაგრამ არ ვიცით, როგორ არსებობენ ისინი.
ფილოსოფოსები თავს ესხმიან გამოცხადების საიდუმლოს, მაშინ როცა ასეთი რამ ფილოსოფიაში უფრო მეტია. გონების პირველი საფეხურები ნათელია, შემდეგ, რაც უფრო მაღლა ავდივართ, უფრო ბნელდება და ბოლოს სრულებით კარგავს ნათელს. გონება ამ შემთხვევ...
იხილეთ სრულად
ფილოსოფოსები თავს ესხმიან გამოცხადების საიდუმლოს, მაშინ როცა ასეთი რამ ფილოსოფიაში უფრო მეტია. გონების პირველი საფეხურები ნათელია, შემდეგ, რაც უფრო მაღლა ავდივართ, უფრო ბნელდება და ბოლოს სრულებით კარგავს ნათელს. გონება ამ შემთხვევაში შეიძლება - საფაერო ბურთს შევადაროთ, რომლითაც რაც უფრო მაღლა ავდივართ, მცირდება ნათელი და იზრდება ბნელი.
მზის კაშკაშა სინათლე საგნებს ხილულსა და ნათელს ხდის; პირიქით, ბრწყინვალე ვარსკვლავებს ფარავს და მიწიერ მანათობლებს ჩრდილავს. ეს უკანასკნელნი მართლაც ქრებიან და მათი ცეცხლი, მზის მეტისმეტი აშკარა სინათლისაგან, ჩრდილსაც კი იკეთებენ ...
იხილეთ სრულად
მზის კაშკაშა სინათლე საგნებს ხილულსა და ნათელს ხდის; პირიქით, ბრწყინვალე ვარსკვლავებს ფარავს და მიწიერ მანათობლებს ჩრდილავს. ეს უკანასკნელნი მართლაც ქრებიან და მათი ცეცხლი, მზის მეტისმეტი აშკარა სინათლისაგან, ჩრდილსაც კი იკეთებენ და კვამლი გვგონია. მაგრამ ასე არ ხდება ზეცის ვარსკვლავების შემთხვევაში: ისინი არასდროს კარგავენ სინათლეს და როდესაც ჩვენ მათ ვერ ვხედავთ, ღამის სიბნელეში სხვებს უნათებენ. განა აქ ღვთაებრივი გამოცხადების სახე არ ჩანს? იგი...
მაღალი მთები მაყურებლის ზერას ზღუდავს; მაგრამ ამ მაღლობებს მიღმა, გადაიშლება შესანიშნავი მიდამო, ახალი სფერო, რომელზეც წარმოსახვა თავის სწრაფი ფრთებით დაქრის. ადამიანური გონების ჰორიზონტიც შეზღუდულია რწმენის სიმაღმეებით, რომელთა გ...
იხილეთ სრულად
მაღალი მთები მაყურებლის ზერას ზღუდავს; მაგრამ ამ მაღლობებს მიღმა, გადაიშლება შესანიშნავი მიდამო, ახალი სფერო, რომელზეც წარმოსახვა თავის სწრაფი ფრთებით დაქრის. ადამიანური გონების ჰორიზონტიც შეზღუდულია რწმენის სიმაღმეებით, რომელთა გამოც იწრიტება ყოველგვარი ცოდნა, სუსტდება ყველაზე გამჭრიახი აზრები: მაგრამ ეს რწმენა გვიცხადებს ჩვენთვის განუზომელ სიშორეებს, სადაც იწყება გულისათვის დაუსრულებელი რამ. რწმენის (ქრისტიანული რელიგიის) უსასრულო სფერო.